თდასუს ისტორია
თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი - თდასუ - დაარსდა 1992 წლის 6 აგვისტოს. თავისი არსებობის 18 წლის მანძილზე მან ღირსეულად მოიპოვა ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის სტატუსი.
1992 წლიდან დღემდე მნიშვნელოვანი პერიოდია როგორც ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაციის, დაწესებულების, ისე უმაღლესი სასწავლებლის, ამ შემთხვევაში თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ცხოვრებაში. უმაღლესი სასწავლებლის საქმიანობა საზოგადოებისათვის მთლიანად გამჭვირვალეა, მისი შემფასებელი კი საკმაოდ ფართო აუდიტორიაა: სტუდენტები, მშობლები, პროფესორ-მასწავლებლები, საზოგადოება, ხელისუფლება და ა. შ.
თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მთავარი მონაპოვარია შესანიშნავი პედაგოგიური კოლექტივის, პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიციური გუნდის შექმნა; უნივერსიტეტის მიზანია ჰყავდეს არა მხოლოდ პროფესორებით დაკომპლექტებული, არამედ პროფესიონალიზმით გამორჩეული პედაგოგიური კოლექტივი, რომელიც დააკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელსაც მოითხოვს დღეს ჩვენგან, როგორც უმაღლესი სკოლისაგან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სწორედ ეს განაპირობებს სტუდენტთა მრავალრიცხოვან კონტიგენტს, საბოლოო ჯამში კი იმ ავტორიტეტს, რომლითაც უნივერსიტეტი სარგებლობს მონათესავე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში.
თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი თანამედროვეობას ყოველთვის უბამს მხარს და ამავდროულად, ძველი და ღირსეული ტრადიციების ერთგული რჩება. განათლების სრულყოფისკენ სწრაფვის დასტურია თდასუ-ს თანამშრმლობა სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებსა და მსოფლიოს უნივერსიტეტთა ასოციაციასთან (IAU). თდასუ-ს რექტორი ურთიერთობების დასამყარებლად და გასაღრმავებლად ხშირ და მუდმივ კონტაქტშია უცხოური უნივერსიტეტების კოლეგებთან.
ურთიერთთანამშრომლობის შემთხვევაში, მხარეები სურვილს გამოთქვამენ, რომ ჩატარდეს ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციები, შეხვედრები, აწარმოონ სტუდენტების, მაგისტრანტების, დოქტორრანტებისა და პედაგოგების გაცვლა, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო შეუწყობს ხელს უნივერსიტეტების დაახლოება-დამეგობრებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას.
თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში ტარდება არაერთი ღონისძიება სტუდენტობის მაღალზნეობრივი აღზრდისათვის, მათ შორის აღსანიშნავია სამეცნიერო კონფერენციები და სემინარები, სტუდენტად კურთხევისა და სიყვარულის დღესასწაულები, საახალწლო კარნავალები, საქველმოქმედო აქციები მიუსაფარ ბავშვთა სახლებში და სხვა. 1999 წლიდან გამოდის საუნივერსიტეტო გაზეთი „აღმაშენებელი“, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ სტუდენტები; 2005 წელს გამოვიდა პერიოდულ სამეცნიერო ჟურნალ „აღმაშენებელის“ პირველი ნომერი.
2002 წელს უნივერსიტეტმა გამოსცა საიუბილეო კრებული ,,უნივერსიტეტი 10 წლისაა". წიგნი თავისი შინაარსით მრავალფეროვანია. მასში შესულია ჩვენი ქვეყნის გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა მილოცვები, უნივერსიტეტის თანამშრომელთა, ლექტორთა და სტუდენტთა შემოქმედება: წერილები, ნარკვევები, ლექსები, თარგმანები, რეპორტაჟები საუნივერსიტეტო ღონიოსძიებებიდან, ნარკვევები და პოეტური სტრიქონები დავით აღმაშენებლის შესახებ, ინტერვიუ უნივერსიტეტის რექტორთან ბ-ნ ანზორ შარაშენიძესთან...
ამხელა რეკლამა თუ დასჭირდა და ისიც აქ
This post has been edited by tomiko90 on 14 Sep 2011, 15:02