ჯერ არასდროს არ შობილა რექტორი ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი დიქტატურის ქნარი
ქროლვით იწვევს აიპ სახსრებს და ჯიბეში აქსოვს…
ასე ჩუმი, ასე ნაზი რექტორი მე არ მახსოვს!
გიგი თითქოს ზამბახია მიშას მკრთალი მძივით,
ნაცმოს შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით,
მოჩანს მარგველა და ბიძინა თეთრად მოელვარე…
ოჰ! არასდროს არ ყოფილა რეფორმა ასე მწარე!