gigajojVan10Persieავიგე უკვე სტიპენდიანტთა სიაშიც ვარ და თბს ბარათის ასაღები ბლანკიც შემავსებინეს სადაც უნდა ჩაირიცხოს ფული.
1 კურსის 2 სემესტრისას ვიღებ ახლა. ოღონდ მგონი სრულად ჩარიცხავენ. ის ვიცი რო თვეზე 150 ლარია. და ზოგი მეუბნება 3 თვისას აიღებო ზოგი 5 თვისასო ანუ ან 450 ან 750 და ვეღარ გავიგე რა.
რაც შეეხება სტიპენდიის აღებას და მის წესებს აგიხსნით თუ გაინტერესებთ :
1) სტიპენდია არის სემესტრული.
2) სემესტრის ქულათა სასუალო არითმეტიკული უნდა აღემატებოდეს 90-ს რათა შეხვიდე სტიპენდიანტთა კონკურსში
3) ყველა ფაკულტეტს აქვს განსაზღვრული რაოდენობა სტიპენდიანტებისა. მაგალითად თუ ფაკულტეტმა დაადგინა რომ უნდა გასცეს 30 კაცზე სტიპენდია ხოლო კონკურსში 50 კაცია. პირველი 30 (ქულების მხრივ) მიიღებს სტიპენდიას , ბოლო 20 კი ვერა. ჩემთან მაგალითად სულ 20 კაცზეა გათვლილი და სტიპენდიანტი 7 ნი ვიყავით. 13 ადგილი იქით მორჩა

. 95.8 გამომივიდა საშუალო.
4) მას შემდეგ რაც ოფიციალურად გადაგცემენ სტიპენდიანტთა სიას , დაგიბარებენ ადმინისტრაციულში და შეგავსებინებენ თბს ბანკის ბლანკს, რათა თბს-იმ გადმოგცეს ბარათი რაზეც თანხა ჩაგერიცხება.
5) სტიპენდიას იღებ სრულად ერთი ან ორი სემესტრით შემდეგ. ანუ თუ მაგალითად პირველი კურსის 2 სემესტრში იყავი სტიპენდიანტი, სტიპენდიას აიღებ მეორე კორსუს 1 სემესტრის ბოლოს.
This post has been edited by Junior K on 25 Dec 2011, 13:05