ვინც გეპეიდან გადასვლას მოგვიწოდებთ და რჩევებს გვაძლევთ, მინდა გითხრათ რო ეს თქვენი საქმე საერთოდ არაა და ნუ ერევით ჩვენს საქმეში!

ეს ერთი, მერე მეორე, მესამე კურსზე ვარ, ამდენი ფული გადაყრილი მაქვს ცალკე "სწავლის", ცალკე ქსეროქსების, ცალკე მგზავრობის და ა.შ.
სხვაგან რო გადავიდე, შეიძლება არ მიღიარონ ის კრედიტები და მაგდენი ფული ნამდვილად არ მაქვს, ორმაგი და სამმაგი ვიხადო!
თორე მივმართავდი სხვა უფრო ნორმალურ და ძვირადღირებულ სასწავლებელს თქვენი რჩევების გარეშეც!

იქნებ უახლოეს მომავალში სადმე გამიმართლოს და მუშაობა დავიწყო და სხვაგან თუ გადავედი რა აზრი ექნება?
გეპეიში სტუდენტების 95 % უკმაყოფილოა და ძააან საოცარ გამოსავალს სთავაზობთ! ყველა თუ გადავიდა ვინღა დარჩებაა??

ლექტორების და ადმინისტრაციის ახლობლები, რომლებსაც მუქთახორულად უწერენ ქულებს, ყოველგვარი ცოდნის გარეშე

მომუშავე სასტავი, რომელიც მხოლოდ დიპლომისთვის "სწავლობს" და შუალედურების და გამოცდის შედეგად ცდება იმ 51 ქულას.
ე.წ. "სტიპენდიანტები", რომლებიც ყველაფერზე მიდიან ამ 700 ლარის გამო.
და კიდევ მცირე რაოდენობის სტუდენტი, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო აქებენ და ადიდებენ გეპეის

პ.ს. ვისაც ჩემი პოსტები არ მოგწონთ, შეგიძლიათ მარტივად გამიტაროთ და რჩევით თავი არ დაიღალოთ.
IF YOU CAN'T SUPPORT US WHEN WE LOSE, DON'T SUPPORT US WHEN WE WIN. ♥ A.C. Milan