აბა ჩემი თემაც შეაფასეთ...
არსებობს მრავალი მოსაზრება, ცნობილი სახეების გამოყვანა რეკლამაში ეფექტურია თუ არა. ზოგი ფიქრობს, რომ რეკლამაში მათი გამოყვანით მომხმარებელს პროდუქტზე უფრო მეტი ინტერესი უჩნდება, მაგრამ საზოგადოების მეორე ნაწილი ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება. ჩემი აზრით, რეკლამაში ცნობილი ადამიანების გამოყვანა ბევრად ეფექტური და მომგებიანია.
უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ რეკლამა ფსიქოლოგიურად მოქმედებს ადამიანზე და მას სურვისლ უღძრავს მასში წარმოდგენილი პროდუქტის ყიდვაზე. ამიტომ, ყველა ბიზნესმწარმოებლი ზრუნავს სარეკლამო კლიპი რაც შეიძლება მეტად შემოქმედებითი იყოს. ცნობილი ადამიანების გამოყვანით, რეკლამა უფრო მეტად საინტერესო და კრეატიული ხდება. თითქოს მოქმედ პირებს ვემსგავსებით და რეალურად ჩვენ ასე ვიქცევით. გარდა ამისა, ცნობილი სახე პროდუქტს პრესტიჟს სძებს და მომხმარებელსაც ქვეცნობიერად პროდუქტის ხარისხის სჯერა.
მეორე მხრივ, შეიძლება სარეკლამო კლიპში მონაწილეობას იღებდეს ჩვენი საყვარელი მსახიობი, მომღერალი ან სხვა სფეროს წარმომადგენელი. მისი ხათრით, სარეკლამო კლიპი მაყურებელმა ბოლომდე უყუროს, მიუხედავად იმისა, რომ სარეკლამო პაუზა არც თუ ისე სასიამოვნოა. მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო, კომპანია, ,,პეპსის'' სარეკლამო კლიპები. ეს კომპანია რეკლამებით სააერთაშორისო ასპარეზზე გამოირჩევა, ხოლო ბოლო სარეკლამო კლიპმა კი მოლოდინს გადააჭარბა. ამ კლიპში მონაწილეობენ ცნობილი მომღერლები: ბრიტნი სპირსი, პინკი, ენრიკე იგლასიასი და ბიონსე. მართალი, რომ გითხრათ, ამ სასმელს არ იღებდი ადრე, მაგრამ კლიპში მოქმედმა პირებმა მიბიძგეს ამ პრდუქტის ყიდვაზე. კომპანია, ,,პეპსის'' გარდა, სარეკლამო კლიპებში ცნობილი ადამიანების გამოყვანით ასევე გამოირჩევა კოსმეტიკისა და ჰიგიენის საშუალებების სადისტრიბუციო ფირმა, ,,ორიფლეიმი''. ყველასთვის საყვარელი მსახიობი მონიკა ბელუჩია ერთ-ერთ რეკლამაში გადაღებული, კვლევებმა აჩვენა, რომ ამ სარეკლამო კლიპის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა კომპანიის მოგება. მე არ ვამბობ, რომ ადრე გადაღებული კლიპები ეფექტური არ იყო, მაგრამ ჩემ მიერ ნახსენებმა კლიპმა ძალიან დიდი წარმატება მოუტანა კომპანიას.
და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოსაზრების საწინააღმდეგოდ მრავალი არგუმენტი არსებობს, მაინც ვფიქრობ, რომ ცნობილი სახეების გამოყვანა სარეკლამო კლიპებში ბევრად ეფექტურია. შეიძლება ეს პიროვნება მომავალში იქცეს კომპანიის სახედ და კომაპნიას საერთაშორისო ბაზარზე კიდევ დიდი წარმატება მოუტანოს.
This post has been edited by gigajoj on 8 Jul 2013, 15:50