Twisterწარმოიდგინე ყუთი, ყუთს ქვია A.
ამ ყუთში ჩალაგებულია რაღაცა ბურთულები.
მაგრამ ეს ბურთულები ქაოსურად არ არიან მოთავსებულნი,მათ აქვთ თავ თავიანთი ადგილი.
რომელიმე ბურთულა,რომ აიღო გჭირდება მისი ადგილმდებარეობის ცოდნა. ადგილმდებარეობას განსაზღვრავს მისამართი.
მაგალითად,გინდა აიღო პირველი ბურთულა. პირველი ბურთულის მისამართი ყუთში არის A[0]
მეორეს - A[1]
იღებ პირველ ბურთულას და მიდიხარ A[0] მისამართზე.
გინდა მეორე ბურთულა? მიდიხარ A[1] მისამართზე.
ეს არის მასივი(ერთგანზომილებიანი მატრიცა) მაგრამ ერთგანზომილებიან მატრიცას პროგრამირებაში ეძახიან მასივს უბრალოდ.
და ორგანზომილებიან მასივს ეძახიან მატრიცას უკვე.
მატრიცა პროგრამირებაში იგივეა რაც მატრიცა მათემატიკაში აბსოლიტურად.
მაგრამ ცოტა განსხვავება არის.
მაგალითად, მატრიცა A(1,1) არის მათემატიკაში პირველი ელემენტი
მეორე,A(1,2) და ა.შ
მაგრამ პროგრამირებაში:
პირველი A(0,0)
მეორე A(0,1) და ა.შ