მაგისტრების საყურადღებოდ! + -
მაგისტრანტი, რომელიც 2013 წლის საერთო სამაგისტრო და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების მაგისტრატურის ორ ან რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, ვალდებულია პრიორიტეტის დადგენის მიზნით, 2013 წლის 21 სექტემბრამდე სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარმოადგინოს განცხადება, რომელშიც უნდა მიუთითოს საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების ჩამონათვალს პრიორიტეტების შესაბამისად.
თუ მაგისტრანტი ვერ მოიპოვებს გრანტს განცხადებაში მითითებულ პირველ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მაშინ მისი დაფინანსების საკითხი განიხილება განცხადებაში მითითებულ მეორე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე და ა.შ. მაგისტრანტის მიერ განცხადებაში მითითებულ რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე გრანტის მოპოვების შემთხვევაში, განცხადებაში მითითებულ მომდევნო საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე მისი დაფინანსების საკითხი არ განიხილება.
თუ მაგისტრანტი 2013 წლის 21 სექტემბრამდე არ წარმოადგენს განცხადებას სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში ხორციელდება იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელზეც შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მეტი თანხა განაწილდა. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში თანაბარი თანხა განაწილდა, მაშინ აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში განხორციელდება ცენტრის მიერ განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებაზე.
მაგისტრანტი, რომელიც 2013 წელს ჩაირიცხება ორი ან რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთსა და იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, ვალდებულია შესაბამისი წლის 21 სექტემბრამდე ცენტრში წარადგინოს განცხადება, თუ რომელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სურს მიიღოს გრანტი.
ეს იცოდით?
მე ახლა ვნახე