ვერ ვნახე თემა ამასთან დაკავშირებით და გახსნა მომიწია, თუ უკვე არის სადმე გააერთიანეთ რა...
დღეს წავაწყდი
ამ ძალიან ყურადსაღებ პოსტს რომელსაც რატომღაც გამოხმაურება არ აქვს, არადა დასაბუთებულად და ფაქტებით უდევს ყველაფერი რა არეულობაცაა პროგრამაში.
,,საბოლოოდ გამოდის, რომ ტესტირების მაქსიმალური ქულა არის 28; 30 ან 32! თუკი გვეუბნებიან, რომ გამსვლელი ქულა არის 70% და მეტი ეს ნიშნავს იმას, რომ ზუსტად 70%-ც არის გამსვლელი:
დასკვნა:
28-ის 70% არის 19,6 ანუ გამსვლელია – 20 ქულა
30-ის 70% არის 21 ანუ გამსვლელია – 21 ქულა
32-ის 70% არის 22,4 ანუ გამსვლელია – 23 ქულა" (ციტატა პოსტიდან)
თქვენ რას ფიქრობთ საერთოდ ამ სერტიფიკაციის რეფორმაზე?