20 ბიოლოგიური ტერმინი რომლის განმარტებასაც მოგთხოვენ ბიოლოგიის გამოცდაზე I
ალელი – გენის არსებობის ფორმა, ანუ ერთი და იმავე გენის ალტერნატიული ფორმები, რომელიც ალტერნატიულ (ურთიერთგამომრიცხავ) ნიშან-თვისებებს განსაზღვრავს
ალოგენეზი – ევოლუციური ცვლილებები, რაც განაპირობებს კონკრეტულ საარსებო პირობებთან ორგანიზმების ვიწრო შეგუებულობას
აუტოსომები – არასასქესო ქრომოსომები, რომლებიც ერთნაირია ერთი სახეობის სხვადასხვა სქესის ინდივიდებში
გამაანალიზებელი შეჯვარება – რეცესიული ალელის მიხედვით ჰომოზიგოტური ინდივიდის შეჯვარება უცნობი გენოტიპის დომინანტურ ინდივიდთან.
გამეტოფიტი – ჰაპლოიდური თაობა, რომელზეც გამეტები წარმოიქმნება.
გენი – დნმ-ის უბანი (ზოგიერთ ვირუსში რნმ-ის) , რომელიც შეიცავს ინფორმაციას განსაზღვრული ცილის პირველადი სტრუქტურის , სატრანსპორტო ან რიბოსომული რნმ-ის შესახებ.
გენეტიკური კოდი – ნუკლეინის მჟავების მოლეკულაში მემკვიდრული ინფორმაციის ჩანაწერის სისტემა. ვიწრო გაგებით, ი-რნმ-ის ტრიპლეტების ლექსიკონი, რომელიც აკოდირებს განსაზღვრულ ამინომჟავას ან ასრულებს ტრანსლაციის დამთავრების სიგნალის ფუნქციას.
გენთა დრეიფი – პოპულაციაში ალელთა სიხშირის შემთხვევითი ცვლილება
გენთა ნაკადი – პოპულაციათა შორის გენთა მიმოცვლა
გენოტიპი – ინდივიდის ყველა გენის ერთობლიობა. ვიწრო გაგებით, მხედველობაში მიიღება მხოლოდ ის გენები, რომლებიც გამოსაკვლევ ნიშან-თვისებებს განსაზღვრავენ
დელეცია – ქრომოსომის უბნის დაკარგვა
დივერგენცია – ნიშან-თვისებათა დაცილება
გადარჩევა - ბუნებრივი გადარჩევა მოქმედებს შუალედური ფორმების საწინააღმდეგოდ და კიდურა ფორმების სასარგებლოდ
ეკზონი – ეუკარიოტების გენის უბანი, რომელიც შეიცავს გენეტიკურ ინფორმაციას განსაზრვრული პროდუქტის, მაგალითად, ცილის სინთეზის შესახებ.
ეკოსისტემა – ბიოცენოზისა და საცხოვრებელი გარემოს აბიოტური კომპონენტების ერტობლიობა
ეპისტაზი – გენების ურთიერთქმედების ტიპი, რომლის დროსაც ერთი გენის ალელები ახშობენ მეორე გენის ალელების გამომჟღავნებას
ენდოსპერმი – ქსოვილი თესლში, რომელშიც საკვები ნივთიერებები გროვდება.
ზიგოტა – უჯრედი, რომელიც წარმოიქმნება სასქსო უჯრედების (გამეტების) შერწყმის შედეგად.
ინბრიდინგი – ერთი სახეობის მონათესავე ფორმების შეჯვარება.
ინვერსია – ქრომოსომის ერთ-ერთ უბანში გენების განლაგების თანმიმდევრობა 180º-ით შემობრუნებულია.
http://repetitori.wordpress.com/2013/10/13...83%9B%E1%83%9A/