ჰო, იმედია, რავიცი )))))
მართლა, ეს ჩემი ლექსია, ცოტა განვიტვირთოთ

))
მკვეთი
მეწამულ ბაღებს, გაშლილს ველებად,
გავსცქერ შორს ჭვრეტით, დარის ლოდინით,
შხეფით გაპოხილ ტალღის მნახველმა,
ალაგს მიმჯაჭვა, ფიქრთა ბოგინით.
ზღვა ანანავებს ძველისძველ აკვანს,
ღიად შეფერილს, ავთვალის რეტით,
ჩემსკენ უპირებს მას გამორიყვას
და მეც ერთ ალაგს ვეჯაჭვე ბნედით,
რომელიც უკვე კარგა ხანია,
მეგზურად დამყავს, ვით ძმაზე მეტი...
შემოახეთქა, მიწას უბიძგა, ხარბად ეწაფა,
ნესტიან ხმელეთს დააბრძანა, ფრიად ეცადა
მწველი სხივებით დაისის ფონზე რომ დაესერა,
დედის აკვანი, ჩუმად მავალი, ფერხთ დამესვენა...
ჭაღარა ძვლების ძველსავე ძალას
მყის შეეპარა შფოთი და ვიში,
ელფთა ნარწევი აკვანის ხალასს
ჩვილი ჩაჰკროდა, მტირალა პირით.
ოქროსქოჩრიან პირმშოს სახებამ
გარდასულ ჟამთა დღენი მომგვარა,
მაშინ მეფენი დრაკონებს ჟლეტდნენ,
დედოფლები კი ქსოვდნენ იარას.
როცა ელფები სახლობდნენ მეტად,
როცა ორკებიც არ იყვნენ კარად,
როცა მოკვდავებს ფარ-ხმალი ერგოთ,
როცა ჰობიტებს ელხინათ მარად.
დაკოჟრილ მტევნებს ვაშველე ჩვილი,
გროშად ებადა მთელი ქონება,
მაყვლის თვალებით შემყურებს იგი
და მყისიერად მიხსნის გონებას:
მოკვდავთ ქალაქში ჩემ თავს თვალი ვკარ,
როგორ ვაბოტებ ცოდვის ფერხულში,
აქ სიყმაწვილის წლებში დავდივარ
და სურათს ვხედავ, ეგზომ წარსულში:
ცა იფერფლება, ჩამოიღვენთა, ყველგან მოისმის ხმა მაბეზღარი,
ჩრდილიც გაირინდა, სული გაეყინა, მწირი საძვალეს გადამავალი,
ვტოვებდი სხვა სუნს, სხვა ნაბიჯს, სხვა კვალს, რადგან
მაკრთობდა ბედის ბორბალი, რომ გადიოდა უდროოდ გაღმა;
ათასი ენა და მეტი ფიქრი, ზმანება კიდევ ათი ათასი,
უზღვავი ხმები, უშრეტი წამი, მყის მიიბარებს მოკვდავებს მალვით,
რომ ცხარე ცრემლი ოქროდ ფასობდეს ... ვარდად ყვაოდეს ...
გაიღრჭიალა საფლავის ლოდმა, კვნესა გაისმა გულის სიღრმიდან,
იფეთქა სიტყვამ და გონის ენამ : - ვაჰმე, რას სჩადი, საით მიდიხარ?!
ვერას მოჰკითხავ ამ წუთისოფელს, არას გარგია გზაგასაყარი,
მრუმეს დაცემულ მქრქალი სხივივით ნუ განირჩევი, ნუ გაირჯები.
მყრალია ხორცი აქაც და იქაც, სული - მარილი გემოვნებითა,
და ხასიათი, როგორც ფარვანა, ჭრელა - ჭრულია ყველა ფერითა.
ხმა გაეყარა, ფიქრს მიეძინა, სამერემ პირი ხელახლა უყო,
მწირმაც ნაბიჯი გულ - მკერდს აძგერა და ბედის ხაზი წინვე გაიგდო.
უცხო ნაპირის უცნობ ნაკვალევს გავსდევდი უკან, ჩრდილიც თან მახლდა,
როცა პირსახეს მზე მინათებდა და გზას უხშობდა მრუმე ავაზაკთ,
ღამის ქულებში თავშეფარბულთ, ოდეს მათ რიგებს მწირიც ავსებდა,
რომ არა სათნო თვალების მახე, პირშებურული პარვით ივლიდა
და ამყრალებულ ხორცს და ნაკვალევს ვერ განკურნავდა, ვეღარც მალვითა ...
ცის გადაღეღილ გულს და კაბადონს, ფრიად სამადლოს,
შემოესალტა მწუხრისფერი ცეცლის ენები, როგორც ვენები,
ფრთები გაშალა ღამის ჩრდილმა და იმავ საღამოს
მორიგ გზასაყარს მივეც აზრები, ფიქრი, ხელები…
და რაღაც მოხდა: ყველაზე უცხო და საფიქრელი,
გამორჩეული, დღემდე უცნობი და საღერღელი
აშლილ მორევში რომ წაემძღვარა მომჩვარულ სხეულს,
კვდომამდე გარინდულ ალაგს მიჯაჭვულ ეულს.
როს შემნათოდა უმანკოება დიდრონ თვალებით,
ცრემლაღერღილი, დაუცველი, ზორბა ხალებით,
მაყვლის სურნელით გაჟღენთილი გლეხურ სამოსში
ბავშვი დამიხვდა თვით სახიერი წუთისოფელში.
მისი თვალები ათასი ბრძენის ბრძენსავე სიტყვას
უკუ აგდებდა, მსწრაფლ დაჩრდილავდა, სტკიცავდა სილას.
მერე ბინდბუნდის მწველმა ენებმა ზარებს ჩამოჰკრეს,
რისხვა აგემეს შემოძარცვულთა ზურგის შემაქცევთ:
- ვაჰმე, რას სჩდი ჩემო ტანჯულო სულის სხეულო?
გუშინ მოხველ და განთიადისას უკან წამსვლელო?
პირღიას გტოვებს ბედის ბორბალი, როგორც უბედოს,
ვისამე ტანჯვა ხმას ჩაგიწყვეტს, როგორც უენოს.
ერი თუ ბერი, სახლი თუ კარი, კაცი თუ ქალი,
ცოდვის სამოსში შებურულან, დადიან მალვით
და გასცქერიან მწირის ნაკვალევს, მიმავალს კრძალვით
და გულს იკლავენ, ფიქრს დახუთვენ, სუნთქავენ პარვით ...
მსწრაფლ გამოვერკვე, ფიქრი დავტოვე, გზას გავაბიჯე,
ცოდვათა ურდო უკან დავტოვე, აწმყოს ვუბიძგე
და შორეთს თვალი თვალში ვუძგერე, მზერა უბისა
ხედავდა დიდ წყალს, ამოვსებულს, ზორბა გუბისა ...
და მეუცხოვა ჰაერის სუნი ათასი ნამით,
ქარს რომ მოჰქონდა უცოდველად, დღისით თუ ღამით,
დაღრულ ტერფზე ტალღის შეხება - ამბორი კრძალვით,
აკვანს არწევდა, პერგამენტებით შემკობილს ქარვით;
ცის დასალიერს არავინ ჩანდა, იყო უკუნი,
მერე ვითომ ხმა, წვეთი სისხლი და იყო გუგუნი,
პირდაპირ გულის გამოძახილი და მზერა წერილს
ხარბად გადასწვდა, წაიკითხა ნაწერი ხელის:
„ ყველაზე ნაკლებად ძალმიძს იმის გამხნევება, ვისთანაც ამ სარკოფაგმა მისცურა!“
დაბოლოს, ქვემოთ იკითხებოდა აუარება გადანაწერი:
„ ’’ნუ მომიგონებთ, როგრც მხდალს, გამიხსენეთ უმიწაწყლო გმირივით...’’,
’’სული გამცემი- ვაგლახ!..““;
კიდევ მრავალი...!
ხმა ამითრთოლდა, შიშმა შემიპყრო, ნაწერი იყო მრავალზე ბევრი,
ყველა ცოდვილის და მყრალი სულის აქ ჩასხმულიყო მელანის ტევრი.
მერე მეღვიძა, გულაღმა ვეგდე, პირით მიწისკენ, ვითარცა კევრი
და მზერა მიდგას იმ ჰობიტივით, კერად რომ გადგა თავღია ქვევრი.
ახლაღა ვნახე აკვანის კიჩოს,
როს მოსდებოდა ქაღალდი სველი,
როგორც იმ მართალ სიზმარში იყო,
იკითხებოდა ამბავი ძველი:
- ელფთა მშვენებას, დარად მთვარისას,
გულში ებეჭდა გრძნობა ქარვისა,
მოკვდავთ უფლისწულს გაეპო კარი,
ერთურთს ჰყვარობდნენ, მზეობდა დარი.
მაგრამ არასდროს სძინავს სიბილწეს,
ბოროტ ენებს და გესლიან ფიქრებს,
არა დასცალდა ტკბობას სიფხიზლე,
დარი მთვარისა ათხოვეს მლიქვნელს.
ეს იყო ჟამი ელფთა სიავის,
მოკვდავთა მხარეს რომ იყვნენ მრუდად
და უფლისწულიც დარჩა გოდებით,
გული იცრუა ელფებზე მუდამ...
ბნელი ეპოქის ბნელ კუნჭულებში
ეღვიძა მტარვალს და ბრმა არსებას,
კაცთა გულებზე დღემუდამ მწყურვალს,
ბებერ გველეშაპს, ცოდვებით მხურვალს.
მოკვდავთ უფლისწულს, შეხეტილს ტყეში,
გზა გაემრუდა ბნელ სარკოფაგთან,
სადაც გაედგა კერია კლდეში,
მტარვალ გველეშაპს, მიჯაჭვულს კართნ.
- გულის გატეხვას ვეღარ უწამლი,
ესაა ხვედრი, სვე-ბედი შენი,
ოღონდ იცოდე, არის ერთი გზა,
რომ დააბრუნო წარსულის დღენი.
აისის სხივებს, დაისს მისვლამდე,
თან გამოჰყვება სადარი მთვარის,
მოინდომე და მიეალერსე,
წადილს აიხდენ, გულს იყრი ჯავრის,
იყრი იმ გულზე, რომელსაც დათმობ,
მიბოძებ მუდამ, დარჩების ჩემთან,
შენ კი იმავ წუთს გასწევ ველზე და
სატრფო დაგხვდების, იქნებით ერთად...
მჩქეფარე სისხლმა მკერდი გაკვეთა,
ღარად დაეშვა, დანამა მიწა,
მთრთოლვარე გული ბრმას გაუწოდა,
სიყვარულისთვი ლოდინს მიეცა...
მყინვარედ გასცრა გესლის ხარხარმა,
ნესტიანი ცა, სურნელით სისხლის,
უთვალავ რიგებს კიდევ ემატა,
მოკვდავთ ჭაბუკი, იმედის მისხლით.
- გასწი და უკან აღარ ქნა მზერა,
ველად ტაიჭით სადარი გელის,
დაისის სხივებს უკან გაჰყვება,
თუმც მთელი დღე გაქვს ტკბობის საბაბი...
თავი აღვმართე, კვლავ მიწას ვეგდე,
უფრო მშფოთვარე, ვიდრე აქამდის,
უკიდეგანო ზღვა გამქრალიყო,
შუა ველზე ვიდექ, ცხენის სადავით.
შორით მესმოდა ფლოქვების ხმები,
ირგვლივ სურნელთა ტალღები კთოდა,
თან ახლდა მთვარის სადარის სუნი,
მე კი უგულო სხეული მქონდა.
აისი ძალას იკრებდა ზემოთ,
პირველი სხივი ჩემთვის მოქროდა,
მაიმედებდა ხვალინდელი დღით
და სიყვარულის საზრდო მოჰქონდა...