მოგესალმებით ყველას, გილოცავთ ვინც ჩაირიცხეთ და წარმეტებები ვინც ჩასარიცხები ხართ

.
როგორც ხედავთ ვარ ახალი მომხმარებელი ზოგადად თბილისის ფორუმზე და მიზეზი ჩემი აქ გამოჩენისა არის ზუსტად თავისუფალი უნივერსიტეტით დაინტერესება (იესემით კერძოდ

).
დიდი ხანია ვათვალიერებ ფრი-უნის თემებს და იმედი მაქ ჩემს კითხვებზე პასუხიც მოიძებნება, რათქმაუნდა თქვენი დახმარებით ^^
ძირითადად მაინტერესებდა იესემში ჩარიცხულთა ქულები/საშუალოდ საკონკურსო ქულა და ვინმე თუ ერკვევით კარგად მაინტერესებს ჩავირიცხები თუ არა გრანტით ამ ქულებით:
ქართული: ძირითადად ესეში ვიღებ 17-20ს, თემის კითხვებში მაქსიმუმ 2 თუ შემეშლება, თვითონ თემაში დაახლოებით 18-25 მდე ვმერყეობ(როგორ ხასიათზე იქნება გამსწორებელი გააჩნია

) და გრამატიკაშიც 18 შეცდომიდან 17ს მაინც ვიპოვი. ესეც შენი 65 ქულამდე ან მეტი.
უნარები: ძირითადად ვიღებ 64-70 ქულას. შეიძლება მეტიც ავიღო თუ არ ვინერვიულე

ინგლისური: რამე უაზრობა თუ არ შემეშალა დაძაბულობის და ნერვიულობის ნიადაგზე 100დან 100 გამოვიტან.
მათემატიკა: აქ ძირითადად დამოკიდებული ვარ ბოლო 3 4ქულიან ამოცანაზე, მათ ტიპზე და მიმართულებაზე

48 ზე ნაკლების იმედი არ მაქ და თუ ნორმალური ტესტი შემხვდა და კარგად გამოვიყენე მოტოვებული დრო შეიძლება 53 მდეც ავწიო.
მოკლედ მაინტერესებს თუ მაქ შანსი ამ ქულებით ჩარიცხვისა და თუ ვინმეს გაქვთ საშუალება სურათი დადეთ ან ლინკი იესემში ჩარიცხულთა სიისა(ქულებით).
წინასწარ მადლობა ^^