madridiSSta1988მე როგორც ვიცი მაგ გრაფებში რა საგნებზეც და რამდენ კრედიტზეც არის მოთხოვნა ისინი უნდა შეასრულო, თუმცა შენ მაინც დააზუსტე.
ეხლა გეტყვი რაც ვიცი და რა მოთხოვნებიცაა იმ გრაფაში.

1. საფაკულტეტო ძირითად: კრედიტების აუცილებელი რაოდენობა-96, ეს კრედიტები უნდა შეავსო სავალდებულო საგნებით.
2. საფაკულტეტო არჩევით: კრედიტების აუცილებელი რაოდენობა-9, აქ არის რომი, საზღვარგარეთი, სამართლის ფილოსოფია და ა.შ.
3. სპეციალობის სავალდებულო: კრედიტების აუცილებელი რაოდენობა-9, ქართული სამართლის ისტორია და შესავალი სამართალმცოდნეობაში.
4.სპეციალობის არჩევითი: კრედიტების აუცილებელი რაოდენობა-65, ამის ზუსტი ჩამონათვალი არ არსებობს, ნებისმიერი შეიძლება იოყოს და დიდი სიაა,
მაგალითად აქ კრიმინოლოგია, კრიმინალისტიკა, საგადასახადო სამართალი, გაკოტრების სამართალი, საარჩევნო სამართალი და ა.შ.
4.უცხო ენა:კრედიტების აუცილებელი რაოდენობა-16, ინგლისური 1,2,3,4.
მოკლედ გრაფასი ესეა და როგორც ვიცი ეს წესები მოქმედებს.
მაგალითად, თუ შენ ქართული სამართლის ისტორია ჩაბარებული გაქ და "სპეციალობის სავალდებულო" გრაფაში 0 გიწერია, მაშინ შეცდომაა
რაღაც.
ჯუღელმა რამოდენიმე წლის წინ გვითხრა ჩვენ რომ ერთმა სტუდენტმა დაამთავრა სწავლა, 240 კრედიტი აიღო, მაგრამ საფაკულტეტო
არჩევითში 9-ს მაგივრად 5 ყავდა და არ მისცეს დიპლომი, მერე ერთი სემესტრი მაგ საგნისთვის დარჩა უნიშიო, ხოდა რიავიცი რა
This post has been edited by Warner-B on 6 Mar 2012, 17:42