გააჩნია, თემების წერა თუ შეგიძლია და შენით ჩაუჯდები გრამატიკის წიგნს, მაშინ არ გაგიჭირდება.
რაც უფრო მეტ თემას დაწერ, მით უფრო გაგივარჯიშდება გონება.
ამ შემთხვევაში მასწავლებელს უფრო ის როლი აქვს, რომ ოფიციალურად გთხოვს ამის გაკეთებას

შარშანდელი წესებით, უფრო მოგინდებოდა მასწავლებელი.
პირველ, 20 ქულიან ტექსტის რედაქტირებაში, გრამატიკის კარგი ცოდნა გმართებს.
ჩაუჯექი შანიძე / კვაჭაძის წიგნებს.
მე-5 კლასიდან, მე-10 კლასამდე.
შემდეგ მოდის 15 ქულიანი ტექსტის გააზრება, რაშიც მასწავლებელი მაინც ვერაფერს იზამდა.
ეგ ბოლომდე შენზეა დამოკიდებული.
ესეს რაც შეეხება, ჯერ წაიკითხე ცნობილი ადამიანების ესეები.
კარგად დაუკვირდი როგორია ესეს სტრუქტურა.
ასევე უნდა მიეჩვიო, თემის სწრაფად დაწყებას.
ხშირად დაწყება უჭირთ ხოლმე.
თორე მერე კი მიქრიან XD
ასევე არგუმენტირებისას, უნდა შეგეძლოს კლასგარეშე წიგნებიდან, სწორი პარალელის გავლება.
თუ ძალიან დაშორდები თემას, შეიძლება საერთოდ არც გაასწორონ.
მოკლედ თუ შენით გადაწყვეტ ქართულში მეცადინეობას, ქვეყანა ნამდვილად არ დაიქცევა.
თუ რაიმე გაუგებარი იქნება, შეგიძლია იკითხო აქ და ვეცდებით პასუხი გაგცეთ
This post has been edited by Manuelo Costa on 24 Oct 2011, 18:19
"Маевский застрелился в поезде, и отчаяние его было так велико, что он умер раньше своего выстрела".