მასაჟის სრული სასწავლო კურსი სასწავლო ცენტრ "სერაფიტში" ! მიდით, გაეცანით გარემოს, პირობებს, შეადარეთ, დაესწარით სასწავლო პროცესს და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება: სწავლება მიმდინარეობს ინდივიდუალური პროგრამით (1-2 კაციან ჯგუფებში), პროფესიის დაუფლების გარანტიით. გადაწყვიტეთ? თქვენ მეორე დღესვე დაიწყებთ მეცადინეობას. სასწავლო გეგმა იხილეთ ამ ლინკზე:
http://massagetbilissi.wordpress.com/2012/...83%9F%E1%83%94/გაკვეთილის ვიდეორეპორტაჟი (სამოყვარულო კამერით გადაღებული) კი იხილეთ აქ:
http://www.youtube.com/watch?v=IwdF5q_JMrQ * * *
სასწავლო გეგმა პროგრამით:
„სამკურნალო და სპა მასაჟები“
1. შესავალი. მასაჟის ისტორიიდან. მასაჟის ზოგადი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე. პრაქტიკული ნაწილი: ზურგის მასაჟის ძირითადი მიმართულებები. ხელსმა : სწორხაზოვანი და თანამიმდევრული
2. მასაჟის ჰიგიენური საფუძვლები. რა მოეთხოვება მასაჟისტს. პრაქტიკული ნაწილი: „განბლოკვა“ (სრესა)- სწორხაზოვანი. ძირითადი მიმართულებები ზურგზე. მთავარი სამასაჟე იარაღი-ხელის მტევანი და მისი 4 კომბინირება: A, B, C, D.
3. მასაჟის კურსის, სეანსის და პროცედურის ხანგრძლივობა, დაგეგმვა.მასაჟის ფსიქოთერაპიული აქცენტები. პრაქტიკული ნაწილი: ზამბარისებრი (სპირალისებრი) განბლოკვა ყველა კომბინაციით.
4. მასაჟის ანატომიურ- ფიზიოლოგიური საფუძვლები. კანის აგებულება და ფუნქცია. პრაქტიკული ნაწილი: წერტილოვანი განბლოკვა ყველა კომბინაციით. ავტომასაჟი მტევანზე.
5. სამკურნალო ვარჯიშების მეთოდოლოგია, მნიშვნელობა, სტრუქტურა.პრაქტიკული ნაწილი: სამკურნალო ვარჯიშები კისრის ოსტეოხონდროზის დროს
6. სისხლის მიმოქცევა. სისხლის მოძრაობის სისტემა და მასაჟის ზემოქმედება მასზე. სეგმენტური მასაჟის ცნება. პრაქტიკული ნაწილი: გულ-მკერდის (მხრის) სეგმენტური მასაჟი.
7. ძირითადი ბიოაქტიური წერტილები ზურგზე. ლიმფური სისტემა. მასაჟის გავლენა ლიმფურ სისტემაზე. პრაქტიკული ნაწილი: წელის და გავის სეგმენტური მასაჟი.
8. ბიოაქტიური წერტილის ცნება. სახის „ბაწ“ -ბის ზოგადი დახასიათება.ხელის და მტევნის ბიოაქტიური წერტილები. აკუპუნქტურის და რეფლექსოლოგიის ცნებები. რეიკის ცნება. ზოგადი შეხედულება „უმაღლეს სასიცოცხლო ენერგიაზე“, ენერგეტიკულ არხებზე. პრაქტიკული ნაწილი: კისრის სეგმენტური მასაჟი.
9. ნერვული სისტემა. მასაჟის გავლენა ნერვულ სისტემაზე. პრაქტიკული ნაწილი: ზურგის გამაერთიანებელი სეგმენტური მასაჟი. დამატებითი ილეთები ზურგის მასაჟში. (შემაჯამებელი პრაქტიკული საქმიანობა)
10. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა. პრაქტიკული ნაწილი: ქვედა კიდურების მასაჟი..
11. კუნთების სისტემა. კუნთების დანიშნულება და ფუნქცია. მასაჟის გავლენა კუნთებზე. პრაქტიკული ნაწილი: თავის (თმიანი საფარის) მასაჟი.
12. სახსრები. მასაჟის გავლენა სახსარ-იოგოვან სისტემაზე. პრაქტიკული ნაწილი: სახის მასაჟი.
13. ნივთიერებათა ცვლა. მასაჟის გავლენა ნივთიერებათა ცვლაზე. პრაქტიკული ნაწილი: მუცლის და გულ-მკერდის მასაჟი. ქვედა სახსრების მასაჟი.
14. სამკურნალო მასაჟის ცნება. ჩვენების და უკუჩვენების ცნებები. გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებების ჩვენებები და უკუჩვენებები მასაჟთან მიმართებაში. პრაქტიკული ნაწილი: ზედა სახსრების (ხელების ) მასაჟი.
15. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრამვები და დაავადებები. ჩვენებები და უკუჩვენებები. ოპერაციის შემდგომი პერიოდები -ჩვენებები და უკუჩვენებები. პრაქტიკული ნაწილი: ფეხის მტევნების მასაჟი.
16. ჩვენებები და უკუჩვენებები სუნთქვითი ორგანოების, სასქესო ორგანოების და კანის დაავადებების დროს. სხეულის სამასაჟე არეს დათვალიერება. დიაგნოსტიკური პალპაცია. პრაქტიკული ნაწილი: მასაჟის ილეთების სრულყოფა: ხერხვა, ვიბრაცია, დარტმები (მსუბუქი და ინტენსიური).
17. სამკურნალო ფიტნესის ცნება. სამკურნალო ვარჯიშების სისტემა. იოგა. პილატესი. სპორტი. კინისოთერაპია. პრაქტიკული ნაწილი: სამკურნალო ვარჯიშების სისტემა ზურგისთვის: „X“. საერთო მასაჟი მოსწავლეს!
18. ხერხემლის დაავადებები. სქოლიოზი. სამკურნალო ვარჯიშების ხასიათი სქოლიოზის დროს. პრაქტიკული ნაწილი: სამკურნალო ვარჯიშები სქოლიოზის დროს. სამკურნალო მასაჟი სქოლიოზის დროს.
19. ოსტეოხონდროზი : კისრის, გულ-მკერდის, წელის. სამკურნალო ვარჯიშების ხასიათი ოსტეოხონდროზის დროს.პრაქტიკული ნაწილი: სამკურნალო ვარჯიშები გულ-მკერდის და წელის ოსტეოხონდროზის დროს. სამკურნალო მასაჟები ოსტეოხონდროზის დროს.
20. ინსულტის და ინფარქტის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი და მასაჟის როლი. პრაქტიკული ნაწილი: პაციენტის სასურველ პოზაში ჩაყენების ვარჯიში. მასაჟი რეაბილიტაციის პერიოდში.
21. აღმოსავლური მასაჟის ცნება. პრაქტიკული ნაწილი: ტაილანდური მასაჟი
22. ჩინური წერტილოვანი მასაჟი. შია-ცუ. პრაქტიკული ნაწილი: წერტილოვანი მასაჟი. პრეს-მასაჟი ყველა ძირითადი კომბინაციით.
23. გასახდომი მასაჟის ცნება. საპოხი საშუალებები გასახდომი მასაჟების დროს: ზეთები, სკრაბები, თაფლი, შოკოლადი. პრაქტიკული ნაწილი: თაფლის მასაჟი.
24. სარელაქსაციო მასაჟის ცნება და სახეობები. პრაქტიკული ნაწილი: შოკოლადის მასაჟი.
25. მასაჟორები. მასაჟის ატრიბუტიკა. ფიზიოთერაპიის ზოგადი დახასიათება და ცნებები. ფიზიოთერაპიული მკურნალობის მეთოდოლოგია. პრაქტიკული ნაწილი: სამკურნალო იოგა-პილატესის ძირითადი ვარჯიშების დაუფლება.
26. შვედური მასაჟის ცნება. მასაჟისტის „ოქროს წესები“.პრაქტიკული ნაწილი: შვედური მასაჟი.
27. ნევროზები, დეპრესიები. პრაქტიკული ნაწილი: ანტიდეპრესიული მასაჟები.არომათერაპია.
28. ვაკუუმ მასაჟის ცნება, დანიშნულება, ჩვენებები და უკუჩვენებები. პრაქტიკული ნაწილი: ვაკუუმ-მასაჟი დრეკადი და სხვა ქილებით.
29. პრაქტიკული ნაწილი: გასახდომი ვაკუუმ მასაჟი
30. სპორტული მასაჟის ცნება.პრაქტიკული ნაწილი: სპორტული მასაჟის თავისებურებები და მოძრაობები
31. ბავშვის მასაჟის ცნება.პრაქტიკული ნაწილი: ბავშვის მასაჟის თავისებურებები და მოძრაობები
32. ტრიგერული წერტილები ორგანიზმზე და მათი როლი სამკურნალო პროცედურების დროს. ტრიგერული წერტილების მასაჟი. პრაქტიკული ნაწილი: ტესტ-მასაჟები
33. ავტომასაჟი.პრაქტიკული ნაწილი: ტესტ-მასაჟები
34. ხერხემლის სეგმენტურ-რეფლექსური სტრუქტურა და მისი კავშირი ცალკეულ ორგანოებსა და დაავადებებთან.პრაქტიკული ნაწილი: ტესტ-მასაჟები
35. პრაქტიკული ნაწილი: ტესტ-მასაჟები
36. პრაქტიკული ნაწილი: ტესტ-მასაჟები. სერტიფიცირება.
მისამართი: მაზნიაშვილის 20, საბჭოს მოედანთან. ტელ: 2965210. 558-2127-55
* * *
კოსმეტოლოგიის სრული კურსი
______________________________
პროფესიულ გარემოში, უწყვეტი პრაქტიკის პირობებში შეისწავლით კოსმეტოლოგიის სრულ კურსს: კანის დიაგნოსტიკა, წმენდა, კოსმეტიკური პრეპარატების რეცეპტები და დამზადება (გელი, ნიღბები, დამატენიანებლები, კოლაგენები...), სახის მასაჟი, აპარატული კოსმეტოლოგია, ელექტრო და ბიოეპილაცია- და ეს ყველაფერი მხოლოდ 600 ლარად! თქვენთვის სასურველი გრაფიკით და ინდივიდუალური პროგრამით. უმოკლეს დროში თქვენ სეძლებთ დაიწყოთ საკუთარი ბიზნესი ან დააკმაყოფილოთ ნებისმიერი გემოვნების დამსაქმებლის მოთხოვნები. იხილეთ ვრცლად:
http://massagetbilissi.wordpress.com/2011/...83%94%E1%83%99/ (ტელეფონი: 296-52-10, 555-37-48-42)
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)