1412 სწორია ნამდვილად, მეც ასე მივიღე.
მოკლედ ასეა ეს ამბავი:
ჯერ ერთი ხომ იცი ოთხზე გაყოფადობის ნიშანი - ოთხზე იყოფა რიცხვი, თუ ბოლო ორი ციფრი იყოფა ოთხზე.
ოთხზე გაყოფისას ნაშთი შეიძლება მიიღო: 0 1 2 3
თუ X იყოფა 4-ზე უნაშთოდ მაშინ:
X-1 დატოვებს ნაშთად 3-ს
X-2 დატოვებს ნაშთად 2-ს
X-3 დატოვებს ნაშთად 1-ს
X-4 გაიყოფა ოთხზე უნაშთოდ
შემდეგ ყველაფერი ხელახლა
ამ ამოცანაში კიდევ თუ საწყის რიცხვად ისეთი რიცხვი მექნება, რომელიც უნაშთოდ იყოფა 4-ზე, პირობის თანახმად, 3 უნდა გამვაკლო და ნაშთად დამიტოვებს 1-ს. როცა ერთია ნაშთი , ისევ პირობის თანახმად ერთს ვაკლებ და ცხადია, ნაშთიც აღარ რჩება
როცა ნაშთი აღარ რჩება 3-ს ვაკლებთ და ნაშთი ერთი დარჩება
როცა ერთი რჩება ერთს ვაკლებთ და ნაშთი აღარ რჩება
როცა აღარ რჩება 3-ს ვაკლებთ და ნაშთი ისევ ერთი რჩება
როცა ერთი რჩება ერთს ვაკლებთ და ნაშთი აღარ რჩება
-----------------------------------------------------------
ეს სულ ასე ხდება

ახლა ამოვხსნათ აბა რას მივიღებთ 301 ოპერაციის შესრულებისას.
გვაქვს 2011, 4-ზე გაყოფისას ნაშთს ტოვებს 3-ს, ამიტომ პირობის თანახმად 1 ემატება და ვიღებთ 2012-ს
ეს ერთი ოპერაცია.
ჯამში უნდა ჩატარდეს სულ 301 ოპერაცია, ერთს რომ ჩაატარებ იღებ 2012 და კიდევ 300 გაქვს ჩასატარებელი.
ეხლა აქ უნდა მივხვდეთ რამდენჯერ მივიღებთ ნაშთად 1-ს, 2-ს, 3-ს და 0-ს
ჯერ ერთი ნაშთად 2-ს და 3-ს ვეღარ მივიღებთ ვერასდროს (ხომ ხვდები რატოც, ჩვენის საწყისი 2012 იყოფა 4-ზე ამის შემდეგ 3-ის გამოკლებით ერთს დატოვებს ნაშთს. პირობის თანახმად კიდე თუ ერთი რჩება ნაშთი , უნდა გამოაკლო ერთი. ე.ი. გამოდის რომ ყოველი მეორე ოპერაციისას ოთხზე იყოფა რიცხვი უნაშთოდ.
ესე იგი ამ 300 ოპერაციის დროს 150-ჯერ უნაშთოდ გაიყოფა რიცხვი
150-ჯერ ნაშთს დატოვებს ერთს.
როცა უნაშთოდ იყოფა , პირობის თანახმად უნდა გამოვაკლოთ 3, ესე იგი ჯამურად 150*3 = 450 არის გამოსაკლები
როცა ნაშთს ტოვებს ერთს , პირობის თანახმად უნდა გამოვაკლოთ ერთი , ესე იგი ჯამურად 150 *1=150 არის გამოსაკლები (ამ ერთს რომ აკლებ ზუსტად მაგიტო ღებულობ რიცხვს, რომელიც ყოველთვის უნაშთოდ იყოფა 4-ზე, გამოდის აკლებ 3-ს და მერე აკლებ ერთს ასე მონაცვლეობს, ცხადია ამ ამოცანაში ისეთი პირობებია მოცემული, რომ ნაშთი ყოველთვის ან ერთია და ან 0 ოთხზე გაყოფისას)
მოკლედ, 2012 - 150*3 -150*1=2012-450-150=2012-600=1412
ესეა ეს ამბავი
სადაური ამოცანაა? უნარებში იყო?
This post has been edited by unknown lady on 7 Jun 2012, 15:53