Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
განათლება
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(20)
« პირველი
...
6
7
[8]
9
10
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
CFA
, Chartered Financial Analyst
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ტაბუ
Taboo
ჯგუფი: Members
ტაბუ
Taboo
ჯგუფი: Members
წერილები: 8375
წევრი No.: 44445
რეგისტრ.: 20-October 07
#48321784
· 11 Jul 2016, 14:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Excel Expert
QUOTE
ეს კითხვები multiple choice არის ძირითადად თუ სხვა სახისაც?
ყველა კითხვა multiple choice-ია სამი სავარაუდო პასუხით. თითო კითხვაზე საშუალოდ 1.5 წუთი გაქვს. გამოცდა ტარდება ორ 3-საათიან ეტაპად (სულ 360 წუთი 240 კითხვაზე), შუაში 2 საათიანი შესვენებით.
კიდევ რა გაინტერესებთ?
--------------------
Think positive! Do positive! Be positive!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Excel Expert
giorgi kavtaradze
ჯგუფი: Registered
Excel Expert
giorgi kavtaradze
ჯგუფი: Registered
წერილები: 342
წევრი No.: 133905
რეგისტრ.: 18-July 11
#48322997
· 11 Jul 2016, 17:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ტაბუ
მადლობ პასუხისთვის.
გადასალახი ზღვარი რამდენ პოცენტიანია და თუ არის დამოუკიდებლად ქულის გამოთვლის საშუალება რაიმე გზით? ვგულისხმობ გამოცდის ჩაბარების შემდგომ შესაძლოა თუ არა დაახლოებით გამოვთვალოთ ჩავაბარეთ თუ ვერა. თუ საუკეთესო გამოსავალი უბრალოდ მაქსიმალურად ყველას ამოხსნაა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ტაბუ
Taboo
ჯგუფი: Members
ტაბუ
Taboo
ჯგუფი: Members
წერილები: 8375
წევრი No.: 44445
რეგისტრ.: 20-October 07
#48329943
· 12 Jul 2016, 15:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Excel Expert
QUOTE
გადასალახი ზღვარი
არ არსებობს გადასალახი ზღვარი - ყოველ წელს იცვლება და წინასწარ თვითონაც არ იციან - შედეგებით საზღვრავენ ტესტების იმწლევანდელ სირთულეს და შემდეგ აფასებენ შესაბამისად.
ანუ, გადიხარ იმ შემთხვევაში, თუკი კონკურენტებს ჯობნი, შესაბამისად უნდა ამოხსნა ყველა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ვინცხა-მაღვალაკი
Crazy Member
ჯგუფი: Registered
ვინცხა-მაღვალაკი
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1292
წევრი No.: 196914
რეგისტრ.: 22-January 15
#48331866
· 12 Jul 2016, 19:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამარჯობა. ძალიან მინდა კვალიფიკაციის ამაღლება და ACCA-ისა და CFA-ის კურსის გავლა.
ადრე სამაგისტრო პროგრამაზე ვსწავლობდი ერთ-ერთ უნივერსიტეტში, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ, ტყუილუბრალოდ დავკარგე რამდენიმე წელი.
გთხოვთ მირჩიოთ, საქართველოში კარიერული წინსვლისთვის სჯობს ჯერ CFA დავიწყო თუ ACCA? ბანკში მუშაობის გამოცდილება არ მაქვს.
უმაღლესი მათემატიკის ცოდნა აუცილებელია CFA - ის ჩასაბარებლად?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Thea11
Member
ჯგუფი: Registered
Thea11
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 36
წევრი No.: 172125
რეგისტრ.: 21-August 13
#48332293
· 12 Jul 2016, 20:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვინცხა-მაღვალაკი
QUOTE
გთხოვთ მირჩიოთ, საქართველოში კარიერული წინსვლისთვის სჯობს ჯერ CFA დავიწყო თუ ACCA?
გააჩნია რა მიმართულებით აპირებთ მომავალში მუშაობას?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ვინცხა-მაღვალაკი
Crazy Member
ჯგუფი: Registered
ვინცხა-მაღვალაკი
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1292
წევრი No.: 196914
რეგისტრ.: 22-January 15
#48333602
· 12 Jul 2016, 23:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Thea11
QUOTE
გააჩნია რა მიმართულებით აპირებთ მომავალში მუშაობას?
გრანდიოზული გეგმები არ მაქვს. ამჟამად ბუღალტერი ვარ. ვერ ვიტყვი, რომ ფინანსები, საბანკო სფერო ან ეკონომიკა ჩემი განსაკუთრებული ინტერესის სფეროა. უფრო მენეჯმენტი/ოპერაციები/ინჟინერია მაინტერესებს. მაგრამ ჩემს ასაკში პროფესიის შეცვლა უკვე გვიანაა. არც ბევრი ფულის გამომუშავება მინდა. უბრალოდ, ვცდილობ, სტაბილური და საშუალო/საშუალოზე მაღალი შემოსავალი მქონდეს.
ACCA - ის თემაში ერთი-ორი გვერდი წავიკითხე და ცოტა არ იყოს, ზედმეტად გაწელილ და ბიუროკრატიულ სისტემად მომეჩვენა. ზოგადად, მოქნილობა და დამოუკიდებლად, დისტანციურად სწავლა და მეცადინობა მირჩევნია. მგონი ამ კუთხით CFA-ის ჩაბარების პროცესი უკეთესია. მაგრამ ასევე მაინტერესებს რეალურად რა ცოდნას მომცემს პიროვნული განვითარებისა და საქართველოში დასაქმების პერსპექტივების მხრივ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ტაბუ
Taboo
ჯგუფი: Members
ტაბუ
Taboo
ჯგუფი: Members
წერილები: 8375
წევრი No.: 44445
რეგისტრ.: 20-October 07
#48368996
· 17 Jul 2016, 06:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვინცხა-მაღვალაკი
გამარჯობა.
ძნელია ვინმემ კომპეტენტურად გირჩიოთ - ან ერთი გვაქვს გავლილი და ან მეორე
ზოგადად ACCA-ები აუდიტორები, IFRS აღრიცხვის სპეციალისტები, მთავარი ბუღალტრები ხდებიან ხოლმე, CFA-ები კი ანალიტიკოსები, ინვესტიციების სპეციალისტები და ფინანსური დეპარტამენტების ხელმძღვანელები. ACCA სწორებას უფრო IFRS-ის ცოდნასა და ანგარიშგების შედგენაზე აკეთებს, CFA კი ამ ანგარიშგების შეფასებასა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაზე. თუმცა ბევრ ერთსადაიმავე დისციპლინას კი ვსწავლობთ (მიზნობრიობის სპეციფიურობის გათვალისწინებით).
უშუალოდ სწავლას და ჩაბარებას რაც შეეხება: მიუხედავად იმისა, რომ ACCA-ს ბოლომდე მისაღწევად 14 (მგონი) გამოცდის ჩაბარება გიწევთ, ხოლო CFA-ისთვის 'სულ' 3-ის, ამით CFA არც უფრო ადვილია და არც უფრო მალე მორჩებით. ACCA-ის თითო გამოცდა თითო საგანია, ერთდროულად ორი (მეტიც) საგანი შეგიძლიათ აირჩიოთ და წელიწადში მგონი 3-ჯერ შეგიძლიათ გამოცდაზე გასვლა. ლექციებზე სიარული სულაც არაა აუცილებელი, რაც ასევე არ ზღუდავს მოქნილობას. CFA -ის თითო გამოცდაზე კი ერთდროულად 10 (მესამე დონეზე 7) საგანს აბარებთ, პირველი დონის გამოცდა წელიწადში ორჯერაა, მეორე და მესამე დონისა კი მხოლოდ თითოჯერ. და 10 საგნის (რაც 6 წიგნშია თავმოყრილი) ჩაბარება ერთ ჯერზე, დამეთანხმეთ, რომ რთული იქნება, ხოლო სრული სამი გამოცდის ჩაბარებას (თუკი პირველივე ჯერებზე მოახერხებთ) სულ ცოტა 3 წელი სჭირდება. ამ სირთულის სანაცვლოდ იღებთ ძალიან წონიან სერთიფიკატს (სამივე დონის გამოცდის ჩაბარების და შესაბამისი 48 თვიანი სამუშაო გამოცდილების შემდეგ), რომელსაც წონა აქვს საზღვარგარეთაც, აღიარებული ფინანსების ოქროს სტანდარტად, მიიჩნევა ევროპული მაგისტრატურის ექვივალენტად და ანაზღაურდება უფრო მეტად. ასევე უნდა გითხრათ, რომ CFA-ის მხოლოდ პირველი ან პირველი და მეორე დონეებიც წონიანია და მსუყედ აისახება როგორც თქვენს ცოდნაზე, ასევე ანაზღაურებასა და პოზიციაზეც (წესით).
CFA-სთან შეჭიდებას თუ გადაწყვეტთ, გირჩევთ გაეცნოთ ჯერ მასალებს - თუ შეძლებთ, რომ საკმარისი დრო დაუთმოთ სწავლას. რთულია, მაგრამ შედეგი ამად ღირს.
This post has been edited by
ტაბუ
on 17 Jul 2016, 06:48
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Krusty_the_Clown
Wise member
ჯგუფი: Members
Krusty_the_Clown
Wise member
ჯგუფი: Members
წერილები: 6726
წევრი No.: 200823
რეგისტრ.: 9-April 15
#48370019
· 17 Jul 2016, 12:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ტაბუ
კარგად გაქვთ ყველაფერი ახსინილი, მეტიც, ძალიან საინტერესოდ. უბრალოდ, ACCA-ს სერტიფიკატის წონაზეც ზუსრად იგივეს დავწერდი და CFA-ზე დაწერეთ
ზოგადად, არსი და მიმართულება ერთია, მაგრამ სხვადასხვა სფეციფიკაა დამეთანხმებით და ერთმანეთის შედარება ალბათ რელევანტური არ იქნებოდა. მე პირადად ACCA ვარ, ასევე მახსოვს მეგობარი რასაც მეცადინეობდა დაახლოებით CFA-ს ამთავრებს (ბლექ სქოულზს გაიძახოდა ხშირად
, რაც მერე სხვათაშორის მეც გავიარე P4-ში ოღონდ იქ ბლექ შოლცი ერქვა
) და ყოველივე ამის შემდეგ, ვთვლი, რომ მსოფლიოში საუკეთესო სასწავლებლებია, CIMA-სთან ერთად, რასაც დიდი სიამოვნებით გავივლიდი...
This post has been edited by
Krusty_the_Clown
on 17 Jul 2016, 12:52
--------------------
הערשעל שמױקל פּינחס ירוחם קרוסטאַפֿסקי
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Excel Expert
giorgi kavtaradze
ჯგუფი: Registered
Excel Expert
giorgi kavtaradze
ჯგუფი: Registered
წერილები: 342
წევრი No.: 133905
რეგისტრ.: 18-July 11
#48386224
· 19 Jul 2016, 14:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ტაბუ
გამარჯობა,
უშუალოდ სწავლის პროცესში აქვს თუ არა მნიშვნელობა წიგნების რიგითობას ? მაგალითად მსურველმა აუცილებლად უნდა გაიაროს ჯერ ეთიკა და რაოდენობრივი ანალიზი (ეთიკა ალბათ ყოველთვის შეიძლება ისწავლო, აქცენტი უფრო რაოდენობრივ ანალიზზე მაქვს) და შემდგომ ეკონომიკა, კორპორატიული ფინანსები და ა.შ. ?
სხვა სიტყვებით, არის თუ არა თითოეული წიგნი, მის რიგით შედგომი წიგნის აუცილებელი წინაპირობა ეფექტური შესწავლისთვის?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Bloomy
Autarky
ჯგუფი: Registered
Bloomy
Autarky
ჯგუფი: Registered
წერილები: 672
წევრი No.: 184874
რეგისტრ.: 16-April 14
#48391397
· 20 Jul 2016, 00:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Excel Expert
სასურველია რაოდენობრივი ანალიზი ისწავლო ჯერ, კორპორატიული ფინანსები თითქმის მთლიანად ამაზეა აგებული
--------------------
"There’s a part of you missing. Some men can’t see the color green, but they may never know they can’t. I wonder whether you ever feel that something invisible is all around you. It would be horrible if you knew it was there and couldn’t see it or feel it.”
J. Steinbeck <3
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ვინცხა-მაღვალაკი
Crazy Member
ჯგუფი: Registered
ვინცხა-მაღვალაკი
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1292
წევრი No.: 196914
რეგისტრ.: 22-January 15
#48393418
· 20 Jul 2016, 12:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ტაბუ
Krusty_the_Clown
გმადლობთ, დიდი მადლობა. გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ტაბუ
Taboo
ჯგუფი: Members
ტაბუ
Taboo
ჯგუფი: Members
წერილები: 8375
წევრი No.: 44445
რეგისტრ.: 20-October 07
#48409171
· 22 Jul 2016, 10:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Krusty_the_Clown
QUOTE
ACCA-ს სერტიფიკატის წონაზეც ზუსრად იგივეს დავწერდი
ნამდვილად არ მიფიქრია ACCA-ს დაკნინება - რაც ვიცი ACCA-ს შესახებ, ის დავწერე. CFA-ზე მეტი ინფორმაცია ამქვს და ეგ გავშალე
Excel Expert
QUOTE
მაგალითად მსურველმა აუცილებლად უნდა გაიაროს ჯერ ეთიკა და რაოდენობრივი ანალიზი (ეთიკა ალბათ ყოველთვის შეიძლება ისწავლო, აქცენტი უფრო რაოდენობრივ ანალიზზე მაქვს) და შემდგომ ეკონომიკა, კორპორატიული ფინანსები და ა.შ. ?
სასურველია. ზუსტად ვერ გავიხსენებ, რომელი დისციპლინა რომელ სხვაში გამოგადგებათ, მაგრამ ვაითუ?
ერთადერთი, ეთიკა თავისუფლად შეგიძლიათ მოიტოვოთ ბოლოსთვის.
გადახედეთ წონებს - რომელი დისციპლინა რა წილით იქნება წარმოდგენილი გამოცდაზე (პირველ და მეორე დონეებზე ყველაზე მსუყედ სწორედ ეთიკის საკითხები მოდის) და მათ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ.
წარმატებები!
ვინცხა-მაღვალაკი
არაფრის და წარმატებები!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Excel Expert
giorgi kavtaradze
ჯგუფი: Registered
Excel Expert
giorgi kavtaradze
ჯგუფი: Registered
წერილები: 342
წევრი No.: 133905
რეგისტრ.: 18-July 11
#48438386
· 26 Jul 2016, 11:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ტაბუ
Bloomy
მადლობთ.
პირველი და შემდგომი დონეების ჩაბარებისას გაიცემა თუ არა ამის რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ჩემი_ძმა
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
ჩემი_ძმა
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 100
წევრი No.: 200713
რეგისტრ.: 7-April 15
#48458017
· 28 Jul 2016, 21:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩავაბარე Level I-იიი
* * *
QUOTE
(ვინცხა-მაღვალაკი @ 12 Jul 2016, 23:21 )
Thea11
QUOTE
გააჩნია რა მიმართულებით აპირებთ მომავალში მუშაობას?
გრანდიოზული გეგმები არ მაქვს. ამჟამად ბუღალტერი ვარ. ვერ ვიტყვი, რომ ფინანსები, საბანკო სფერო ან ეკონომიკა ჩემი განსაკუთრებული ინტერესის სფეროა. უფრო მენეჯმენტი/ოპერაციები/ინჟინერია მაინტერესებს. მაგრამ ჩემს ასაკში პროფესიის შეცვლა უკვე გვიანაა. არც ბევრი ფულის გამომუშავება მინდა. უბრალოდ, ვცდილობ, სტაბილური და საშუალო/საშუალოზე მაღალი შემოსავალი მქონდეს.
ACCA - ის თემაში ერთი-ორი გვერდი წავიკითხე და ცოტა არ იყოს, ზედმეტად გაწელილ და ბიუროკრატიულ სისტემად მომეჩვენა. ზოგადად, მოქნილობა და დამოუკიდებლად, დისტანციურად სწავლა და მეცადინობა მირჩევნია. მგონი ამ კუთხით CFA-ის ჩაბარების პროცესი უკეთესია. მაგრამ ასევე მაინტერესებს რეალურად რა ცოდნას მომცემს პიროვნული განვითარებისა და საქართველოში დასაქმების პერსპექტივების მხრივ.
აუდიტორად ვმუშაობდი რამდენიმე წელი და ACCA-ს ხუთი წიგნიცმაქვს ჩაბარებული; ეხლა ფინანსურ ანალიტიკოსად დავიწყე მუშაობა, ACCA მივატოვე და CFA-ს Level I-ი ჩავაბარე.
ორივე საკმაოდ რთულია და ორივეს შემთხვევაში ასობით საათი მეცადინეობა მოგიწევთ; ბევრ ძალიან ჭკვიან ადამიანს ვიცნობ რომელიც ჩაჭრილან - მარტო ჭკუა არ არის საკმარისი, ორივე შემთხვევაში ტვინის დანთხევა და სასოწარკვეთამდე სწავლაა საჭირო
ჩემთვის CFA უფრო საინტერესოა რადგან ბუღალტერია დიდად არასოდეს მომწონდა და უფრო "მომავალზე ორიენტირებული" ფინანსები მაინტერესებს ვიდრე "ისტორიული ფინანსები" და ორისში გატარებები
))
საქართველოში ჩემი აზრით ACCA უფრო "ხოდშია" რადგან HR-ების უმეტესობას გაუგია რა არის ACCA და ფინანსურ დეპარტამენტებშიც ბევრი ყავთ ACCA გავლილი ან მსწავლელი ხარისხიანი კადრი.
CFA ხარისხის მქონე სულ რამდენიმე ადამიანია საქართველოში და ჩვეულებრივ კომპანიებში კი არა ბევრ ბანკშიც არ გაუგიათ CFA რა არის.
ასე რომ თუკი ბუღალტერიაში ან რეპორტინგში გინდათ საქმიანობის გაგრძელება ცალსახად ACCA უნდა ჩააბაროთ, თუკი უცხოეთში წასვლა ან უფრო "ნავაროჩენ" საინვესტიციო კომპანიაში გინდათ მუშაობა მაშინ CFA.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Krusty_the_Clown
Wise member
ჯგუფი: Members
Krusty_the_Clown
Wise member
ჯგუფი: Members
წერილები: 6726
წევრი No.: 200823
რეგისტრ.: 9-April 15
#48458671
· 28 Jul 2016, 23:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვინცხა-მაღვალაკი
QUOTE
გმადლობთ, დიდი მადლობა. გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს
ხეირი ნახე
ტაბუ
QUOTE
ნამდვილად არ მიფიქრია ACCA-ს დაკნინება - რაც ვიცი ACCA-ს შესახებ, ის დავწერე. CFA-ზე მეტი ინფორმაცია ამქვს და ეგ გავშალე
არც მე მიფიქრია, რომ აკნინებთ
) არც იმის ილუზია მაქვს, რომ აქ ნაწერით (ნებისმიერ კონტექსტში) ACCA დაკნინდება
) უბრალოდ, მაინც არარელევანტურად მიმაჩნია ამ ორი სასწავლებლის შედარება და ჰა... აი, CPA რომ შეადარო ACCA-ს, ალბათ ადეკვატური იქნებოდა... უბრალოდ სრუქტურულად სხვადასხვა მიდგომები აქვთ, პირველი უფრო ფართო განათლებას იძლევა, მეორე უფრო ვიწროს, მაგრამ ღრმას. მოკლედ, ორივე ძალიან დასაფასებელი სასწავლებელია, უბრალოდ, ჩემი სიმპათია ბრიტანეთისკენ იხრება
ჩემი_ძმა
QUOTE
ასე რომ თუკი ბუღალტერიაში ან რეპორტინგში გინდათ საქმიანობის გაგრძელება ცალსახად ACCA უნდა ჩააბაროთ, თუკი უცხოეთში წასვლა ან უფრო "ნავაროჩენ" საინვესტიციო კომპანიაში გინდათ მუშაობა მაშინ CFA.
მთლად ვერ დაგეთანხმებით, ინვესტიციები, გადაწყვეტილებები, კაპიტალი და ყველა ფინანსური ინსტრუმენტი P4-ში დაწვრილებითაა განხილული...
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
განათლება
|
იქით
»
Pages:
(20)
« პირველი
...
6
7
[8]
9
10
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0311 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.