მოკლედ სიტუაცია ასეთია პირველ კურსელებო.
დილით რომელზე მიხვალთ მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
პირველი დღეს იქნება სიები გამოკრული,დიდი სია. და სახელი და გვარი წერია. ზემოთ აწერია ჯგუფის ნომერი,ქვემოთ ვინც მოხვდა ის ხალხი.
თუ ამოიცანით რომელიმე სიაში თქვენი თავი,ზემოთ აიხედავთ და ნახავთ ჯგუფის ნომერს. 108... რაღაცა იქნება.ტაკს გაიგეთ თქვენი ჯგუფის ნომერი.
ახლა ადიხართ მეორე სართულზე და როგორც კი ახვალთ დაინახავთ ბრბოს ცხრლებთან. იქ არის ცხრილები ჯგუფის ნომერითურთ.
იქიდან რამის გამოტანა წვალებაა ამიტომ ჯობს დაელოდოთ,დაიცლება ხალხი და მიხვალთ წყნარად ამოიწერთ თქვენს ცხრილს. ან სურათი გადაუღოთ...
პირველ დღეს ლექცია არ იქნება.ოფიციალურად არის მაგრამ 99% არიქნება.
მეორე მესამე დღეს კიდე შეილება.
პირველი დღე დამღლელია ცოტა. გავა 1 კვირა და ჩადგება ყველაფერი თავის ადგილზე როგორც უნდა იყოს.
აი 1 - 2 წლის მერე დაბრძენებული გეპეიშNიკები იქნებით. და უკვე ყველაფერი გეცოდინებათ
P.S მე-6 კორპუსში ასეა,სხვაგან არვიცი

უი ხო,ცხრილები ინტერნეტშიც იდება.შეილება რამდენიმე დღით ადრე დაიდოს და აღარ მოგიწიოთ ჭყლეტვა.
This post has been edited by Farel0x on 12 Sep 2013, 17:04