bekgogჩარლიაუუუ აი ტექსტები ჩემი ტკივილია

მხოლოდ გამსვლელი ქულა მჭირდება მანდ მეტი არც მინდა...
აიიი თითო თემას 25 წუთში ვწერ...
აიიი ტექსტებზე ვჭედავ...
დიალექტებისა და ჟარგონების გამოყენება ლიტერატურულ ნაწარმოებებში დაუშვებელია, რადგან ეს ჩვენს ენას საფრთხეს უქმნის და ამახინჯებს.
როგორც ყველასთვის ცნობილია, ქართული მწერლები გამორჩეულები არიან თავიანთ ნაწარმოებებში გამოყენებული დიალექტებით და ჟარგონებით, რაც მათ ნაშრომებს უფრო კრეატიულს ხდის. ბევრს მათი წაკითხვით დისკომფორტი ექმნება და შემდეგში აქტიურად იყენებს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ზოგს პირიქით სიამოვნებს მათი წაკითხვა. აშკარაა, რომ არა დიალექტები და ჟარგონები, ლიტერატურული ნაწარმოებები ისეთი ემოციური ვერ იქნება, როგორიც ახლა არის.
უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ლიტერატურული შედევრის ხარისხი მკითხველის მხრიდან მთელი რიგი კრიტერიუმებით ფასდება, როგორებიცაა: რამდენად საინტერესო და ემოციურია ნაწარმოები, რამდენად რელევანტური ლიტერატურული ენით არის დაწერილი ის და ა.შ. სწორედ რომ ჟარგონებისა და დიალექტების წყალობითაა ნაშრომი ემოციური. ამ თემაზე მსჯელობისას გამახსენდა ილია ჭავჭავაძეს ,,კაცია ადამიანი’’, რომელშიც ორივე მათგანი უხვადაა გამოყენებული. მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო, ციტატა, რომელსაც ლუარსაბი ამბობს ,,რაც მოიგონეს, ეს ეშმაკური შკოლები, ჩვენი ბავშვები ვეღარცა სმენ და ვეღარცა სჭმენ’’. საინტერესოა, მას ეს კუთხური კილო რომ არ გამოეყენებინა, რამდენად კითხვადი იქნებოდა ნაწარმოები. ჩემ მიერ, მოყვანილი მაგალითი ნათლად გადმოსცემს იმას, თუ რამდენად საჭიროა დიალექტებისა და ჟარგონების არსებობა ლიტერატურულ სფეროში.
მეორე მხრივ, მინდა აღვნიშნო, რომ ეს უკანასკნელნი ჩვენს ისტორიას და მეტყველების კულტურას ასახავენ. მათი არსებობის გარეშე ჩვენი ენის ისტორია წაიშლებოდა. თითოეული კილო და ჟარგონი წარსულში გვაბრუნებს და ვაანალიზებთ, თუ როგორი ენობრივი კულტურა ჰქონდათ წინათ ჩვენს წინაპრებს. ყველამ იცის, რომ ყველა კუთხეს აქვს თავისი დიალექტური თავისებურებები, მაგ: აჭარაში ბიჭს მიმართავენ ,,ჭო’’, იმერეთში ბევრი სხვა საინტერესო გამონატქვამები აქვთ: ,,რაია ბიჭო’’, რას შობი’’ და სხვ. იმერული დიალექტებით და ჟარგონებით არის გამდიდრებული დავით კლდიაშვილის შემოქმედება. როცა მის ნაწარმოებებს ვკითხულობდი ბავშობაში, თვალში მხვდებოდა იმერული კილო და უნდა აღინიშნოს, რომ მათი წყალობით ნაწარმოებები ემოციურთან ერთად საინტერესოც ხდებოდა. ვერ წარმომიდგენია, მწერალმა როგორ შეიძლება ნაწარმოებები მაქსიმალურად შემოქმედებითი გახადოს მათ გარეშე. აქვე მინდა აღვნიშნო ის რომ მათი გამოყნება ყოველდრიურ ცხოვერებაში დაუშვებელია, რათა არ დაბინძურდეს ქართული და დეგრადაცია არ განიცადოს მან.
და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრს ჩემგან რადიკალური აზრი გააჩნდეს, მაინც, ვფიქრობ, რომ დიალექტები და ჟარგონები ჩვენს კულტურას და ქართული ლინგვისტიკის ისტორიას გვინარჩუნებენ. ხოლო ჩემი მოსაზრების მოწინააღმდეგებს მინდა მივმართო, თუ ყოველდრიურ საუბარში მაქსიმალურად ვეცდებით ენობრივი სტილისა და გარამატიკის დაცვას, ღრმად მჯერა, რომ ჩვენი ენა არ გადაგვარდება.
აბა ეს როგორია?