weaselქიმიის პრეტესტი არის
გეოგრაფია:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დედამიწის დღე-ღამური ბრუნვა და მასთან დაკავშირებული მოვლენები. სამყაროს
ყველა სხვა ციური სხეულის მსგავსად დედამიწაც ერთდროულად რამოდენიმე სახის
მოძრაობას ასრულებს: ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო, მზის გარშემო და მზესთან
ერთად გადაადგილდება გალაქტიკაში. აღნიშნული მოძრაობებიდან ჩვენთვის
ყველაზე საგრძნობი და შესამჩნევია დედამიწის დღე-ღამური ბრუნვა. დედამიწა
ბრუნავს თავისი ღერძის (პოლუსების შემაერთებელი წარმოსახვითი ღერძი)
გარშემო და ერთ სრულ შემობრუნებას 24 საათს ანდომებს. დროის ამ მონაკვეთს
დღე-ღამე ეწოდება. დედამიწის სფეროსებურობის გამო მზე ერთდროულად
დედამიწის მხოლოდ ერთ მხარეს ანათებს,მეორე მხარე კი ამ დროს. განათებულ
მხარეზე დღეა, ხოლო ჩრდილის მხარეზე კი ღამე (ნახ. 3). ამრიგად, დღე ღამური16
ნახ. 3. დედამიწის დღე-ღამური ბრუნვა
ბრუნვა იწვევს დღისა და ღამის ცვლას, რასაც გეოგრაფიული გარსისათვის,
განსაკუთრებით ცოცხალი-ორგანული სამყაროსათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა
გააჩნია, ვინაიდან იგი განსაზღვრავს ბუნებრივი პროცესებისა და მოვლენების დღე-
ღამურ რიტმს და სითბოს ნორმალურ რეჟიმს.
დედამიწის თავის ღერძის გარშემო ბრუნვა გავლენას ახდენს მის ფორმაზე,
რაც ზემოთაც აღინიშნა,-იწვევს პოლუსებთან შეზნექილობას. მასთანაა
დაკავშირებული აგრეთვე ქარის, ზღვის დინებებისა და სხვ. მოძრაობის საწყისი
მიმართულებიდან გადამხრელი (ჩრდ. ნახევარსფეროში-მარჯვნივ, სამხ.
მახევარსფეროში კი -მარცხნივ) ძალა.
იმის გამო, რომ დედამიწა თავის ღერძის გარშემო ერთ სრულ შემობრუნებას 24
საათი ანდომებს, მის ზედაპირზე ყოველი წერტილი, გარდა პოლუსებისა (ისინი ერთ
ადგილზე რჩებიან), ერთ საათში 15 გრადუსით გადაადგილდება დასავლეთიდან
აღმოსავლეთისაკენ. ე. ი. დედამიწის ღერძის გარშემო ბრუნვის კუთხური სიჩქარე
საათში 15 გრადუსია და იგი ყველა განედზე (ყველა პარალელზე) ერთნაირია. რაც
შეეხება ხაზოვან სიჩქარეს, იგი ყველაზე მეტი იქნება ეკვატორზე (ყველაზე გრძელი
პარალელის წრეზე), ხოლო პოლუსებისაკენ პარალელების წრეების სიგრძე
კლებულობს და შესაბამისად ხაზოვანი სიჩქარეც მცირდება.
დროის ათვლის გაადვილების მიზნით დედამიწის ზედაპირი პირობითად
დაყოფილია 24 სასაათო ზოლად. თითოეული სასაათო ზოლი განფენილია 15
გრადუსზე (ყოველი გრადუსი დაახლოებით 111 კ-ია და ამ ერთი გრადუსით
შემობრუნებას დედამიწა 4 წუთს ანდომებს). ამრიგად მეზობელი ზოლებს შორის
დროის განსხვავება ერთი საათია. გამონაკლისია თარიღთა ცვლის ხაზის (ამ ხაზად
მიღებულია 180 გრადუსიანი მერიდიანი, რომელიც ჩუკოტკის ნახევარკუნძულს
კვეთს) მეზობლად მდებარე ზოლები, რომელთა შორის დროის სხვაობა 24 საათია.
ნულოვანი, ანუ 24-ე სასაათო ზოლი ვრცელდება საწყისი ანუ ნულოვანი
მერიდიანიდან (გრინვიჩის მერიდიანი) აღმოსავლეთით 7,5 გრადუსზე და
დასავლეთით ასევე 7,5 გრადუსზე. არებულ მერიდიანზე პოლუსიდან პოლუსამდე
ერთი და იგივე დროა, რომელსაც ადგილობრივი დრო ეწოდება. გრინვიჩის
მერიდიანი ნულოვანი ზოლის შუა მერიდიანია. ამ ზოლის დროს მსოფლიო დროს
უწოდებენ. ყოველი ზოლს შუაზე კვეთს მერიდიანი, რომელსაც ძირითად მერიდიანს
უწოდებენ. ამ მერიდიანის ადგილობრივი დრო პირობითად ვრცელდება მთელ
ზოლზე, რასაც ზოლური დრო ეწოდება. ყოველი ახალი თარიღი პირველად17
თარიღთა ცვლის ხაზზე (180 გრადუსიან მერიდიანზე) დგება და დასავლეთისაკენ
იგი იგვიანებს იმდენი საათით, რამდენი სასაათო ზოლითაც არის დაცილებული
მოცემული ადგილის თარიღთა ცვლის ხაზს. სასაათო ზოლების საზღვრები
დაუსახლებელ ან ნაკლებად დასახლებულ რაიონებში მერიდიანებს ემთხვევა.
მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში იგი გადაიხრება მერიდიანებიდან და გასდევს
სახელმწიფო საზღვრებს.
გრადუსთა ბადე რუკაზე და მისი ელემენტები. პარალელებისა და მერიდიანების
ერთობლიობას რუკაზე ან გლობუსზე გრადუსთა ბადე ეწოდება. მისი ელემენტებია:
პარალელები (მ.შ. ეკვატორი, ტროპიკები, პოლარული წრეები ) და მერიდიანები.
სწორედ მათი ქსელით იქმნება გრადუსთა ბადე (ნახაზი 4).
ნახ. 4. გრადუსთა ბადე ნახ. 5. გეოგრაფიული კოორდინატები
როგორც ვიცით, დედამიწა ბრუნავს წარმოსახვითი ღერძის გარშემო.
დედამიწის ბრუნვის ღერძის ბოლოებს პოლუსები ეწოდება. პოლუსები ორია:
ჩრდილოეთი და სამხრეთი. ჩრდილოეთი პოლუსი ყოველთვის პოლარული
ვარსკვლავისკენაა მიმართული, ანუ არქტიკაში-ჩრდილოეთ პოლუსთან პოლარული
ვარსკვლავი ჩანს დამკვირვებლის თავს ზემოთ (ზენიტში). პოლარული ვარსკვლავის
ასეთ მდებარეობას ზენიტურს უწოდებენ.
ბრუნვის ღერძის ბოლოები-პოლუსები წრეებს არ შემოხაზავენ, ისინი ერთ
წერტილში რჩებიან. ყველაზე დიდ წრეს შემოხაზავს ის წერტილი, რომელიც ორივე19
პოლუსიდან თანაბარი მანძილითაა დაშორებული. ამ წრეს ეკვატორი ეწოდება.
ლათინურად „ეკვატორი“ გამთანაბრებელს ნიშნავს. ეკვატორი დედამიწას
ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებად ყოფს. მისი სიგრძე დამრგვალებით
40 000 კმ-ია. ერთგრადუსიანი რკალის სიგრძე კი 111 კმ ტოლია.
ეკვატორიდან ჩრდილოეთით და სამხრეთით ეკვატორის პარალელურად
გავლებულ წარმოსახვით წრეხაზებს პარალელები ეწოდება. პარალელები
გვიჩვენებენ დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებას.
დედამიწის ზედაპირზე პოლუსების შემაერთებელ წარმოსახვით ხაზებს
მერიდიანები ეწოდება. მერიდიანი საშუადღეო ხაზს ნიშნავს (ლათინურად
„მერიდიეს“-შუადღე). მერიდიანი ჩრდილო და სამხრეთ მიმართულებას გვიჩვენებს.
მერიდიანის ერთ გრადუსიანი რკალის სიგრძე დაახლოებით ეკვატორის ერთი
გრადუსის ტოლია (111 კმ).
იმ მერიდიანს, რომელიც ლონდონის გარეუბან გრინვიჩში მდებარე
ობსერვატორიაზე გადის საწყის, ნულოვან ანუ გრინვიჩის მერიდიანს უწოდებენ.
ნულოვანი მერიდიანის ნახევარწრეხაზი რომ მეორე მხარეზეც განვაგრძოთ,
მაშინ დედამიწის გარშემო, პოლუსებზე გადავლით, წრეხაზი შემოიხაზება, რომელიც
დედამიწას ორ ნახევარსფეროდ გაყოფს. ნულოვანი მერიდიანის აღმოსავლეთით
აღმოსავლეთ ნახევარსფეროა, მის დასავლეთით-დასავლეთი ნახევარსფერო.
გეოგრაფიული გრძედი და გეოგრაფიული განედი. ეკვატორი, პარალელები
და მერიდიანები წრეხაზებს წარმოადგენენ. წრისა და მისი ნაწილების გასაზომად
იხმარება განსაკუთრებული საზომი, რომელსაც გრადუსი ეწოდება. გრადუსი
წრეხაზის 1/360 ნაწილია. 1 გრადუსი იყოფა 60 წუთად, 1 წუთი კი-60 წამად.
მაგალითად, 10 გრადუსი 15 წუთი და 45 წამი ასე იწერება: 100
, 151
, 45".
გრადუსობით გამოთვლილ მანძილს ეკვატორიდან ჩრდილოეთისაკენ და
სამხრეთისაკენ-პოლუსების მიმართულებით გეოგრაფიული განედი ეწოდება.
წერტილის გეოგრაფიული განედია კუთხე, შექმნილი აღებული წერტილის შვეულის
მიერ ეკვატორულ სიბრტყესთან. ცხადია ასეთ კუთხეს წერტილის შვეული ქმნის
დედამიწის ცენტრთან (ნახაზი 5). გეოგრაფიული განედი ორია: ჩრდილოეთის და
სამხრეთის, რომლებსაც შემოკლებულად ასე წერენ: ჩ.გ. და ს.გ.
განედს თვლიან ეკვატორიდან (ნულოვანი პარალელიდან) პოლუსამდე ანუ
900
-მდე (ეკვატორიდან პოლუსამდე მთელი წრის ანუ 3600
-ის, მეოთხედია).
განედის გრადუსებს პარალელები გვიჩვენებენ. რუკაზე ან გლობუსზე
განედის გრადუსები მერიდიანის გასწვრივ იწერება, პარალელის გადაკვეთის
ადგილას. ერთი და იმავე პარალელის ყველა წერტილს ერთნაირი განედი აქვს.
ეკვატორიდან ჩრდილოეთისაკენ და სამხრეთისაკენ, პარალელების სიგრძე
თანდათან მცირდება და პოლუსებთან ნულის ტოლია. ეკვატორზე ერთ გრადუსიანი
რკალის სიგრძე 111 კმ-ია, 20 გრადუსიანი პარალელის 1 გრადუსი უდრის 104, 6 კმ; 40
გრადუსიანი პარალელის 1 გრადუსი-85,5 კმ-ს; 60 გრადუსიანისა-55,8 კმ-ს; 80
გრადუსიანი-19,4 კმ-ს; პოლუსებთან 90 გრადუსზე -0 კმ-ს.20
მანძილს გრადუსობით საწყისი ანუ ნულოვანი მერიდიანიდან აღმოსავლეთით
ან დასავლეთით გეოგრაფიული გრძედი ეწოდება. წერტილის გეოგრაფიული
გრძედია კუთხე, შექმნილი ნულოვანი (გრინვიჩის) მერიდიანისა და აღებული
წერტილის მერიდიანის სიბრტყეებს შორის (ნახაზი 5). მანძილი ნულოვანი
მერიდიანიდან აღმოსავლეთით 180 გრადუსამდე აღმოსავლეთი გრძედია, ხოლი
დასავლეთით 180 გრადუსამდე-დასავლეთი გრძედი.
გრძედიც ორია: აღმოსავლეთის და დასავლეთის. შემოკლებულად ასე
წერენ: ა. გ. და დ. გ. რუკაზე და გლობუსზე გრძედის გრადუსები ეკვატორის
გაყოლებით მერიდიანების გადაკვეთაზეა აღნიშნული; ზოგიერთ რუკაზე კი
გრადუსები ნაჩვენებია მერიდიანების და პარალელების დაბოლოებაზე,-ჩარჩოში.
პარალელების მსგავსად, ერთი და იგივე მერიდიანის ყოველ წერტილს
ერთნაირი გრძედი აქვს.
ვინაიდან ყველა მერიდიანი სიგრძით ერთნაირია, ამიტომ 1 გრადუსიანი
განედის შესაბამისი რკალის სიგრძეც ყველგან თანაბარია და იგი დაახლოებით 111 კმ
შეადგენს.
გლობუსზე და რუკაზე განადებისა და გრძედების განსაზღვრის ცოდნას დიდი
მნიშვნელობა აქვს. მათი მეშვეობით ადვილად ხერხდება ნებისმიერი წერტილის
მდებარეობის განსაზღვრა დედამიწის ზედაპირზე.
გეოგრაფიული გრძედისა და გეოგრაფიული განედის გადაკვეთის წერტილს
კოორდინატი ანუ გეოგრაფიული კოორდინატი ეწოდება.
შეიძლება დაგვისახელონ პუნქტი და განვსაზღროთ მისი კოორდინატები, ან
პირიქით, დაგვისახელონ კოორდინატები და გვთხოვონ მოვძებნოთ პუნქტი. ამას
ადვილად შევძლებთ თუ გვეცოდინება გეოგრაფიული კოორდინატები. მაგალითად
თუ გვავალებენ განვსაზღროთ თბილისის კოორდინატები, მოვძებნით თბილისს, ის
ეკვატორიდან ჩრდილოეთით 410
-იან პარალელზე მდებარეობს ე. ი. ჩ. გ. 410
, ხოლო
ნულოვანი მერიდიანის აღმოსავლეთით, ა. გ. 450
. თუ გვავალებენ მოვძებნოთ
პუნქტი, რომელიც მდებარეობს ჩ. გ. 400
-სა და ა. გ. 400
-ზე, მოვძებნით
დასახელებული გრძედისა და გნედის გადაკვეთის წერტილებს და დავადგენთ, რომ
ეს ქალაქი არის ბაქო.
ამრიგად, გეოგრაფიული კოორდინატებით შეგვიძლია განვსაზღროთ ყოველი
წერტილის ადგილმდებარეობა დედამიწის ზედაპირზე, რასაც დიდი თეორიული და
პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია.
დედამიწის წლიური მოძრაობა და წლის დროთა ცვლა. დედამიწა მზის გარშემო
ელიფსზე მოძრაობს და ერთ გარშემოვლას ანდომებს ერთ წელიწადს, ანუ ზუსტად-
365 დღე-ღამესა და 6 საათს. აღნიშნული 6 საათისაგან ყოველ 4 წელიწადში იქმნება
ერთი დღე და ღამე (24 საათი) და ეს წელიწადი ხდება 366 დღიანი, რომელსაც
ნაკიანი წელიწადი ეწოდება. ჩვეულებრივი წელიწადის თებერვალი 28 დღიანია,
ხოლო ნაკიანი წელიწადისა-29 დღიანი. დედამიწის მოძრაობის გზას მზის გარშემო
ორბიტა ეწოდება (ნახ. 6). დედამიწა მზის გარშემო მოძრაობს 29 კმ/წამში.21
ნახ. 6. დედამიწის წლიური მოძრაობა.
დედამიწა მზის გარშემო მოძრაობს დახრილი ღერძით. ღერძი დახრილია,
მუდმივად ერთ მხარეს, ორბიტის სიბრტყის მიმართ 66,5 გრადუსით. ღერძის
დახრილობის მუდმივობა და დედამიწის მზის გარშემო მოძრაობა იწვევს
წელიწადის დროთა ცვლას, ვინაიდან იცვლება დედამიწის მდებარეობა მზის
მიმართ, მზე ერთ პერიოდში ჩრდილო ნახევარსფეროშია, მეორე პერიოდში, სამხრეთ
ნახევარსფეროში. ამასთან დაკავშირებით ერთიდა იგივე განედზე იცვლება სხივის
დაცემის კუთხე და შესაბამისად მზისაგან მიღებული სითბოს რაოდენობა.
წელიწადის დროთა ცვლას ყველაზე უფრო ნათელჰყოფს დედამიწის მდებარეობა
ელიფსზე (ორბიტაზე) მზის მიმართ 22 ივნისს, 23 სექტემბერს, 22 დეკემბერსა და 21
მარტს.
22 ივნისს მზე ზენიტშია ჩრდილო ნახევარსფეროს 23,5 გრადუსიანი
პარალელის მიმართ. ამ დროს ჩრდილო ნახევარსფეროში ასტრონომიული ზაფხული
დგება (დღე ყველაზე უფრო გრძელია), ხოლი სამხრეთ ნახევარსფეროში,
ასტრონომიული-ზამთარი, ყველაზე ხანმოკლე დღით. 23 სექტემბერს მზე ზენიტშია
ეკვატორის მიმართ და თანაბრადაა განათებული ჩრდილო და სამხრეთ
ნახევარსფეროები, დღე და ღამე ტოლია.
22 დეკემბერს მზის სხივები შვეულად ეცემა სამხრეთ ნახევარსფეროს 23,5 -
გრადუსიან პარალელს (ე. ი. ზენიტშია მის მიმართ), სამხრეთ ნახევარსფეროში დგება
ასტრონომიული ზაფხული, ყველაზე გრძელი დღით, ხოლო ჩრდილო
ნახევარსფეროში -ასტრონომიული ზამთარი ყველაზე ხანმოკლე დღითა და ყველაზე
გრძელი ღამით.
21 მარტს მეორდება 23 სექტემბრის მდგომარეობა. 21 მარტი და 23 სექტემბერი
გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობის (დღეღამსწორობის) დღეებია, ხოლო 22
ივნისი და 22 დეკემბერი-ზაფხულისა და ზამთრის ნაბუნიობის დღეები.
დედამიწის წლიურ მოძრაობასთან და წელიწადის დროთა ცვლასთან
დაკავშირებულია ბუნებრივი პროცესების სეზონური რითმი, რაც განსაკუთრებით
ნათლად არის გამოხატული მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს განვითარებაში,
აგრეთვე ადამიანის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში.
მასშტაბი და მისი სახეები. გლობუსზე, რუკაზე ან გეგმაზე რომელიმე ხაზის
შემცირების ხარისხს, ადგილზე მათ ნამდვილ სიგრძესთან შედარებით, მასშტაბი
ეწოდება. ანუ, დიდი ან პატარა ზომის მაგიერ პირობითად არებულ ზომას მასშტაბს
უწოდებენ. იგი გვიჩვენებს თუ რამდენჯერ არის შემცირებული ან გადიდებული
ობიექტი მისი ქაღალდზე (მ. შ. რუკაზე, გეგმაზე, გლობუსზე) გამოსახვისას.
„მასშტაბი“ გერმანული სიტყვაა და ნიშნავს: „მას“ -ზომას, ხოლო „შტოკ“- ჯოხს.
მთლიანად დედამიწის, ან მისი ნაწილის ქაღალდზე გამოსახვა შემცირების გარეშე
შეუძლებელია. თუმცა ზოგიერთი მცირე ზომის საგნების ნახაზის (გეგმის)
შედგენისას საჭირო ხდება მათი გადიდება. მასშტაბი სამი სახისაა: რიცხვითი
გამოისახება შეფარდების სახით რომლის მრიცხველი არის „1“, ხოლო მნიშვნელი
გვიჩვენებს შემცირების ხარისხს. მაგალითად მასშტაბი 1:1000 000. ეს ნიშნავს , რომ
რუკაზე (ან გლობუსზე) აღებულ ერთ სანტიმეტრიან მონაკვეთს ადგილზე
შეესაბამება 1000 000 ასეთი მონაკვეთი (სანტიმეტრი). თუ მას გადავიყვანთ
კილომეტრებში ჩამოვაშორებთ ხუთ ნოლს (კილომეტრში ხომ 1000 სანტიმეტრია) და
მივიღებთ 10 კილომეტრს. ე. ი. რუკაზე ან გლობუსზე ერთ სანტიმეტრიან მომაკვეთს
შეესაბამება 10 კილომეტრი.
ხაზოვანი მასშტაბის აგებისას გაავლებენ სწორ ხაზს, რომელსაც ყოფენ
თანაბარი ზომის მონაკვეთებად. თითოეული მონაკვეთი პირობითად გამოსახავს
რომელიმე დიდი ზომის ხაზს. თითოეულ დანაყოფს სახელად მასშტაბის ფუძე
ეწოდება. მას აწერია რიცხვი, რომელიც გვიჩვენებს, რომელი დიდი ზომის
გამომსახველია ფუძე. თუ ჩვენს მიერ აღებული მასშტაბი 1 სმ-ში 10 კმ-ს
გულისხმობს, მაშინ იგი ასე გამოისახება: გავავლებთ სწორ ხაზს, საწყის წერტილზე
დავაწერთ 0-ს, მომდევნო დანაყოფებზე-მარჯვნივ დავაწერთ 10, 20 და ა. შ., ხოლო
ნოლიდან მარცხნივ ერთი მონაკვეთი დაყოფილია უფრო მცირე დანაყოფებად,
რომელსაც ფუძის სიზუსტეს უწოდებენ. იგი ორ წერტილს შორის მანძილის ზუსტად
გაზომვის საშუალებას იძლევა.
სახელდებითი მასშტაბი მიწერილია სიტყვიერად, გადაყვანილი
კილომეტრებში. მაგალითად: ერთ სმ-ში-10 კმ.
ცნება გლობუსის, გეგმის, რუკისა და გეოგრაფიული ატლასის შესახებ.
გლობუსი (ლათინურად სფერო) დედამიწის შემცირებული მოდელია, ე. ი.
სფეროსმაგვარი ფორმისაა, რის გამოც მასზე მანძილები, ფართობები და კუთხეები
დამახინჯებული არ არის. ერთ-ერთი პირველი გლობუსი შექმნილ იქნა მეთხუთმეტე
საუკუნეში გერმანელი გეოდეზისტისა და მათემატიკოსის - ბეჰაიმის მიერ. მასშტაბის
მიხედვით განასხვავებენ სამი სახის სასწავლო გლობუსს: პატარა (1:83 000 000),
საშუალო (1: 50 000 000) და დიდი (1: 30 000 000).
თუ შევადარებთ ერთსა და იმავე პუნქტებს შორის გაზომილ მანძილს რუკაზე
და გლობუსზე, დავინახავთ, რომ განსხვავება საკმაოდ დიდი იქნება. მანძილი
გაცილებით დაუმახინჯებელია გლობუსზე. ამიტომ ძლიერ დაცილებულ პუნქტებს 30
შორის მანძილის გზომვა მასზე უნდა ჩატარდეს.
გეგმა ესაა დედამიწის ზედაპირის სიბრტყედ მიჩნეული მცირე მონაკვთის,
ნაგებობის ან რაიმე საგნის ნახაზი გამოსახული 1:10 000-იანი და უფრო მსხვილი
მასშტაბით. გეგმაზე საგნებსა და ობიექტებს გამოსახავენ პირობითი ნიშნებით,
რომელთაც ტოპოგრაფიულ ნიშნებს უწოდებენ. ადგილის გეგმის შესადგენად
ჩატარებულ სამუშაოს ადგილის აგეგმვა ეწოდება. ადგილის გეგმა იქმნება ადგილზე
პლანშეტით მუშაობით, ასევე აეროფოტოგადაღებების საშუალებით. ამჟამად
ფარტოდ გამოიყენება აეროფოტოსურათები.
რუკა ეწოდება დედამიწის სფერული ზედაპირის მთლიანად, ან მისი ცალკეული
ნაწილის შემცირებულ და განზოგადებულ გამოსახულებას სიბრტყეზე (ქაღალდზე)
პირობითი ნიშნებით, განსაზღვრულ მასშტაბსა და კარტოგრაფიულ პროექციაში.
რუკის სახეები. რუკები მასზე გამოსახული ტერიტორიების სიდიდის მიხედვით
შეიძლება იყოს მსოფლიოს, ცალკეული კონტინენტების, ქვეყნების და ა. შ. შინაარსის
მიხედვით რუკებს ყოფენ ზოგადგეოგრაფიულ და თემატურ (დარგობრივ) რუკებად.
ზოგადგეოგრაფიულ რუკებზე გამოსახულია ბუნებრივი კომპლექსის რამოდენიმე
კომპონენტი, აგრეთვე ზოგიერთი ეკონომიკური და კულტურულ-ისტორიული
ხასიათის მონაცემებიც. თემატურ რუკებზე ბუნებრივი კომპონენტის რომელიმე
კომპონენტი ან კიდევ მეურნეობის დარგი უფრო სრულად და დეტალურადაა
გამოსახული. მაგ., რელიეფის, ნიადაგების,მცენარეულობის, ტრანსპორტისა და სხვ.
დანიშნულების მიხედვით რუკებს ყოფენ: სასწავლო, საგზაო, ტურისტულ,
სამხედრო, საზღვაო და სხვ. რუკებად. მასშტაბით განასხვავებენ მსხვილმასშტაბიან
(1:1000-დან 1:200 000-მდე), საშუალომასშტაბიან (1:200 000-დან 1:1 000 00-მდე და
წვრილმასშტაბიან (1: 1 000 000-დან და უფრო წვრილი) რუკებად.
მანძილების გაზომვა რუკაზე მასშტაბის საშუალებით. რუკა წარმოდგენას გვაძლევს
დედამიწის ზედაპირზე არსებული საგნებისა და ობიექტების არა მარტო
კონფიგურაციაზე, არამედ მათი განლაგების თავისებურებებზე. ამიტომ მასშტაბის
საშუალებით შეიძლება ვაწარმოოთ მთელი რიგი გაზომვები. ასე მაგ., რუკაზე
მასშტაბის თავისებურებების გათვალისწინებით, შეიძლება გავზომოთ ობიექტის
სიგრძე, სიგანე, ფართობი, ზოგიერთ შემთხვევაში კი ხერხდება მოცულობის
გაანგარიშებაც (ტბის, მთის, ზღვის და ა. შ.).
ორ პუნქტს შორის მანძილის გაგებისათვის, საჭიროა რუკაზე გავზომოთ მათ
შორის მანძილი და შევუფარდოთ ის რუკის მასშტაბს.
რუკაზე სიგრძეს ვზომავთ სახაზავით, ძაფით, ფარგლით ან კურვიმეტრით.
დავუშვათ, გვსურს საქართველოს 1: 600 000-მასშტაბიანი რუკით გავიგოთ მანძილი
თბილისიდან ფოთამდე. გავზომავთ სახაზავით მათ შორის მანძილს. აღნიშნულ
რუკაზე იგი 45 სმ უდრის. ვიცით რომ ყოველი სმ ამ რუკაზე სინამდვილეში
შეესაბამება 6 კმ-ს. ე. ი. პირდაპირი მანძილი თბილისსა და ფოთს შორის ყოფილა
270 კმ. ასეთი წესით შეიძლება გაიზომის მანძილი ნებისმიერ პუნქტს შორის. რუკაზე
ორ წერტილს შორის მანძილი შეიძლება გაიზომოს ძაფითაც და შემდეგ თვით ამ ძაფს
შევუფარდეთ მასშტაბის მონაცემებს.
მთის სიმაღლის, ოკეანისა და ზღვის სიღრმეების განსაზღვრა. დედამიწის ზედაპირი
როგორც ხმელეთზე, ისე ოკეანეებისა და ზღვების ფსკერზე დიდი
უსწორმასწორობით ხასიათდება; მნიშვნელოვანი სხვაობაა ცალკეული ადგილის
სიმაღლით მდებარეობას შორის.
ადგილის სიმაღლით მდებარეობის აზომვას აწარმოებენ ოკეანის დონიდან,
რომელსაც ნულ მეტრად ანგარიშობენ.
დედამიწის ზედაპირზე ადგილის მდებარეობას ნული მეტრიდან ზევით
ხმელეთზე ან ატმოსფეროში სიმაღლეს უწოდებენ, ხოლო მანძილს ვერტიკალურად
ოკეანეების , ზღვების, ტბების, მდინარეების ზედაპირიდან ფსკერამდე-სიღრმეს.
ხმელეთზე უმდაბლესი ადგილია მკვდარი ზღვის სანაპირო ზოლი, რომელიც
ოკეანის დონიდან 392 მ დაბლა მდებარეობს, ხოლო მსოფლიოს უმაღლესი წერტილი
ჯომოლუნგმა ანუ ევერესტი (ჰიმალაის მთებში) 8848 მ აღწევს სიმაღლით. ასევე
დიდი სხვაობაა ოკეანეებისა და ზღვების ცალკეული ადგილის სიღრმეებს შორის.
ყველაზე ღრმა უბანი წყნარ ოკეანეში (ე. წ. მარიანის ღრმულის რაიონში) 11 ათას მ 33
აღემატება. ამრიგად, დედამიწის ყველაზე დაბალ და მაღალ წერტილთა შორის
სხვაობა თითქმის 20 კმ-ს შეადგენს. მთის სიმაღლის, ოკეანის, ზღვის სიღრმეების
გასაზომად იყენებენ რუკაზე თანდართულ სიმაღლეებისა და სიღრმეების სკალას.
სკალა შეფერილობის მიხედვით საშუალებას გვაძლევს გავიგოთ საჭირო სიმაღლეები
და სიღრმეები. სკალას შეფერილობის გარდა აქვს სიმაღლეებისა და სიღრმეების
მეტრული დანაწილება.
ამრიგად, ფიზიკურ და ტოპოგრაფიულ რუკებზე სხვა თავისებურებებთან
ერთად, უჩვენებენ ადგილის სიმაღლეს და ოკეანეებისა და ზღვების სიღრმეებს.
სიმაღლეებს რუკაზე ასახავენ ე.წ. იზოჰიფსებით ანუ ჰორიზონტალებით (თანაბარი
სიმაღლეების მქონე წერტილების შემაერთებელი მრუდი ხაზებით (ნახ. 11),
რომლებსაც სათანადო წარწერები გააჩნიათ, ანდა ფერებით. იგივე შეიძლება ითქვას
სიღრმეების მიმართაც. თანაბარი სიღრმეების მქონე წერტილების შემაერთებელი
ხაზები იზობათებად იწოდება (ნახ.12). თითოეულ მათგანს შესაბამისი
სიღრმის ამსახველი რიცხვები აწერია, ანდა შეფერილია სათანადოდ.
ნახ. 11. ჰორიზონტალები-იზოჰიფსები
ნახ.12. იზობათები
ცალკეული ადგილების სიღრმეები და მწვერვალების სიმაღლეები უფრო
ზუსტად აღინიშნება. მაგ., 5 642 მ მწვერვალ იალბუზთან, ნიშნავს იალბუზის
სიმაღლეს მეტრობით.
ოკეანეებისა და ზღვების სიღრმეები აღნიშნულია ცისფერის სხვადასხვა
ტონით. რამდენადაც ღრმაა ადგილები, იმდენად მუქდება ცისფერი. უფრო ზუსტად
ცალკეული ადგილების სიღრმეებს ციფრებით აღნიშნავენ (მაგ., 11 022 მ-აღნიშნულია
მარიანის ღრმული).
ხმელეთზე სიმაღლეების აღსანიშნავად ზღვის დონიდან (ზ.დ.) 200 მეტრამდე
მწვანე ფერს იყენებენ, ზღვის დონეზე დაბლა მდებარე ტერიტორიებს მუქი მწვანე34
ფერით აღნიშნავენ და ციფრებით გამოხატვის შემთხვევაში წინ მინუსს უწერენ (მაგ.,
მკვდარი ზღვის სანაპირო, რომელიც ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს,
აღინიშნება-392 მ). 200-500 მ-მდე სიმაღლის ტერიტორიები აღინიშნება ყვითელი
ფერით, 500 მ ზემოთ-ყავისფერით. რამდენადაც მაღალია მთები, იმდენად მუქი
ყავისფერია
რელიეფი
დედამიწის ზედაპირის ფორმები
დედამიწის ზედაპირზე გარეგანი და შინაგანი ძალების მოქმედების შედეგად
წარმოშობილ ნაირგვაროვან ფორმებს რელიეფი ეწოდება. ხმელეთის რელიეფში
სიმაღლეების მიხედვით გამოყოფენ ვაკეებსა და მთებს.
ვაკე ეს არის სწორი, სუსტად ტალღოვანი ან მცირე ბორცვიანი ხმელეთის
ვრცელი ზედაპირი. აქედან გამომდინარე განასხვავებენ ერთფეროვან-
სწორზედაპირიან, ტალღოვანსა და ბორცვიან ვაკეებს. სწორზედაპირიანი ვაკის
ნიმუშია ამაზონის, დასავლეთ ციმბირის ან თუმდაც კილხეთის ვაკე დაბლობი.
ბორცვიან ვაკეს მიეკუთვნება არმოსავლეთ ევროპის ანუ რუსეთის ვაკე-დაბლობი,
ხოლო ტალღოვანს-შუა აზიის, საჰარისა და არაბეთის უდაბნოები.
წარმოშობის მიხედვით არჩევენ: პირველად ვაკეებს (კასპიისპირა დაბლობი),
რომელიც წარმოიშვა ზღვის ფსკერის ამოწევის შედეგად; აკუმულაციურს, რომელიც
წარმოქმნილია მდინარის მყარი მასალით, ტბიურ, ეოლურ (ქარისმიერ) ვაკეებს და
სხვ.
ნებისმიერ ვაკეს, მეტნაკლებად, ამა თუ იმ მხარეს დაქანება აქვს. ადგილზე და
რუკაზე ეს დაქანება განისაზღვრება მდინარის დინების მიმართულებით. დედამიწის
მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ვაკეებზე ცხოვრობს, რადგან იქ ადვილია
მიწათმოქმედების წარმოება, გზატკეცილებისა და რკინიგზების გაყვანა, შენობების
აგება. ვაკეების დიდი ნაწილი ჯერაც არაა სათანადოდ ათვისებული.
ხმელეთის ნაწილს, რომელის სიმაღლე ზღვის დონიდან არ არემატება 200
მეტრს დაბლობი ეწოდება (ნახ 25). დაბლობების მეტი ნაწილი ეკუთვნის ვაკეებს
(მათ ხშირად ვაკე-დაბლობებსაც უწოდებენ), ნაწილი კი ბორცვიანია (რომლებსაც
გორაკ-ბორცვიანი ვაკე დაბლობებებს უწოდებენ). ფიზიკურ რუკაზე დაბლობები
მწვანე ფერით აღინიშნება (ნახ. 26).
ნახ. 25. დაბლობი ნახ. 26. რელიეფის ფორმების გამოსახვა ფიზიკურ რუკაზე
დაბლობების გარკვეული ნაწილი ოკეანის (ზღვის) დონეზე დაბლა
მდებარეობს (მაგ., კასპიის ზღვის ჩრდილოეთში მდებარე დაბლობი ზ. დ. 26-29
მეტრით დაბლა მდებარეობს). ასეთ დაბლობებს მუქი მწვანე ფერით აღნიშნავენ.
ვაკეები ძირითადად ფხვიერი ქანებითაა აგებული და განლაგებულია 59
ჰორიზონტალური ან უმნიშვნელო დახრილობით.
იმ ვაკეებს, რომელთა მდებარეობა ზღვს დონიდან 200-500 მეტრს შორის
მერყეობს მაღლობი ეწოდება (მაგ., შუა რუსეთის მაღლობი, ვოლგისპირა მაღლობი
და სხვ.). მაღლობები რუკაზე მოყვითალო ფერითაა აღნიშნული.
დედამიწის ვაკე ზედაპირის იმ მონაკვეთს, რომელიც ოკეანის დონიდან 500
მ-ზე მაღლა მდებარეობს ზეგანი ეწოდება. მაგ., ტიბეტის, შუა ციმბირის,
საქართველოში-ჯავახეთის, იორისა და სხვ. ზეგნები.
ვაკეებს მიეკუთვნება აგრეთვე პლატოები (პლატო უცხო სიტყვაა და ნიშნავს
ბრტყელს). ის შემაღლებული ბრტყელი ან ტალღოვანი ვაკეა, რომელიც მდებარეობს
თითქმის ერთ დონეზე და შედარებით დაბლა განლაგებული მიმდებარე ვაკე
ტერიტორიებისაგან გამოყოფილია მკაფიოდ გამოხატული კალთებით ან
საფეხურებით. მაგ., კოლორადის პლატო, კოლუმბიის პლატო და სხვ. წარმოშობის
მიხედვით პლატო შეიძლება იყოს დენუდაციური, ვულკანური და სხვ.
ზეგნები და პლატოები ფიზიკურ რუკაზე აღინიშნებიან ყავისფრად. რაც უფრო
მაღლა მდებარეობენ ისინი, მით უფრო მუქია მათი შეფერილობა.
ქვეყნის ნაწილების უმთავრესი დაბლობები და ზეგნები. მსოფლიოს
უმთავრესი დაბლობებია: აზიაში: დასავლეთ ციმბირის, თურანის, აღმოსავლეთ
ჩინეთის, ინდი-განგის, მესოპოტამიის; ევროპაში: გერმანია-პოლონეთის,
დუნაისპირა, აღმოსავლეთ ევროპის; აფრიკაში: სენეგალის, ხმელთაშუაზღვისპირა;
ამერიკაში: ამაზონის, ლაპლატის (ანუ პარანას), მისისიპის, მექსიკისპირა,
ატლანტისპირა, ჰუძონისპირა, ავსტრალიაში: ცემტრალური ავსტრალიის და სხვ.
საქართველოში-კოლხეთის დაბლობი.
ქვეყნის ნაწილების უმთავრესი ზეგნებია: აზიაში-ტიბეტის (მსოფლიოში
უდიდესი), შუა (აღმოსავლეთ) ციმბირის, გობის, დეკანის, არაბეთის, ირანის,
ანატოლიის; ევროპაში-მესეტის; ამერიკაში: ბრაზილიის, გვიანის, პატაგონიის,
მექსიკის, კოლორადოს, ცენტრალური და დიდი ვაკეები, დიდი აუზის; აფრიკაში:
საჰარისა და სამხრეთ აფრიკის; ავსტრალიაში: დასავლეთ ავსტრალიის და სხვ.
ზეგნები. საქართველოში-ჯავახეთის, იორის (გარე კახეთის).
ბორცვები და მთები. მათი ტიპები ასაკისა და რელიეფის ხასიათის მიხედვით.
ვაკეების შემდეგ დედამიწის რელიეფის ფორმებიდან ფართოდაა
გავრცელებული ბორცვები და მთები.
ბორცვები ეწოდება 200 მეტრამდე შეფარდებითი სიმაღლის მქონე
მომრგვალებული ან ოვალური ფორმის ამაღლებას, რომელთაც ვაკეებსა და მთებს
შორის გარდამავალი ტერიტორია უკავიათ.
მთები დედამიწის ზედაპირის ისეთი უბნებია, რომლებიც ცოტად თუ ბევრად
იზოლირებულადაა აზიდულნი მიმდებარე ვაკეებზე და მნიშვნელოვანი სიმაღლითა
და მკვეთრი დანაწევრებით ხასიათდებიან. მთის ფარგლებში მკვეთრად შეინიშნება
მთის წვერი (ნახ. 28) ან თხემი, მთის ძირი (რომელიც გარდამავალია მიმდებარე
ვაკეში) და მათ შორის მდებარე-მთის კალთა. მთების ერთობლიობა კი ქმნის
საწინააღმდეგო მიმართულების მქონე ფერდობებით შემოზღუდულ, ხაზოვნად
გადაჭიმულ რელიეფის მსხვილ დადებით ფორმას-ქედს (ნახ. 27), 60
ნახ. 27. კავკასიონის ქედი
ხოლო მთებისა და ქედების ერთობლიობა კი-მთიან ქვეყნებს. მაგ., პამირი, ტიან-შანი,
კორდილიერები და სხვ. (ნახ. 29).
ნახ. 28. მწვერვალი შხარა ნახ. 29. მთიანი ქვეყანა
სიმაღლის მიხედვით გამოირჩევიან მაღალი, საშუალო და დაბალი მთები.
ისინი განსხვავდებიან არა მარტი ჰიფსომეტრიული (სიმაღლებრივი) განვითარებით,
არამედ რელიეფით, ჰავითა და ბუნების მთელი კომპლექსით.
ასაკისა და რელიეფის ხასიათის მიხედვით მთები ძირითადად ორი ტიპისაა:
ახალგაზრდა ნაოჭა და ძველი ანუ ლოდა მთები. ძველი მთების გაახალგაზრდავების
შედეგად წარმოიქმნება ლოდა-ნაოჭა მთები. ახალგაზრდა მთები გამოირჩება
შედარებით ძლიერ დანაწევრებული და უფრო მაღალი რელიეფის ფორმებით.
ძველი მთები კი მეტწილად დაშლილ-დანგრეულია და ხასიათდებიან
მოსწორებული თხემებით. ნაოჭა მთები წარმოიქმნებიან დედამიწის ქერქის მოძრავი
(ლაბილური) უბნებიდან (გეოსინკლინებიდან) ენდოგენური (შინაგანი) ძალების
მოქმედებით. ისინი ახალგაზრდა მთებია მეტნაკლებად დანაოჭებული ქანებითა და
უთანაბრო დახრილობის მქონე ფერდობებით (ალპები, კარპატები, კავკასიონი,
პამირი, ჰიმალაი, ანდები, კორდილიერები და