ეს რომ წავიკითხე ცოტა დავმშვიდდი თორემ მაგ გვერდმა გამაგიჟა 3 კითხვას თუ ვერ უპასუხე შეიძლება ჩაიჭრაო

საატესტატოს გამოცდები არის CAT ტიპის გამოცდა რომელიც ტარდება ჩვეულებრივ დაფორმატებულ პერსონალურ კომპიუტერებზე. მოსწავლე განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში გამოცხადდება გამოცდაზე, შემდგომ კომპიუტერში ჩატვირთული CAT პროგრამის წყალობით ჩააბარებს გამოცდას. გამოცდის ზღვარი და სხვა პროგრამული პარამეტრები არის მხოლოდ მინისტრის ბრძანების შესაბამისად რეგულირებადი.
ბაზაში კითხვების რაოდენობა არის 250 ცალი + 50 ექსტრა კითხვა.
ქიმია – 250 კითხვა + 50 ექსტრა(დამატებითი)
ფიზიკა – 250 კითხვა + 50 ექსტრა(დამატებითი)
ბიოლოგია- 250 კითხვა + 50 ექსტრა(დამატებითი)
მათემატიკა – 250 კითხვა + 50 ექსტრა(დამატებითი)
იმ შემთხვევაში თუ თქვენ იღებთ ქულას რომელიც მეტია 5.5 ზე , ანუ თავიდანვე 6 კოეფიციენტიანი შედეგი აჩვენეთ საშუალოდ, მაშინ ეს ექსტრა კითხვები უქმდება. ანუ ექსტრა კითხვები მხოლოდ უკიდურესად გაჭირვებულ აბიტურიენტებს მოუვათ..
ექსტრა კითხვები შარშანაც იყო გამოცდებზე ( 25 იყო შარშან) და ამ კითხვების მაგალითებია
#1 რას უდრის 8 X 6
#2 წყლის ფორმულა რომელია?
#3 ნიუტონს აქვს თუ არა მიღწევები ფიზიკაში
#4 აფრიკის კონტინენტზე მდებარეობს თუ არა პარიზი
თითო საგანში გაქვთ 250 შესაძლო კითხვა, საიდანაც თუ მაღალ ქულაზე აბარებთ 21 იდან 42 კითხვამდე მოგივათ.
ბაზიდან გამოგზავნილი კითხვები როგორც მიხვდით ვიზუალურად აღიქმება თქვენს ეკრანზე, ნებისმიერ კითხვას გააჩნია 4 სავარაუდო პასუხი , რომელთაგან 2 რადიკალურად განსხვავებულია ( ანუ არ არის სწორი) ორი კი თითქოს სწორ პასუხს გავს, სინამდვილეში რა თქმა უნდა მხოლოდ ერთი სწორი პასუხი აქვს ყველა კითხვას, რომელიც აბიტურიენტმა უნდა დააფიქსიროს.
ქულების დაწერის პროგრამას რაც შეეხება! ყურადღებით წაიკითხეთ!
არის 7 სირთულის კითხვა რომელიც K10 სისტემაშია დაფორმატებული წარმოგიდგენთ ამ სისტემის ახსნას და სირთულეებს!
ყველა სირთულეს აქვს თავისი კოეფიციენტი! ( K )
სულ 7 სირთულეა
A1 – ყველაზე რთული კითხვა K=3
A2 – რთული სირთულის კითხვა K = 2
A3 – საშუალოზე რთული კითხვა K = 1.3
A4 – საშუალო სირთულის კითხვა K = 1.2
B1 – საშუალოზე მარტივი კითხვა K = 1.1
B2 – მარტივი კითხვა K = 1.07
B3 – ყველაზე მარტივი კითხვა – K = 1.03
როდესაც თქვენ იწყებთ გამოცდას ირთვება A4 ან A3 სირთულის კითხვები, შემდგომ თუ არასწორედ გასცემთ პასუხს, ისევ იგივე სირთულის მოვა ანუ ან A3 ან A4 მაგრამ თუ კიდევ არასწორეთ დააფიქსირეთ გაგიმარტივდებათ გამოცდება ( თუმცა ეს ცუდია, ანუ ქულები დაგაკლდებათ) მოვა უკვე B სირთულის კითხვები!
ეს კოეფიციენტები მრავლდება სწორ კითხვების რაოდენობაზე და პროგრამის მიერ ავტომატურად ჯამდება! ამისმიხედვით გეწერებათ თქვენ – თქვენი სანატრელი ქულა!
წყარო: shvidishvidiotxibm