სასწავლო კურსები შეღავათიან ფასებში, კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოებისაგან :
ქართული ენა და ლიტერატურა:
მეცადინეობები - კვირაში 2-ჯერ
სწავლის ღირებულება - 50 ლარი (თვეში)
ლიტერატურული სახელოსნო:
მოსწავლეები სიღრმისეულად გაივლიან სასკოლო/საპროგრამო მასალას, სხვადასხვა მწერლის/პოეტის შემოქმედებას ზოგადად კულტურასთან, იდენტობასთან მიმართებაში. სწავლის მეთოდში გამოიყენება კომპიუტერული პროგრამები/სპეციალური თამაშები. მოეწყობა პრეზენტაციები, გასვლით გაკვეთილები, ექსკურსიები. დამატებით ჩატარდება "წიგნიერების" გაკვეთილები, სადაც ასაკის და ინტერესების მიხედვით ბავშვებს შეერჩევათ საკითხავი ლიტერატურა (ქართული და უცხოური). ყურადღება დაეთმობა წაკითხული ნაწარმოებების/წიგნების სიღრმისეულ ანალიზს, ლიტერატურული მიმდინარეობების განხილვას და ა.შ. მეცადინეობებში გამოიყენება თემატური მხატვრული და დოკუმენტური ფილმები. გარკვეული თემების ირგვლივ მოეწყობა შეხვედრები და ფორუმები.
____________________________________________
ინგლისური ენა / გერმანული ენა :
მეცადინეობები - კვირაში 3-ჯერ
სწავლის ღირებულება - 70 ლარი (თვეში)
მოსწავლეები ინგლისურ ენას, ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით, ისწავლიან ფილმებისა (საგანმანათლებლო, დოკუმენტური, ანიმაციური) და კომპიუტერული თამაშების საშუალებით. ყურადღება დაეთმობა ინგლისური ენის გრამატიკის შესწავლას, ისე რომ პრაქტიკაში მარტივად გამოიყენონ. ენის შესწავლის პარალელურად, მოსწავლეები გაეცნობიან ინგლისურ კულტურას/ისტორიას, ტრადიციებს და ზოგადად მათი ცხოვრების სტილს. გაიმუჯობესებენ ინგლისურად წერით, კითხვით და სასაუბრო უნარებს.
___________________________________________________
რუსული ენა:
მეცადინეობები - კვირაში 2-ჯერ
სწავლის ღირებულება - 60 ლარი (თვეში)
მოსწავლეები რუსულ ენას, ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით, ისწავლიან ფილმებისა (საგანმანათლებლო, დოკუმენტური, ანიმაციური) და კომპიუტერული თამაშების საშუალებით. ყურადღება დაეთმობა რუსული ენის გრამატიკის შესწავლას, ისე რომ პრაქტიკაში მარტივად გამოიყენონ. მოსწავლეები ივარჯიშებენ რუსულად წერის ტექნიკაში, გაეცნობიან რუსულ მწერლობას, დაამუშავებენ რუსულ ნაწარმოებებს, გააკეთებენ სხვადასხვა თემებზე პრეზენტაციებს - გაიუმჯობესებენ და შეეჩვევიან რუსულ მეტყველებას, დაძლევენ რუსულად საუბრის ბარიერს/კომპლექსებს.
___________________________________
საქართველოს ისტორია:
მეცადინეობები - კვირაში 2-ჯერ
სწავლის ღირებულება - 50 ლარი (თვეში)
სწავლების მეთოდი იქნება უახლესი, თითოეული ისტორიული ფაქტის სიღრმისეული ანალიზით და თანამედროვეობასთან პარალელით. მოეწყობა გასვლითი გაკვეთილები, ექსკურსიები. საქართველოს ისტორიის კურსი ორიენტირებული იქნება სასკოლო პროგრამასთან, თუმცა ამით არ შემოიფარგლება და უფრო მრავალფეროვან ჭრილში დაანახებს მოსწავლეებს საქართველოს ისტორიას. სწავლის მეთოდებში გამოყენებული იქნება დოკუმენტური ფილმები. მოსწავლეები, ასევე, გაეცნობიან მსოფლიო ისტორიას - საქართველოსთან კავშირსა და მიმართებაში. ინტეგრირებული გავეთილები ჩაუტარდებათ ქართულ ლიტერატურასთან მიმართებით.
______________________________________________
კომპიუტერული/ საოფისე პროგრამები - Windows, Word, Excel, PowePoint, Internet, e-mail:
მეცადინეობები - კვირაში 3-ჯერ
სწავლის ღირებულება - 50 ლარი (თვეში)
მოსწავლეები საოფისე პროგრამებს შეისწავლიან არატრადიციული მიდგომებით, აღნიშნული კურსი ემყარა "სწავლა კეთებით" მოდელს. კურსის განმავლობაში მოსწავლეები ვიდეობის/ფილმების სახით გაეცნობიან ტექნიკური სამყაროს მნიშვნელოვან მიღწევებს. ყველა ასაკზე გაიცემა სერტიფიკატები.
_______________________________________________
მანქანის მართვის სწავლის თეორიული კურსი:
მეცადინეობები - კვირაში 3-ჯერ
სწავლის ღირებულება - 50 ლარი (თვეში)
მსმენელები შეისწავლიან ავტომანქანის მართვის სწავლის სრულ თეორიულ კურსს.
__________________________________________________
გამოყენებითი ხელოვნება:
მეცადინეობები - კვირაში 2-ჯერ
სწავლის ღირებულება - 30 ლარი (თვეში)
მოსწავლეები ისწავლიან ქსოვას(ჩხირები და ყაისნაღი), ქარგვას, ყოველდღიური ნივთების, მოდური აქსესუარების, სასაჩუქრე ნივთების, ხელნაკეთი სამკაულების, ხელნაკეთი ბარათების დამზადებას ვიდეო გაკვეთილების და პედაგოგის დახმარებით. შეიქმნება გვერდი, სადაც მათი ნამუშევრები აიტვირთება, მოეწყობა გამოფენა - გაყიდვები.
_____________________________________________________
კინო ხელოვნება/კინო ისტორია კულტურასთან, Art - მიმდინარეობებთან მიმართებით (კინო სახელოსნო):
მეცადინეობები - კვირაში 2-ჯერ
სწავლის ღირებულება - 30 ლარი (თვეში)
მოსწავლეები ასაკის და ინტერესების მიხედვით, ნახავენ/ გაეცნობიან:
** მსოფლიო კინოს კლასიკას
** ქართულ (ძველი, ახალი, თანამედროვე) კინოს
** იაპონურ ანიმეს (იაპონური ანიმაციური ფილმები)
** მსოფლიოს კინომატოგრაფიის ახალ შედევრებს და სხვ.
პარალელურად, მეცადინეობებზე, განიხილავენ კონკრეტულ ფილმებს, კინო მიმდინარეობებს, კინო ისტორიას. მოამზადებენ პრეზენტაციებს, მოისმენენ/გაეცნობიან ცნობილი კინომცოდნეების, კინო ანალიზს და სხვ.
ნებისმიერი კითხვით მომმართეთ. იქნება მშვენიერი გარემო...