gigajoj1 ამოცანა საშინელებაა ლოგიკაში,ახლა მეზარება,თორე დავდებ პასუხებიანად და მიხვდები
leporileporiხვალ დავდებ უეჭველი,ერთს მაინც ))))
* * *
ჯანდაბას დავდებ მაინც

მთამსვლელებს_ალეკოს,ბექას და გიოს შეუძლიათ მყინვარწვერის, უშბის და შხარას დასალაშქრად წასვლა. ცნობილია,რომ:
სამიდან თითოეულ მთამსვლელს ერთი მწვერვალის დალაშქვრა მაინც სურს;
მყინვარწვერის დალაშქვრა სამიდან ზუსტად 2-ს სურს;
უშბის სამიდან ზუსტად ერთს სურს;
შხარასი სამიდან ზუსტად ერთს სურს;
ალეკოს სურს მყინვარწვერის დალაშქვრა და არ სურს უშბის დალაშქვრა;
ბექას არ სურს მყინვარწვერის დალაშქვრა.
გიოს არ სურს შხარას დალაშქვრა.
ამ პირობის მიხედვით :
თუ მთასვლელებიდან ორს ზუსტად ერთი და იმავე მწვერვალების დალაშქვრა სურს, მაშინ შემდეგი დებულებებიდან რომელი უნდა იყოს აუცილებლად ჭეშმარიტი?
ა) ალეკოს სურს შხარას დალაშქვრა;
ბ) ბექას სურს მყინვარწვერის დალაშქვრა
გ)ბექას არ სურს უშბის დალაშქვრა
დ)ბექას სურს ზუსტად ერთი მწვერვალის დალაშქვრა
ე) გიოს სურს ზუსტად ერთი მწვერვალის დალაშქვრა.
ამ პასუხებიდან აუცილებლად ჭეშმარიტი არის (დ) შემდეგ ყველაფერი ეწყობა და არა (ე) როგორც ეს საგამოცდო პასუხებშია. ეს პასუხი სრულიად აბსურდია და რატო ასეთი შეცდომა :ვის: სხვებს მერე დავდებ,ისინი უფრო საკამათოა,ვიდრე აშკარად შეცდომა