ჩემი ძველი კონსპექტი

მგონი ახლა გადიხართ პირველსემესტრელები ამას.
თუ ვინმეს რამეში გამოგადგებათ
სამართლის თეორიის ფუნქციებიემპირიული - შეისწავლის სამართლის სოციალურ როლს, არკვევს ნორმის გავლენას ადამიანთა ქცევაზე, სამართლის ნორმის ფაქტობრივ მოქმედებას, სამართლის ეფექტიანობას და სხვ.
ანალიტიკური - აანალიზებს სამართლის ნორმის სტრუქტურას, სამართლის ძირითად ცნებებს, სამართლის ფორმებს.
ნორმატიული - შეისწავლის სამართლის მოქმედების საფუძვლებს, სამართლის შეფარდების მეთოდებს, სამართლიანობასა და ”მართალი სამართლის” პრობლემებს.
სამართლის მეცნიერების ფუნქციები1. იურისტების განათლება.
2. თეორიული მიმდინარეობებისა და მოძღვრებების ანალიზი.
3. საკუთარი მოსაზრებების წამოყენება მართლწესრიგის შემდგომი სრულყოფისა და განვითარებისათვის.
სამართლის ფუნქციები1 (3) სამართლის რეგულაციური ფუნქციაორგანიზაციული - აყალიბებს სოციალური მართვის ნორმატულ საფუძვლებს;
სოციალური მართვის - გარკვეული მიმართულებით წარმართავს ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების ქცევას;
დაგეგმვისა და სოციალური პროგნოზირების - ”თანამედროვე საზოგადოებაში, რომელიც ყალიბდება სოციალურ-პოლიტიკური პროგრამებისა და იდეოლოგიების გავლენით, სამართალი ასრულებს --- ”;
სოციალური კონტროლის - ინდივიდის ქცევამ არ უნდა დაარღვიოს საზოგადოებისა და სხვა ინდივიდის ინტერესები;
დაცვითი ფუნქცია - სამართალდარღვევაზე ახდენს სათანადო რეაქციას;
რეპრესიული ფუნქცია - იურიდიული სანქიების მუქარით სამართალი იცავს საზოგადოებას და ამ თვალსაზრისით ასრულებს --- ;
სტაბილურობის (სოციალურ ურთიერთობათა) - უსაფრთხოების დაცვით უზრუნველყოფს სტაბილურობას საზოგადოებაში;
უსაფრთხოებისა და სოციალური თანხმობის - ”---”;
სოციალური ინტეგრაციის - საზოგადოების წევრებს უყალიბებს ერთიანობისა და სოციალური სოლიდარობის გრძნობას;
იძულების ფუნქცია - განსხვავებით მორალისა, სამართლის შემთხვევაში იძულება ხორციელდება ორგანიზებულად, უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ.
2 (3) წესრიგის ფუნქციასამართლით დადგენილი წესრიგი უნდა იყოს ცვალებადი, ე.ი. ღია. მხოლოდ მუდმივი სრულყოფის პროცესში მყოფი წესრიგი არის ოპტიმალური. სამართლებრივი წესრიგის ძირითადი ელემენტია ადამიანი. წესრიგი არ არის მხოლოდ იძულება; თავისუფლება და იძულება პოლიტიკურ წესრიგში რეალიზებულია გონივრული პროპორციით.
სოციალური მშვიდობის - კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, როდესაც დავა წყდება არა ძლიერის სასარგებლოდ ან პირადი შეხედულებების მიხედვით, არამედ სამართლის მოთხოვნათა საფუძველზე;
კონფლიქტის მოწესრიგების - ხელს უწყობს განსხვავებული ინტერესების შერიგებას;
კონფლიქტების პრევენციის - საზოგადოებას, სადაც თითოეული ცდილობს დაამკვიდროს ”საკუთარი სამართალი”, ემუქრება ქაოსის მუდმივი საფრთხე. მართლწესრიგი არის მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა.
სამართლებრივი უსაფრთხოების - უზრუნველყოფს სოციალური ურთიერთობის პროგნოზირებად ხასიათს. ნორმის ადრესატების მოლოდინი ქცევის შესაძლო მოდელის შესახებ უნდა იყოს სტაბილური. ს. უ. გამორიცხავს სახელმწიფოს კანონსაწინააღმდეგო ქცევას - კანონი ერთნაირად სავალდებულოა როგორც მოქალაქის, ასევე სახელმწიფოსათვის. ასევე, ს. უ. მოითხოვს, რომ კანონის ტექსტი ჩამოყალიბდეს ნათლად და გარკვევით, რათა მოხდეს მისი ერთგვაროვანი ინტერპრეტაცია სუბიექტების მიერ. გარდა ამისა, სამართალი უნდა იყოს სტაბილური, მისი ხშირი ცვლილებისას ნორმის ადრესატებს გაუჭირდებათ წინასწარ განსაზღვრონ ქცევის სასურველი მაშსტაბი.
კონსერვატორული როლი - იცავს არსებულ სტატუს კვოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამართალი ხელს უშლის განვითარებას. ის იზრუნველყოფს პოლიტიკური ხელისუფლების შეცვლას არჩევნების გზით.
2 (3) ანთროპოგენულ-პერსონალური ფუნქციაანთროპოლოგიური - ამ ფუნქციას განსაზღვრავს ადამიანის როლი და მისი ეგზისტენციალური მოთხოვნილებები. სამართალი აღიარებს ინდივიდის განსაკუთრებულ სოციალურ როლს საზოგადოებაში და იცავს პიროვნების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ღირსებას;
პერსონალური - მოიცავს მართლწესრიგით დადგენილ პიროვნების სტატუსს. ეხება არა იზოლირებულ, არამედ სოციალური ურთიერთობების მონაწილე ინდივიდს. იცავს ადამიანის პირად ავტონიმიასა და ცხოვრების ინტიმურ სფეროებს სხვათა ჩარევისაგან;
თავისუფლება - სამართალი ადგენს ლიმიტირებულ თავისუფლებას. უზრუნველყოფს ინდივიდისა და საზოგადოების სხვა წევრების თავისუფლებას შორის გონივრულ ბალანსს.
ეკოლოგიური - თანამედროვე სამართალი არეგულირებს ადამიანის ურთიერთობას როგორც ბუნებასთან, ასევე მომავალ თაობებთან.
ზეპირად არ უნდა გვთხოვდნენ ამდენ უაზრობას.
This post has been edited by Lennon7 on 5 Nov 2011, 00:35