ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში ჩატარებული ზოგადი უნარების ტესტების შედეგები ხვალ, დღის მეორე ნახევარში, გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
ამის შესახებ განცხადება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა გააკეთა.
მიმინოშვილი აბიტურიენტების მომზადების დონით კმაყოფილია და აცხადებს, რომ წელს ყველაზე მომზადებულები აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში და უცხო ენაში იყვნენ.
ქართული ენის, არჩევითი საგნებისა და უცხო ენის პასუხები აგვისტოს დასაწყისში გახდება ცნობილი. აგვისტოს 25 რიცხვამდე დასრულდება გრანტის გასაუმჯობესებელი და მაგისტრობის მსურველების საგამოცდო შედეგებიც.
რაც შეეხება ფაკულტეტებისა და უნივერსიტეტების არჩევას - აბიტურიენტებს არჩევანის შეცვლისთვის დრო ჯერ კიდევ აქვთ.
"როგორც კი დასრულდება ყველა საგამოცდო საგნის შედეგების გამოცხადება, კიდევ რამდენიმე დღე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ ჩამონათვალში ცვლილებები შეიტანონ . შემდეგ უკვე იწყება აპელაციის პროცესი და ბუნებრივია, მათ ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა აღარ ექნებათ,"-განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
გამოცდების ყველა შედეგის გამოქვეყნება 20–25 აგვისტომდე დასრულდება.
http://news.edu.aris.ge/eduarisge/7920-zog...oqveyndeba.htmlგთოხვთ, მითხარით, რომ 25მდე ლოდინი არ მომიწევს