აი დღეს დავრწმუნდი სამუდამოდ, რომ სადმე ჩაინიკურ უნივერსიტეტში გამიტარებია 4 წელი
ე.ი. საზვარგარეთ მინდა გავაგზავნო საბუთები...
6მდე არის ვადა...
დღეს მივედით უნივერსიტეტში მე და ჩემი ჯგუფელი ის ილიაში აგრძელებს სწავლას...
ცნობა მოგცეს, რომ ნამდვილად დავამთავრეთ უნივერსიტეტი წარმატებით და მალე მოგვეცემა დიპლომი (ერთ ადგილას გაიკეთონ დიპლომი

)
ილიაში, რომ ავედით იქ გვეუბნებია, რომ ამ ცნობას არანაირი ძალა არ აქვსო...
ანუ ცნობაზე, უნდა იყოს აუცილებლად გამოსახული გერბი და ბრძანების ნომერი...
შემდეგ ჩავედით უკან გპიში...
იქ ამბავი ატყდა ცალკე დეკანის მოადგილე ეჩხუბება მდივანს ეს ცნობა რატომ არ გაატანეო...
ცალკე დეკანი ჩვენ გვსაყვედურობს რაღა ახლა მოგინდათ ცნობებიო
თურმე ბრძანების ნომრები არაა ჯერ გადმოცემული გპიში...
თან ჩვენი ე.ი. კომისიის წევრები არიან წასულები დასასვენებლად და სამში გასდით შვებულება...
ე.ი. დიდი შანსია ჩემმა ჯგუფელმა ვაფშე წელს ვერ გააგრძელოს ამათი გულისათვის სწავლა მაგისტრატურაში...
ბოლოს მინდა კითხვა დავსვა...
ოდესმე საქართველოს, რომ ეშველება ეგ ვიცი, მაგრამ გპის?