1. განისაზღვროს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013-2014 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები სწავლების ყველა საფეხურზე შემდეგი სახით:
ა) პირველკურსელთა რეგისტრაცია:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება - 2 - 9 სექტემბერი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 11 -16 სექტემბერი.
ბ) ბაკალავრიატი/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
შემოდგომის სემესტრი
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 12 აგვისტო - 7 სექტემბერი;
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია – 11 – 16 სექტემბერი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები – 16 სექტემბერი - 28 დეკემბერი;
ბ.დ) არდადეგები - 30 დეკემბერი - 7 იანვარი; 15 თებერვალი - 1 მარტი;
ბ.ე) საგამოცდო პერიოდი - 8 იანვარი - 1 თებერვალი (ძირითადი გამოცდები), 7 – 14 თებერვალი (დამატებითი გამოცდები).
გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 3 - 24 თებერვალი;
გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 26 თებერვალი – 3 მარტი;
გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 3 მარტი – 14 ივნისი;
გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 16 ივნისი - 10 ივლისი (ძირითადი გამოცდები), 16 – 23 ივლისი (დამატებითი გამოცდები).
გ.ე) არდადეგები - 24 ივლისი - 14 სექტემბერი.