გამსწორებლის თვალით გამიჭირდება შეხედვა, მაგრამ შემიძლია ჩემ თემასთან გავავლო პარალელი: არგუმენტები გყავს კარგი მოყვანილი, განსაკუთრებით პირველი არის ძალიან კარგი.
მთლიანობაში წერის სტილი რაც შევამჩნიე გაქვს უფრო პრაგმატული და "საქმესთან მიახლოებული" რაც ძალიან კარგია, მე უფრო ემოციურად ვუდგები ხოლმე და ისეთი არგუმენტები მაქვს მოყვანილი რომლებსაც კარგ ხასიათზე უნდა შეხვდეს გამსწორებელი რო არ იფიქროს რაღაც ტუტუცობააო

.
აბზაცები და ჩონჩხი(შესავალი, მსჯელობა/არგუმენტები, დასკვნა) ისეთი გაქვს ზუსტად როგორც ითხოვენ
ლექსიკა, სინტაქსიც მგონი კარგად გაქვს, პროფესიის და განათლებიდან გამომდინარე მე არ მაქვს ისეთი თვალი ეგეთ დეტალებს რო ამჩნევდეს ესე ადვილად.
ჩემი აზრით მაქს. ქულას დაგიწერენ, უარეს შემთხვევაში შეიძლება 1, ჰა მაქს. 2 ქულა დაგაკლონ.
პ.ს. ერთადერთი რასაც მე დავამატებდი და შენც გირჩევ არის "მედლის ორივე მხარის განხილვა", საკითხის განხილვისას ხო ასე თუ ისე ორივე არჩევანს აქვს თავისი pros/cons, გასაგებია რომ ერთერთი უკეთესია და იმას აწვება ავტორი, მაგრამ უარყოფითიც რომ აღინიშნოს კარგია. ამ კონკრეტულ მაგალითში მეც იმ აზრს მივაწექი რო პრაგმატულობა და ფულის გამო პროფესიის არჩევა ცუდია,
თუმცა მხოლოდ სურვილების/გატაცებების მიხედვითაც არ ღირს არჩევანის გაკეთება, "პეპლების დათვლით თავის რჩენა გაუჭირდება ადამიანს", ამიტომ გარკვეულწილად პრაგმატულადაც უნდა იაზროვნოს და ისეთი პროფესია აარჩიოს რომლითაც თავის რჩენას მაინც შეძლებს.
წარმატებები და მაქსიმალური ქულები ორივე თემაში