ლექციებს როგორ ატარებს, მე ვერ გეტყვი.
სულ 3 ჯერ ვარ ნამყოფი შუალედურების და ფინალურის წინ.
როგორც სხვები ამბობენ, საინტერესო ლექციები აქვს.
ქულებს მაგი არ წერს. სემინარის ხელმძღვანელები ამოწმებენ და ზარანდია მარტო აპელაციას კიდებს ხელს.
საკითხების მხრივ კმაყოფილი ვარ. ყველა საკითხს იძლევა რაც გამოცდაზე მოდის. თან იოლი საკითხებია და ბევრიც არ არის.
დღეს კაზუსზე კი მომიწია ვალდებულებითის კერძო ნაწილში მუხლების დაძებნა, მაგრამ მაინც იოლი გამოცდა იყო ასე თუ ისე.
კიდე პლიუსი ის აქვს, რომ ვინც ფინალურზე 40 ქულას აიღებს, შაურმაზე ეპატიჟება

საბოლოოდ, ალბათ საშუალოზე უკეთესი ლექტორია.