გრამატიკული შეცდომებს იმდენ ყურადღებას აქცევს, რომ გრამატიკულად სწორად დაწერა

მე ისეთი ტიპის ტესტი მაქვს არჩეული(E), სადაც მათემატიკას და ლოგიკას უფრო დიდი წილი აქვს. ამიტომ, ტექსტის გააზრებას გადავურბინე. მაგაში მეტი რაც არ უნდა ვივარჯიშო, უკეთეს შედეგს ვერ დავდებ. ტექსტზე და კითხვებზეა დამოკიდებული. საშუალოდ 8 კითხვაში 1-2 შეცდომას ვუშვებ. იშვიათად 0-ს.
ლოგიკა დავიწყე ეხლა. ჩემი გრაფიკით, ამ კვირის ბოლოს მოვრჩები. აიმც-ს მივყვები. 250 ამოცანაა. დღეში საშუალოდ 50 ამოცანა, მშვენიერი ტემპია.
იქითა კვირა, მათემატიკისაა. ფორმულები მახსოვს, გავარჯიშება მინდა.
შემდეგი კვირა წერაში წავივარჯიშებ, თემის შაბლონებს დავამუღამებ, რასაც ყველა საკითხს მოვარგებ, საკითხის სპეციფიკიც მიუხედავად. წერა მიჭირს ისტორიულად, უფრო სწორად წერაზე უფრო, მოკლე დროში წერა: ზანტი ვარ, სტრუქტურის მოფიქრებას დიდ დროს ვანდომებ. ასეთ დროსაა მისწრება, შაბლონები.
ივნისის ბოლო კვირას დავუთმობ წინა წლის ტესტების გაკეთებას საგამოცდო რეჯიმში, დროის დაცვით, სიყვარულებით და ჩაქსოვებებით.
ივლისში დავისვენებ, ან შეიძლება 1 ტესტი გავაკეთო მოსათელად. მძიმე ვარჯიშები არ მიყვარს გამოცდის წინ.
ამ ეტაპზე, პროგრამა მინიმუმი მაქვს 70%. მაქსიმუმი - 80%. ძაან უნდა გამიმართლოს, რომ 80%+ მივიღო.
იმედი მაქვს საშუალოდ 75%-ით სადაც მინდა იქ ჩავირიცხები, აი გრანტზე რა მოგახსენოთ.
პ.ს. ხო, ილიაუნის ტრენინგებზეც შევივლი, თუ მოვასწარი.
წარმატებები ყველას. გულწრფელად გამიხარდება ყველა ფორუმელის წარმატება. თეორიულად კონკურენტები კი ვართ, მარა 20-იოდე აქ მპოსტავის(მაგდენი სად ვართ, მაქსიმუმი ავიღე) შედეგმა თუ ჩემი ბედი გადაწყვიტა, მაშინ არ ვყოფილვარ მაგისტრატურაში სწავლის ღირსი

პ.პ.ს. ზოგადად უნარებში ისტორიულად სუსტი ვარ. რატომ, არ ვიცი. ალბათ მართლა არ მაქვს უნარები.
ეროვნულებზე ყველაზე დაბალი უნარებში მივიღე, თანაც 2ჯერ

საბედნიეროდ ორივეჯერ მეყო, რომ 100%-იანი გრანტი ამეღო (2ჯერ როგორ აიღე, გვატყუებ რაღაცასო იფიქრებთ, არ გატყუებთ პროფესიულზე ჩავირიცხე მეორედ

).
ეს კი სხვა უნარებია, მარა მაინც არ მაქვს იმედი. არამგონია, ჭკუა მომმატებოდა, არც უნარები დამეხვეწებოდა სიბერეში. ერთადერთია, ძალიან თუ გამიმართლებს, რისიც ნაკლებად მჯერა.
კიდევ ერთხელ, Good Luck