მოგესალმებით ყველას, პროფესიული კოლეჯების შესახებ გამართული და ყოვლისმომცველი თემა ვერ ვნახე, არადა ძალიან საჭირო თემაა ჩემი აზრით.
პროფესიული განათლება სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი და პოპულარული ხდება და მეტი ინვესტიციაც იდება ამ სფეროში.
უმაღლესი აკადემიური განათლების მომცემი დაწესებულებების უმეტესობისგან განსხვავებით, რომლებიც "უმუშევარ ადამიანებს აწარმოებს", პროფესიული კოლეჯი საკმაოდ პრაქტიკულ და პერსპექტიულ ცოდნა-კვალიფიკაციას იძლევა. უცხოეთში ამას დიდ ყურადღებას აქცევენ, საქართველოში კი ახლა იდგამს ფეხს.
მემგონი ცუდი არ იქნება, თუ უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება ამ საკითხის შესახებ, იმიტომ რომ ვიცი, ბევრს აინტერესებს.
სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალი:
http://vet.ge/educational_institutions/state/კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალი:
http://vet.ge/educational_institutions/private/თბილისში მდებარე პროფესიულ კოლეჯებში ალბათ ყველაზე ცნობილი ესენია:
"იკაროსი"
http://icarus.ge/"მერმისი"
http://mermisicollege.edu.ge/"სპექტრი"
http://spectri.org/"სპექტრის" დირექტორი ლაპარაკობდა ამას წინათ ერთ-ერთ გადაცემაში, რომ მაგალითად ცივი შედუღების სპეციალისტი საქართველოში ჯერჯერობით არ არის, არადა მოთხოვნა არსებობს ამაზე, ჩამოჰყავთ უცხოეთიდან სპეციალისტი და მისი ხელფასი დაახლოებით 10 000 $_ს შეადგენს! ხოდა "სპექტრი" მგონი ზაფხულიდან იწყებს შესაბამის პროპრამას, რადგან სოლიდური გრანტი მიიღეს უცხოეთიდან ამისთვის.
თუ ვინმეს უფრო დეტალური ინფორმაცია გაქვთ, ან სწავლობთ უკვე რომელიმე ასეთ სასწავლებელში, გაგვაცანით თქვენი აზრი ღირს თუ არა ამაზე დაფიქრდეს ადამიანი და მართლა ასეთი პერსპექტიული და მოთხოვნადია თუ არა მანდ მიღებული განათლება. როგორც სასწავლებლების მესვეურები ირწმუნებიან, კურსდამთავრებულთა 70-80 % საქმდება, თანაც არცთუ ურიგო პირობებით.
ისე, სომელიეს სპეციალობას შეისწავლიდა კაცი
"იკარუსს" აქვს, მაგრამ ცოტა აცა-ბაცა საიტი აქვთ
არა არს დაფარულ...