მენეჯმენტის მეორე თავი
სკოლები
პიეველი "6" უაზროდ გაწელილი გვერდი
სადაც "3" მეცნიერი სამ მსგავს თეორიას ამტკიცებს 3 განსხვავებული არგუმენტით
და თან ახერხებენ რომ ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, სგ
იგებ
"მეოთხე მეხუთე " ფურცელზე ახალი თეორია ახალ კვლევებზე ჩატარებული რომელიც ამ სამ თეორიას სასტიკად უარყოფს
რატომღაც ესეც გაიგე
"მეექვსე ფურცელი"
ღმერთს მადლობას სწირავ რომ ადვილად იკითხება
მეშვიდე მერვე მეცხრე მეათე და მეთერთმეტე ფურცლები
ახალი თეორიები რომლებიც პირველი ორი მეცნიერის დასკვნებს უარყობს სამაგიეროდ მესამე და მეოთხე მეცნიერის თეორიის ჭრილში ქმნის ახალ იდეოლოგიას მენეჯმენტის შესახებ რომელიც პარალელს ავლებს მომავალში ნასწავლ მეშვიდე და მეათე მეცნიერის იდეოლოგიაზე
თავი გტკივდება ოკ
"თერთმეტიდან 20 ფურცლამდე" იგებ რომ ბოლო მეცნიერი არასწორი იყო რომელიღაც მერვე მეცნიერის კვლევებით რომელმაც ახლა ამერიკულ კომპანიებშI ჩაატარა, და ამასთან მესამე და მეხუთე მეცნიერის დებულებას გარკვეულ წილად ამართლებს და თან უარყოფს რადგან თავის დროზე არასწორ ასპექტში ყოფილა დანახული, ხოლო ამ ყველაფერზე ნეგატიური ასპექტით მეთორმეტე მეცნიერის ხედვა , ფრიად სასიამოვნო აღმოჩდა მეცხრე მეცნიერის კვლევის შედეგად მიღებულ დასკვნაზე , რომელიც თავის მხრივ აერთიანებს პირველ მესამე და მეხუთე მეცნიერის დებულებებზე ასხმულ მეორე მეცნიერის თეორიას რომელსაც სრული სახე მხოლოდ 14 მეცნიერმა მისცა მეცამეტე მეცნიერის თეორიის ჭრილსა და ღრიჭოში
"ბოლო სამი ფურცელს" დესერტად მოვიტოვე, მაინც გემრიელი ლუკმა , რომ გაინტერესებს სერიალი როგორ მთავრდება
ადექი დასაძინებლად
და უცებ იგებ რომ ბუღალტერიაში მესამე თავის ნაცვლად მეორე უნდა გესწავლა
იხსენებ ირანს, სპარსეთს , ოსმალეთს, მონღოლებს

იღებ და მეორესაც სწავლობ
მტრის ჯინაზე
ბრჭყალები იმიტომ რომ გვერდები ზუსტად არ მახსოვს
ვიძინებ .