სასერთიფ. კურსი Photoshop CS6 მულტიმედია ტექნოლოგი შეისწავლეთ ფოტოშოპი უმაღლეს დონეზე და მიღეთ სახელმწიფოს აღიარებული დიპლომი, პირველად საქართველოში!
პირველად საქართველოში, საერთაშორისო ავტორიზებული Adobe ტრენინგ ცენტრი გთავაზობთ Photoshop CS6-ისა და Adobe სერთიფიცირებული ექსპერტის მოსამზადებელ კურსებს. გაიცემა შესაბამისობის დამადასტურებელი Adobe Photoshop CS6-ის საერთაშორისო სერთიფიკატი.
მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გააგზავნეთ შემდეგ მისამართზე: office@icc.edu.ge 2013 წლის 30 აპრილამდე.
მის.: ქსნის ქ. 35, თბილისი, 0141
ტელ : (+995) 32 2 553333
ელ. ფოსტა: office@icc.edu.ge
ვებ-გვერდი:
http://icc.edu.ge/ka/siaxlebi/adobe-aatc/დამატებითი ინფორმაცია:
Adobe-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში გთავაზობთ Adobe Photoshop CS6-ის საერთაშორისო ავტორიზებულ კურსს. აღნიშნული პროგრამა ორიენტირებულია სხვადასხვა პროფესიის მსურველებისთვის, მათ შორის კერძო და საჯარო დაწესებულებათა პერსონალის გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. გაიცემა შესაბამისობის დამადასტურებელი საერთაშორისო Adobe სერთიფიკატი.
სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შედეგად მსმენელი დაეუფლება რასტრული, (Adobe Photoshop CS6) გრაფიკული პროგრამის მუშაობის პრინციპებს: ობიექტების შექმნა და დამუშავება, ტექსტთან მუშაობა და მისი სტილიზაციის მეთოდები:
** გამოსახულების დამუშავების პრინციპებს: აღდგენა, კორექცია, დეფექტები და ცდომილებების მოშორება, კონტრასტების და ტონირების რედაქტირება;
** გრაფიკული რედაქტორის ძირითად ელემენტებს: შრეები, არხები, ნიღბები და ფილტრების დანიშნულება და მათი მუშაობის პრინციპები. Photoshop-ში 3D ობიექტების ტექსტურირება, განათება-რენდერი, ინტერიერი, ექსტერიერი და ვიდეო ანიმაცია.
ავტორიზებული ტრენინგ ცენტრის უპირატესობები:
** თქვენ გაეცნობით ბოლო ინოვაციებს ამ დარგში, მიიღებთ ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს.
** ცენტრში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, სადაც თქვენ შეგიძლიათ ლექციების გარდა დამატებით იმეცადინოთ და უყუროთ ვიდეო გაკვეთილებს, რომელიც არის სერთიფიცირებული ექსპერტის მიერ ახსნილი (თავის სამუშაო მასალით).
** ცენტრი მოგამზადებთ Adobe-ის საერთაშორისო სერთიფიცირებაზე (გამოცდები მიმდინარეობს მხოლოდ ინგლისურად). გადმოგეცემათ სერთიფიკატი Adobe Certified Expert (ACE), რომელსაც მსოფლიო აღიარებს.
სერთიფიცირებით მიღებული სარგებელი:
** იყავით უფრო წარმატებული თქვენ კარიერაში. Adobe-ისგან მიღებული ექსპერტული უნარ-ჩვევები დაგეხმარებათ გამოავლინოთ თქვენი პროფესიული შესაძლებლობები მაღალ დონეზე, რათა გადალახოთ რთული პროფესიული გამოწვევები.
** გახდე Adobe-ის სერთიფიცირებული ექსპერტი გაძლევთ საშუალებას, უზრუნველყოთ Adobe-ის წამყვანი პროდუქტების მიწოდება მომხმარებელთათვის, დასაქმებულებისა და თანამშრომლებისათვის. Adobe-ის სერთიფიცირება თქვენ გამოგარჩევთ თქვენი კონკურენტებისაგან და შესძენს დამატებით მომხიბვლელობას თქვენს რეზიუმეს.
** გახდებით რა სერთიფიცირებული ექსპერტი, თქვენ უერთდებით Adobe-ის თანამეგობრობას, სადაც შესაძლებლობა გეძლევათ, შექმნათ პირადი ელექტრონული საიდენტიფიკაციო გვერდი და გაერთიანდეთ სხვა Adobe-ის სერთიფიცირებულ ექსპერტთა კავშირში.
1. Adobe Photoshop CS6 ორთვიანი კურსი:
ორი თვე, კვირაში ორჯერ, დღეში 4 საათი
კურსის საფასური (ერთი თვე) - 175 ლარი.
2. Adobe Photoshop CS6-ის სერთიფიცირებული ექსპერტის მოსამზადებელი ორთვიანი კურსი:
ერთი თვე, კვირაში ორჯერ, დღეში 4 საათი
კურსის საფასური (ერთი თვე) - 200 ლარი.
კურსს უძღვება Adobe Photoshop CS6-ის სერთიფიცირებული ექსპერტი.
მიმაგრებული სურათი