gio_n_sეხ რა გვეშველაბა მე და შენ
რატომ სეუ?
– სუპერთანამედროვე ფიტნესკლუბი, აერობიკისა და სატრენაჟორო სექციებით, გასახდელით და საშხაპე განყოფილებით;
– ორთაბრძოლების სექცია, სადაც კრივში მსოფლიო სამოყვარულო კრივის ასოციაციის რეფერი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონების აღმზრდელი, დავით ქავთარაძე, გავარჯიშებს;
– ყველა საუნივერსიტეტო შეჯიბრის ჩემპიონი და ბენდელას თასის მფლობელი საფეხბურთო გუნდი „სეუ“, საკუთარი საფეხბურთო ფორმებითა და ავტობუსის მომსახურებით;
– რაგბის გუნდი „სეუ“;
– თანამედროვე აპარატურითა და უმაღლესი დონის განათებით აღჭურვილი დისკოკლუბი, სადაც შენი ორგანიზატორობით მოეწყობა დისკოთეკები, დაიდგმება შოუები და გაიმართება კონცერტები;
– ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი „სეუ", სადაც შენ სიმღერისა და ცეკვის ნიჭის გამოვლენის შესაძლბელობა გექნება;
– თანამედროვე და უახლესი მუსიკალური ინსტრუმენტებით უზრუნველყოფილი მუსიკალური ბენდი, სადაც შენი სახით ახალ როკ ვარსკვლავს ელიან;
– თეატრალური დასი, სადაც შენ დამწყები რეჟისორის ან მსახიობის როლში მოგვევლინები;
– მხიარულთა და საზრიანთა კლუბი. შენს იუმორზე მხოლოდ ოჯახის წევრები აღარ გაიცინებენ.
დასრულდა ახალი, 17 სართულიანი შენობის მშენებლობა. გახდი ,,სეუ”-ს სტუდენტი და იცხოვრებ ყველაზე კეთილმოწყობილ სტუდენტურ საცხოვრებელში, ივარჯიშებ ყველაზე ორიგინალურ საფეხბურთო სტადიონზე და ისიამოვნებ ზაფხულში ღია და ზამთარში შემინული 25 მეტრი სიგრძის საცურაო აუზით.
9 მიზეზიდან მხოლოდ 1 შეეხება სწავლის დონეს
* * *
აუ ხალხო ეს გამარკვიეთ რა
4. აბიტურიენტებს, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვებენ სახელმწიფო გრანტს, დაემატებათ ასევე ,,სეუ გრანტი”.
ანუ მე რომ 50% ავიღო ესენიც 50% მომცემენ და უფასოდ ვისწავლიი?