4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია გაზარდოს
საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილებისთვის ამ მუხლის მე–3 პუნქტით
განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
5. მაგისტრანტობის კანდიდატი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
გასაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს, იმ
შემთხვევაში, თუ ის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან
რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახავს ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით
დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვრებს, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7
პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დაადგინოს, რომ
მაგისტრანტობის კანდიდატი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს მის მიერ
განსაზვრულ გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის უფლებას, თუ ის საერთო
სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხივე ნაწილში გადალახავს ამ მუხლის მე-3 ან მე-4
პუნქტებით დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვრებს.
7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დაადგინოს
ტესტის ის ნაწილი/ნაწილები, რომელშიც მაგისტრანტობის კანდიდატმა
აუცილებლად უნდა გადალახოს ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილ
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი/ზღვრები იმისთვის, რომ მაგისტრანტობის
კანდიდატმა მონაწილეობის მიღების უფლება მოიპოვოს მის მიერ განსაზვრულ
გამოცდაში/გამოცდებში.
დებულების მიხედვით უნივერსტიტეტს მოთხოვნის კრიტერიუმის გაზრდა შეუძლია.
* * *
აქ ნახავთ სამაგისტრო ჩამონათვალს უნივერსტიტეტების მიხედვით
http://www.naec.ge/saerthashoriso-kvlevebi...html?lang=ka-GE
https://www.viagrasansordonnancefr.com/acheter-sildenafil-sandoz/ - acheter sildenafil sandoz www.viagrasansordonnancefr.com