ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს სრულდე
2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია ამ დროისთვის უკვე
20 ათასამდე აბიტურიენტმა გაიარა .
როგორც "ინტერპრესნიუსს" გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დღეს დასრულდება.
ცენტრის ცნობით, აბიტურიენტები, რომლებიც აღნიშნულ ვადაში არ დარეგისტრირდებიან, ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. დღეს ასევე სრულდება რეგისტრაცია სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის.
2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის პროცესი 5 აპრილს დაიწყო.
ცოტა არაა ძაან, შარშან ბევრად მეტი იყო მგონი