მადლობა მაგრამ სად იყო მითითებული
ილიაუნის საიტზე ვერ მოვნახე რომ დავრეკე ეს მითხრეს
ჯობს.ჯე ზე ნახე რა მისამართია
http://jobs.ge/46312/პროგრამაზე სწავლების პროცესის განუყოფელი ნაწილია სხვადასხვა მიმართულების კვლევით პროექტებში სტუდენტების მონაწილეობა. სწავლის პროცესში სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოს ბიზნეს გარემოს კვლევებში. დოქტორანტებთან ერთად მონაწილეობენ "ილიაუნი ბიზნეს რევიუს" მომზადებაში, რომლის კვლევების პრეზენტაციაც იმართება ყოველკვირეულად და საკმაოდ აქტიურად შუქდება მასმედიის საშუალებით. ასევე, შექმნილია საიტი, სადაც ყოველდღიურად ხდება კვლევების და სხვადასხვა ანალიტიკური მასალების განთავსება
http://www.IBR.iliauni.edu.ge დაგეგმილია ყოველკვარტალური გამოცემის მომზადებაც.
პროგრამაზე მიღება: ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე მიღება ხორციელდება საერთო სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების საფუძველზე.
კონკურსში მონაწილეობისთვის მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა:
** გადალახოს საერთო სამაგისტრო გამოცდის მინიმალური ზღვარი;
** 31 აგვისტომდე გაიაროს რეგისტრაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (უნივერსიტეტის კანცელარია, ჩოლოყაშვილის 3/5) და წარმოადგინოს ესე/სამოტივაციო წერილი (ელ-ფოსტა: admission_business@iliauni.edu.ge)
საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულის კოეფიციენტია 60, შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის (ესსე) ქულის კოეფიციენტია 40.
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები:
** განაცხადი (სპეციალური ფორმა, ივსება უნივერსიტეტის კანცელარიაში);
** პირადობის მოწმობა და მისი ასლი;
** საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი, ასეთის არარსებობის შემთხვევაში - სამაგისტრო საგამოცდო პლასტიკური ბარათი და მისი ასლი;
** ორი ფოტოსურათი და ელ.ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის დედანი ასლთან ერთად ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ;
** სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი ცნობა.
პროგრამაზე მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია, გთხოვთ, იხილოთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე
http://www.iliauni.edu.ge