მსჯელობის კრიტიკა დავწერე ახლა პირველად, ხოდა შემიფასეთ რა
2010 წლის სამაგისტროდან არის მგონი.
მთავრობამ დააფინანსა პროექტი,რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო ენის ცუდად მცოდნე მოქალაქეებისათვის ცოდნის დონის გასაუმჯობესებლად სპეციალური სახელმძღვანელოს შედგენას.სახელმძღვანელო მოამზადა სპეციალისტების ჯგუფმა და ის შესაბამის კონტიგენტს დაურიგეს. ერთი წლის შემდეგ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად დადგინდა,რომ იმ მოქალაქეთაგან,რომლებსაც სახელმძღვანელო გადაეცათ, მხოლოდ ნაწილმა გაიუმჯობესა სახელმწიფო ენის ცოდნის დონე.
ამიტომ სახელმძღვანელო უარყოფითად შეაფასეს და ახალი სახელმძღვანელოს შექმნა ავტორთა სხვა ჯგუფს შეუკვეთეს .
წარმოდგენილი დასკვნის გამოსატანად არ არის საკმარისი აღნიშნული მონაცემები. მთავრობის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა წარმატება ვერ მოიპოვა, რასაც საფუძვლად უდებდნენ სახელმძღვანელოს არასწორად შექმნას. აქ გასათვალისწინებელი უნდა ყოფილიყო სხვა გარემოებებიც.
პირველ რიგში არ არის ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენად შრომისუნარიან კონტიგენტს გადაეცა ეს სახელმძღვანელო,ასევე არ არის მონაცემები იმის შესახებ, ამ სახელმძღვანელოთი ვინმე ხელმძღვანელობდა თუ არა ენის ცუდად მცოდნე მოქალაქეებს. იმ შემთხვევაში თუ ამ ჯგუფს პედაგოგი არ ჰყავდათ და თვითსწავლებით უნდა გაეუმჯობესებინათ ენა,დიდი შესაძლებლობაა იმისა, რომ ამ ხალხის ნაწილი,ვინც ვერ გაიუმჯობესა ენა, იყო ნებისყოფის არმქონე ადამიანები ან ადამინთა ისეთი კატეგორია, ვისთვისაც თვითსწავლების მეთოდი წარმატების გარანტი არ არის.
ასევე საყურადღებოა ის ფაქტი, რომ გამოკვლევა ჩატარდა სახელმძღვანელოს გამოშვებიდან ერთი წლის შემდეგ. შესაძლოა ეს დრო არ იყო საკმარისი არსებული სსახელმძღვანელოთი ენის გაუმჯობესებისათვის. ხოლო ხალხის ის ნაწილი, ვინც ამ დროის განმავლობაში ეს მოახერხა, სავარაუდოდ მანამდეც უკეთ ფლობდნენ მას მეორე ნაწილთან შედარებით.
პრობლემის გადასჭრელად შემოთავაზებულმა გზამ,შესაძლოა იგივე შედეგი მოგვცეს,თუ ზემოთ ჩამოთვლილი ხარვეზები არ იქნება გათვალისწინებული.
აი ჩემი ღარიბული კრიტიკა
აი დაახლოებით ასეთ თემაში ან კრიტიკაში რაიმე ქულას დამიწერენ .???
“ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს. დანარჩენი არსებობაა.”