თქვენ გაიხარეთ.
ბევრი შორიდან ყურებით ვერ ხვდება კლასში რომ ზიხარ როგორია სწავლა, ერთი შეხედვით რა უნდა, უსმინე მასწავლებელს და ა.შ., ისწავლე
ისეთ გარემოში გავიზარდე სადაც უმრავლესობა ბავშვები ალმაცერად მიყურებდნენ რადგან ენციკლოპედიებში მიყვარდა ქექვა და 8 წლისამ ასტრონომიაზე იმდენი ვიცოდი ბევრს არ დაესიზმრებოდა მერე რა.
დამცინოდა ზოგი

არც გოგოებში გამოვირჩეოდი მაგიტომ, თავს მარტო ვგრძნობდი,
უბნის მშიშარასავით არ ვყოფილვარ თავში რომ წამოარტყამენ და ა.შ. ბევრს ვუსწორდებოდი ფიზიკურად როცა დაიმსახურებდა. ეგ სხვა თემაა,
დღესაც როდესაც უბანში გავივლი რამოდენიმე ბიჭი რომლებიც ქუჩაზე დებენ თავს, როგორ ხარს ნაცვლად შეგეკითხებიან ''სწავლობ ხომ?'' გაცვეთილი ფრაზით, ირონნარევი, წარმოიდგინეთ რა დაბალი დონეა სადაც მე ვცხოვრობ,
ძალიან მტკივა გული მაგ მხრივ, ბევრ ბიჭს ვიცნობ, სხვა გარემო რომ ყოფილიყო დარწმუნებული ვარ მაგარი ადამიანები დადგებოდნენ განათლების კუთხით, პროფესიონალები, მაგრამ მერე შკოლნიკი ხომ არ იქნებოდნენ??? ეხლა ზიან თავჩაღუნულები და სწავლაფასდება როოგორი ცხოვრება დაგვიდგაო ამბობენ,
მართალია ეს 6-7 წლით ადრე და უფრო ადრე ხდებოდა მაგრამ დღესაც არსებობს იმ გარემოს აჩრდილი დარჩენილი და დროა სახელმწიფომ იმ კუთხით იზრუნოს, რომ განათლებას და განათლებულ ადამიანებს პოპულარიზაცია გაუწიოს ერთგვარი, დაანახოს ბავშვებს რომ არაა გრეხი სწავლა და მასწავლებელს თუ დაუჯერებ ჩმორი არ ხარ! დაანახოს რომ წიგნს ვინც კითხულობს დაფასებულია და ნასწავლი კაცი უპირველესია ქვეყანაში, ამას თუ არ გააკეთებენ რაცარუნდა მაგარი სკოლა გააკეთო აზრი არ აქ.