დანარჩენი 30%–ისთვის არსებობს სტიპენდია.
თუ მოინდომებ და კარგად ისწავლი.
იცი, რა არის?
ამ თემაში რატომღაც იუზერების 90%–ს უყვარს გულისამაჩუყებელი პოსტების წერა,
რომ აი რა ქნას ახალგაზრდამ, რომელიც არის მონდომებული, უნდა, რომ ისწავლოს, მაგრამ არ აქვს ამის საშუალება და ა.შ.
ეს სენტიმენტები ძალიან კარგია, მაგრამ
ჯერ ერთი, ყველაფერი უფასო ვერ იქნება ქვეყანაში და ამ აზრს უნდა შევეგუოთ.
როგორღაც.
მეორეც, თუ ნამდვილად მონდომებული ხარ და ძალიან გინდა სწავლა, გონებრივი შესაძლებლობებიც გიწყობს ხელს, მე მჯერა, რომ არც ისე რთულია დაფინანსების მოპოვება.
რაც შეეხება დაასქმების პრობლემას, იგივე შემიძლია, გითხრა.
პრობლემა აქ ის არის, რომ ვისაც დიპლომი აქვს, თავი ყველას გენიოსი გონია და აქვს ამბიცია, რომ კაბინეტში უნდა იჯდეს, ქაუნთერს თამაშობდეს და მისი ხელქვეითები აკეთებდნენ საქმეს.
მეტისსმეტად ბევრ ადამიანს ეძლევა შანსი, მიიღოს უმაღლესი განათლება.
არსებობს პროფესიული სასწაავლებლებიც.
არსებობს უამრავი ხელობა, რომლითაც საკმაოდ კარგი შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი,
თუმცა არა!
ცისფერი სისხლი გვიდუღს.
ჩაქუჩს ვერ დავიკავებთ ხელში.
ხო და თუ ვერ დავიკავებთ, მაშინ კეთილი ვინებოთ, ტვინი გავანძრიოთ და მოვიპოვოთ გრანტი.
თუ ვერ მოვიპოვებთ, მაშინ ვეცადოთ, ავიღოთ სტიპენდია.
ვეცადოთ, ვიმუშაოთ და რამენაირად შევაგროვოთ სწავლის გადასახადი.
სულ სხვას შევყურებთ ხელებში
არ გამოვა ეგრე