მე არ გედავები იმაში,რომ სტუდენტს უნდა შეეძლოს თავის პროფესიული მასალებიდან რაღაცის დამოუკიდებლად ათვისება,თუმცა ესეც მხოლოდ გარკვეულ ეტაპზე - როცა ბაზისი უკვე ექნება და ეს ბაზისი სწორედ სალექციო/სასემინარო კურსიდან მოდის

ნუ იფიქრებ,რომ პიროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ვწერ

51 ქულაზე არასოდეს მიმუშავია და მითუმეტეს ახლა.
უბრალოდ როცა ხსნი თემას და აპროტესტებ,სტუდენტთა მოთხოვნას (რაც ჩემთვისაც მიუღებელია,რადგან ბარიერი უნდა არსებობდეს), რატომ იმის მიმართ არ გიჩნდება პრეტენზია,რომ სწავლების ხარისხიც უნდა იყოს შეაბამისი?
რატომ თვლი,რომ სტუდენტმა დამოუკიდებელი მუშაობის შედეგად უნდა მიიღოს "გამსვლელი" ქულა? (მიუხედავად მისი შესაძლებლობებისა).
რატომ არაფერს ამბობ სწავლების ხარისხზე?
შენი პოსტი იკითხება,როგორც სწავლების დაბალი ხარისხი კი არის,მაგრამ თქვენ თუ სტუდენტები ხართ,იმის უნარი უნდა შეგწევდეთ,რომ თავად დაამუშავოთ გარკვეული საკითხებიო

და რატომ?
და სხვას არსდროს არ შეაწუხებს ის, რასაც შენი წუხილი ჰქვია-ო თქვა ჭილაძემ და დავეთანხმე მე...