სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები მზად არიან ზაფხულის პერიოდში ათასობით სტუდენტი დაასაქმონ. სია, თუ სად ექნებათ მუშაობის საშუალება სტუდენტებს უკვე გამოქვეყნდა.
ბიზნესკომპანიები, უმაღლესი სასწავლებლები, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები, სამინისტროები, კაფე–ბარები და რესტორნები – ეს ის ადგილებია, სადაც 500 ლარის სანაცვლოდ, სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში დასაქმდებიან.
ახალგაზრდებს ასევე საშუალება აქვთ თავისი მომავალი პროფესიის შესაბამისად იმუშაონ ერთი თვე და ანაზღაურებაც მიიღონ. მაგალითად, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, რომ საქართველოს ყველა რეგიონის სამედიცინო დაწესებულებაში სანიტრებისა და მედდის თანაშემწეთა ვაკანსიებზე დარეგისტრირდნენ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ნუსხა, სადაც სტუდენტებს მუშაობის საშუალება ექნებათ, უკვე გამოაქვეყნა. აღნიშნული პროგრამის სრულად განხორციელებისთვის, თბილისის მერიამ ვაკანსიები გამპოაცხადა.
უმწეოთა სასადილოების მონიტორინგის პროცესში მონაწილეობა, წყალკანალიზაციის სისტემებისა და სადრენაჟე სანიაღვრე ქსელების მშენებლობის ზედამხედველობა, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის პროცესში მონაწილეობა, პანთეონების საზღვრებში მოქცეული ტერიტორიის აზომვა, დაკრძალული პიროვნებების განსასვენებლების აზომვა, აღრიცხვა, დაკრძალულ პიროვნებათა შესახებ ინფორმაციის მოძიება და საცნობარო ბაზის შექმნა – ეს ის ვაკანსიებია, სადაც სტუდენტებს სურვილის შემთხვევაში საშუალება აქვთ დასაქმდნენ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული ყველა ვაკანსია კი, ქვეყნის მასშტაბით, სკოლების სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობას გულისხმობს.
სტუდენტებს, რომლებსაც სურვილი აქვთ რომელიმე ვაკანსიაზე განაცხადი შეავსონ, მიმდინარე წლის 20 მარტის დილის 10:00 სათიდან, 20 აპრილის დილის 10:00 საათამდე აქვთ საიტზე www.summerjob.ge დარეგისტრირების შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ ვაკანსიებზე დასაქმება მხოლოდ ბაკალავრის ხარისხის სტუდენტებისთვის არის შესაძლებელი.პროგრამის ფარგლებში, დედაქალაქის მერიას დაახლოებით 90 ათასი სტუდენტის დასაქმება აქვს გადაწყვეტილი, პროგრამის ღირებულება 12 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სტუდენტებს ურჩევენ, ის მოთხოვნები, რომელიც დამსაქმებელ კომპანიას ექნება, ამა თუ იმ ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში, კარგად გაითვალისწინონ და ისე მიუთითონ სასურველი ვაკანსია, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამსაქმებელს აქვს უფლება, დასაქმებულ სტუდენტს ხელშეკრულება შეუწყვიტოს.
ამას გარდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში წერია, რომ შრომის ანაზღაურება შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს, რასაც აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადი (20 %).
მას შემდეგ, რაც სტუდენტი პროგრამაში ჩაერთვება, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, მოსთხოვოს დამსაქმებელს დასაქმებულის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის მიწოდება და დამსაქმებლის სამუშაო ადგილზე არსებული სამუშაო პირობების შემოწმება განახორციელოს
wyaro:
http://www.presa.ge/new/?m=society&AID=1439020მარტიდან 20აპრილამდეო

ნუ ეგ სამერჯობ.გე-ზეც ეწერა, მაგრამ ახლა უფრო სასაცილოა ))