GIO-ONშენს ტემას გადავხედე და ერთი რაღაც ვერ გავიგე...
რომელ აზრს ემხრობი არ ჩანს...
მეორე აბზაცში, შენ ემხრობი იმას რომ არ უნდა აჰყვეს მისწრაფებს და სულ სხვა სფერო აირჩიოს, მაგრამ დანარჩენ ნაწილში პირიქითაა...
გარდა ამისა, მეორე აბზაცი როცა იწყება შენ გიწერია, რომ შენი მოსაზრება ამ აზრისადმი ნეგატიურია, მაგრამ შენ მოგყავს იმის არგუმენტი, რომ რატომ არ უნდა მიჰყვეს თავის მისწრაფებებს...
თუ არ ემხრობი ამ მოსაზრებას, კონტრარგუმენტი რაღატომ მოგყავს დასამტკიცებლად?
სწორად გავიგე შენი ნაწერი?
ახლა მივყვეთ, ლექსიკურ და გრამატიკულ შეცდომებს...
1) მან ისეთი პროფესია უნდა აირჩიოს (მძიმე გაკლია) რაც...
2)იგივე წინადადებაში, ასევე ფინანსური კუტხითაც გამართული იყოს,ვინ უნდა იყოს არ ჩანს...
მან გიწერია, მაგრამ ეგ ნაცვალსახელი პირში არ ეწყობა და უნდა დაგეწერა ,,ის''...
3) რისი მენეჯმენტია სწორი (რის მენეჯემენტი არა)
4) ამის გამო ( მძიმე უნდა)
5)დიდძალი უმუშევრობა არაა სწორი...
ამის შემდეგ გიწერია რომელიც არის საქართველოში, რაც არასტილისტურია...
6) მესამე აბზაცის მეორე ხაზში ,,რაც'' გიწერია მაგის წინ მძიმე გაკლია...
7) უნარები როგორ უნდა ახლდეს ადამიანს?
უნარები აქვს, გააჩნია...
8) ისეთ ადამიანს(მძიმე გაკლია) ვისაც...
9) ამპლუაა სწორი (ამპულა არა

) ...
10) მეორე მხრივ (მძიმე გაკლია)
11) შესაბამისად (მძიმე გაკლია)
12) რა თქმა უნდა(მძიმე გაკლია)
13) პატივი სცეს მის მისწრაფებებს (თავისი უნდა მის მაგივრად, რადგან მის რომ გიწერია, აქ კიდევ სხვა ადამიანი იგულისხმება და არა უშუალოდ მოქმედი პირი, რომელზეც ლაპარაკობ)
ამიტომ, ლექსიკა და გრამატიკაში 4 ქულიდან მხოლოდ 1 ქულა დაგეწერება...
აიი დანარჩენს რაც შეეხება არ ვიცი...
არა და აიი ის ხარვეზები რომ არ გქონდეს მსჯელობაში რაც დავინახე, თემა არის აზრობრივად გამართული...
This post has been edited by gigajoj on 1 Aug 2014, 18:51