La Dameაუ full story-ს მოყოლას ვაპირებდი, მაგრამ დიდია ძალიან..

მეორე საკონტროლო ადრე დავამთავრე და თურმე რაღაც ფურცელზე უნდა მოგეწერა ხელი, რომ შეემოწმებინა....

მერე ყველას რომ დაუდეს ქულები მე ნახევარი მქონდა დასწრებაში და მეორე საკონტროლოს ქულა არ მედო საერთოდ...
ხოდა თსუს უამრავი ახლადაღმოჩენილი უცნაურობისა და აჯაფსანდალი სისტემის გამოვლა მომიხდა დეკანატში და ა.შ. და საჭირო ინფორმაცია ბოლოს დაპროგრამების ლექტორისგან მივიღე

ხოდა ფეხით ჩავედი განივიდან ფიზიკის ცენტრში გეონჯიანის სანახავად და იქ ვიღაც სრულ მარტოობაში მყოფმა ელექტრონიკის ლექტორმა 1 საათი მებაზრა თავის წარსულზე და ძველ საბჭოურ ფოტოდეტექტორებზე და იმაზე კიდევ, თუ რატომ ზრდიდდნენ ძროხებს ეკვატორთან ახლოს მაღალი ხარისხის წებოს დასამზადებლად კოდაკში.....

მერე რო მოვიდა, ერთად გავარკვიეთ, რომ არ ქონდა მაგ შოშიაშვილს გასწორებული საკონტროლო და იქვე დავწერე......

მოკლედ , უნივერსიტეტის მთელ სისტემას ლიკვიდაცია უნდა გაუკეთო და ახალი სტანდარტების შესაბამისად თავიდან უნდა ააწყო რა....
* * *
ამეებში გამარკვიეთ რა ვინმემ

1) არის თუ არა ზემოდან შემოსაძღვრული ფუნქცია f(x)=4/(3+x^6)
მემგონი ესეა:
იმისთვის რომ ზემოდან იყოს შემისაძღვრული, 4/(3+x^6)<M => x^6 > (4-3M)/M ანუ არ არის ზემოდან შემოსაზღვრული ხო?
და
2) დაამტკიცეთ, რომ ფუნქცია g(x)=7/(x+1) არ არის შემოაზღვრული (-უსასრულობა, -1) შუალედზეო.....
და აი ეს ვეღარ გავიგე რა....