libertad
♉

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4331
წევრი No.: 140061
რეგისტრ.: 7-December 11
|
#37024125 · 28 Jun 2013, 02:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Nasus არცერთი. დაპირისპირება იყო ilikeit დავითმა თქვა:
– ანტონიომ ამაზე გაიცინა. მერე მშვიდად განაგრძო: „გეშინია. და თუ ყელს გამომჭრი, ამასაც შიშის გამო ჩაიდენ. კაცი კაცს მხოლოდ იმიტომ ჭრის ყელს, რომ ეშინია. კაცს იარაღი მხოლოდ იმიტომ დააქვს თან, რომ ეშინია. კაცი სიავეს მხოლოდ იმიტომ სჩადის, რომ ეშინია. ბოროტებას ბოროტი კაციც ისევე თვლის უსამართლობად, როგორც კეთილი, და არც ჩაიდენდა, შიშს რომ ლაჩრად არ ექცია. ლაჩარი და ბოროტი ერთი და იგივეა. შიში ყველა ადამიანს დაბადებითვე თან დაჰყვება, მაგრამ ზოგს ჰყოფნის გამბედაობა, თვალი გაუსწოროს თავის შიშს, ზოგს არა. ვისაც არ ჰყოფნის, ის ლაჩარი და უსამართლო ხდება. თანდაყოლილი შიში სიკვდილის შიშია და, ვინც შიშს ბატონად გაიხდის, მას ყველაზე მოსაფრთხილებელი ამქვეყნად თავისი სიცოცხლე ჰგონია. შენ რომ იცოდე, შენი სიცოცხლე იმაზე მეტი არა ღირს, ვიდრე სხვისი, განა მაშინაც მოკლავდი კაცს! ჩვენ ყველანი მშიშრებად კი ვიბადებით, მაგრამ ყველანი ლაჩრები არა ვართ. შენ ლაჩარი გამოდექი და შიშის დაძლევას შიშის დამალვა ამჯობინე, რადგან შიშის დამალვა უფრო ადვილია, ვიდრე შიშის დაძლევა, მოკვლა უფრო ადვილია, ვიდრე გადარჩენა, გაძარცვა უფრო ადვილია, ვიდრე დახმარება, წაქცევა უფრო ადვილია, ვიდრე წამოყენება, სიძულვილი უფრო ადვილია, ვიდრე სიყვარული. შენ შენს თანდაყოლილ შიშს ვერ გაუძელი, ლაჩრად იქეცი და იოლი გზა აირჩიე. შენ ყველაფრის გეშინია, რაც შენს გარეთაა, ამიტომ ცდილობ, რაც შენს გარეთაა, ყველაფერი მოსპო, მაგრამ ეს შეუძლებელია. თავს არ უტყდები, თორემ თავადაც იცი, რომ ეს შეუძლებელია. მთელი ქვეყანა რომ მონად გაიხადო, როგორც შენი სულმდაბალი სიძე გაიხადე მონად, შენს შიშს მაინც არაფერი ეშველება: ნადირს ხომ ვერ გაიხდი მონად, სტიქიონს ხომ ვერ დაჩაგრავ და დაიმორჩილებ, ზვავს ხომ ვერ შეაკავებ, წარღვნას ხომ ვერ დაემალები, ვულკანს ხომ ვერ გაექცევი? ეს კი იცი, მაგრამ გგონია, რომ, თუ შენს საცოდავ შიშს ზემოდან სხვათა სიცოცხლე დააყარე, სხვათა ტანჯვაში, სხვათა ცრემლებში, სხვათა შეურაცხყოფაში, სხვათა უბედურებაში გაახვიე, რაკი ვეღარ დაინახავ, თავსაც მოიტყუებ, ვითომ აღარც არსებობს. მაგრამ შენი მცდელობა მხოლოდ შენს უსუსურობას ადასტურებს. შენ ხომ არაფერი ისეთი არ ჩაგიდენია, რასაც შეგიძლია სიმამაცე უწოდო! შენ ხომ მუდამ მხოლოდ იმას ჩაგრავდი, იმას ძარცვავდი და იმას კლავდი, ვისი დაჩაგვრაც, ვისი გაძარცვაც და ვისი მოკვლაც ადვილი იყო! შენ ხომ ყოველთვის უხიფათო გზას ეძებდი! ეს ციხეც ხომ იმიტომ აირჩიე სადგომად, რომ შენი სიძე ადვილი დასამორჩილებელი გამოდგა! შენზე უფრო ძლიერს რომ გადაეყარო, ხომ მაშინვე სამალავს დაუწყებ ძებნას! შენი შიში ცოცხალია და არ იქნება ერთ მშვენიერ დღეს მთელი ძალით არ ამოხეთქოს, სისხლსა და ხორცში არ გაგიჯდეს და მთელი შენი საცოდავი არსება თხემით ტერფამდის, თმის ძირებამდის შიშად არ აქციოს! მე უიარაღოდ მოვედი აქ, მკვლელებისა და ყაჩაღების ბუნაგში, სადაც უეჭველი სიკვდილი მელოდა, შენ კი ახალუხის ქვეშ დამბაჩა გქონდა დამალული, როცა ეკლესიაში შემოხვედი, თუმცა იცოდი, დაბეჩავებული ხალხი უბატონოდ ხმის გაცემას ვერ გაგიბედავდა. შენ ცდილობ, ყველა მონად გაიხადო, თავად კი საკუთარი შიშის მონა ხარ და მუდამ იმას აკეთებ, რასაც შიში გიბრძანებს. მალე შენი მბრძანებელი ჯურღმულიდან ამოვა, თავზე დაგადგება და თვალს თვალში გაგიყრის. მაშინ ნახავ, რა ყოფილა ის შიში, სხვებისთვის რომ ასე გულუხვად იმეტებდი! ადრე თუ გვიან წინ შეგეყრება და ისეთ ადგილას გიყელებს, გასაქცევი არსაით გექნება. ჯალათი რომ სახრჩობელაზე აგიყვანს და მოქანავე ყულფს დაინახავ, რომელიც წამის შემდეგ კისერზე უნდა შემოგეჭდოს, მაშინ მიხვდები, რომ შიშის მეტი არაფერი ყოფილხარ... შუაღამისას ტყეში რომ მარტოდმარტოს მგლების ხროვა ირგვლივ შემოგეხვევა და ნელ-ნელა დაიწყებს სასიკვდილო წრის შეკვრას, მაშინ მიხვდები, რომ შიშის მეტი არაფერი ყოფილხარ. დილით რომ გაიღვიძებ და დაინახავ, თავზე მკვლელი გადგას, რომლის დამბაჩის ლულა შუბლში გაქვს მობჯენილი, მაშინ დაინახავ, რომ შიშის მეტი არაფერი ყოფილხარ. ღვინით სავსე ჯამის დაცლისას რომ გულ-მუცელი ჩაგეთუთქება და იგრძნობ, თურმე რომელიღაც შენსავ ამხანაგს საწამლავი შემოუპარებია, მაშინ მიხვდები, რომ შიშის მეტი არაფერი ყოფილხარ. ყველაზე დიდი შიში მერე გელის, მას შემდეგ, რაც სიკვდილის შიში მოგკლავს. ყველაზე დიდი შიში მაშინ გელის, როცა შენი ცოდვები მატლებივით დაგეხვევა და შენი სული შვების სამყოფელში შვებას ვერ ჰპოვებს. აი, ამის სათქმელად მოვედი. ახლა შეგიძლია დაუძახო შენს ძაღლებს ან შენს ამხანაგებს, რომლებიც შენს ძაღლებზე უკეთესები არ არიან.” ანტონიო გაჩუმდა. მეც ჩუმად ვიყავი და საკუთარ სხეულს ვაყურადებდი. იქ სიბრაზის ტალღა, რომელსაც კარგად ვიცნობდი, რადგან ჩემს მოქმედებას მუდამ ის წარმართავდა, რამდენჯერმე აიზიდა, მაგრამ ვერც ერთხელ დასაყრდენი ვერ იპოვა და ამიტომ, რამდენჯერაც აიზიდა, იმდენჯერ უკანვე დაეშვა. დავითი დიდხანს, ძალიან დიდხანს თვალმოუშორებლად მიყურებდა და სახის გამომეტყველება სწრაფად და ხშირ-ხშირად ეცვლებოდა, თითქოს თავის თავში ისეთ ძალას ეძებდა, რაც ეჭვებს გაუფანტავდა და მტკიცე გადაწყვეტილებამდე მიიყვანდა. ბოლოს, ეტყობა, რაღაც განზრახვაზე შეჩერდა. წამით თავისებურმა ცბიერმა და დამცინავმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე და ყოყმანმაც გაუარა. მსუბუქად შეტრიალდა, სარკმელს მიადგა და ზანგს დაუძახა. მერე ისევ მობრუნდა და კვლავ მე მომაჩერდა. ცოტა ხნის შემდეგ კარი გაიღო და ზღურბლზე ზანგი გამოჩნდა. დავითმა თითით მიიხმო. როცა ზანგი მის ბრძანებაზე ახლო მივიდა, ხელი ჩემკენ გამოიშვირა და რაღაც უთხრა. რა უთხრა ვერ გავიგე. ჩემი აზრით, ეს იგივე ენა იყო, რომელზედაც წეღან ზანგი ძაღლებს შეეხმიანა. მხოლოდ ხმის კილოთი და გამომეტყველებით თუ მივხვდებოდი, რაზე ელაპარაკებოდა. ხმის კილო მწყრალი ჰქონდა, სახე მკაცრი, შუბლი შეჭმუხნილი. თვალებში რისხვა ედგა. ზანგმა პასუხად თავი დაუქნია და წამით მის სახეზე რაღაც გამომეტყველება გაჩნდა, რაც კმაყოფილებას ჰგავდა. მერე ხელით კარი მანიშნა და თვითონაც უკან გამომყვა. ეს ძალიან მძიმე წუთები იყო.. მე, ჩემდაუნებურად, შევდექი, ზანგმა, რომელმაც ჩემი შეჩერება, ჩანს, თავისებურად გაიგო, ძაღლებს რაღაც უთხრა. ძაღლებმა ყურები ისევ დაუშვეს. ზანგმა წინ გადამისწრო და ჭიშკრისკენ წავიდა. მეც უკან გავყევი, თუმცა წამითაც არ დამიჯერებია, რომ აქედან ცოცხლად გაშვებას მიპირებდნენ. როცა ზანგმა ჭიშკარი გააღო და მის სახეზე რაღაც ღიმილის მსგავსი გაჩნდა, ჯერ კიდევ ვერაგობას მოველოდი. მხოლოდ მაშინ, ცხენზე რომ შევჯექი, ციხის გალავანს გამოვცდი და ზანგმა, რომლისკენაც ვცდილობდი არ მიმეხედა, ჩემს ზურგსუკან ხმაურით დახურა ჭიშკარი, მივხვდი, რომ სიკვდილის შიში თურმე ჯერ კიდევ ვერ დამეძლია.
ზუსტად ეს იყო. სადაა აქ დიალოგი?
Nasus
QUOTE | თვალს თვალში გაგიყრის. |
ეს არის ფრაზეოლოგიზმი არ არის მეტაფორა  QUOTE | იქ სიბრაზის ტალღა, რომელსაც კარგად ვიცნობდი, რადგან ჩემს მოქმედებას მუდამ ის წარმართავდა, რამდენჯერმე აიზიდა, მაგრამ ვერც ერთხელ დასაყრდენი ვერ იპოვა და ამიტომ, რამდენჯერაც აიზიდა, იმდენჯერ უკანვე დაეშვა |
აი ამის შემოკლებული ვარიანტი რომ ეწერა,ის იყო მეტაფორა
This post has been edited by libertad on 28 Jun 2013, 02:28
|