გიორგი XIIშეცდომების გასწორებისას:
წაიკითხე მთლიანი ტექსტი და რასაც იპოვი ამოწერე
მერე, წაიკითხე მეორედ და მესამედ და შესაბამისად ეძებე მხოლოდ პუნქტუაციური შეცდომები და სტილისტური ხარვეზები.
მერე ერთხელაც წაიკითხე, რამემ ბოზური შეცდომა ხომ არ აქვთ დაშვებული(ერთი ასო გამოტოვილი, ჰ;ს ხმარება და ა.შ.)
ესე:
გააკეთე ზოგადი შესავალი და ტექსტი წაიყვანე ზოგადიდან კონკრეტულისკენ. სანამ მიემხრობი რომელიმე მოსაზრებას, ორივე შეხედულება გაითვალისწინე და რომელიც ადვილად დასაბუთდება ის აირჩიე. მოწინააღმდეგე აზრის არგუმენტიც მოიყვანე და როგორმე უარყავი, დიდი პლუსია ეს. თუ ხედავ რომ ვერ უარყოფ, არ მოიყვანო

ეცადე მოიგონო რაიმე მაგალითი არგუმენტის გასამტკიცებლად, გაიხსენო კი არა, მოიგონო!
წაკითხულის გააზრება:
აქ რა რჩევა უნდა მოგცე

ტექსტის ანალიზი:
შესავალი და დასკვნა არ გაუკეთო.
ზუსტად მიყევი სამ მითითებას.
სანამ დაიწყებ რომელიმე მითითების წერას, ჯერ შავად დაწერე ან გეგმის სახით ჩამოწერე.
პირველ მითითებას რომ წაიკითხავ, ამოწერე/იპოვე ყველა წინადადება, რომელიც ამ კონკრეტულ მითითებას ეხება, შემდეგ ძირითადი რაცაა ამოარჩიე და იმაზე იმსჯელე. არ დაგავიწყდეს ტექსტური მასალით გამყარება არგუმენტაციის, ქულაა ეგეც.
მხატვრულ ხერხებზე მსჯელობისას, ახსენე რომელ პირშია თხრობა; დიალოგია თუ მონოლოგი; დიალექტიზმები ახასიათებს თუ არა; ასევე, არქაიზმები ან ნეოლოგიზმები; ტროპის სახეებს თუ ამოწერ კარგი იქნება, თან უნდა მიუთითო ტექსტში ვის მიმართაა ესა თუ ის მხატვრული ხერხი გამოყენებული.
აჰა ბრატ

პ.ს. თბილი წყლით სახე მაინც უნდა დაისველო გაპარსვამდე