მოგესალმებით,
ბოლო ათწლეულია პროფესიულ განათლებაში მიმდინარეობს რეფორმები და ნელ-ნელა ვუახლოვდებით ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც განსხვავებით საქართველოსგან, პროფესიული განათლების როლი მოსახლეობის მიერ სწორადაა აღქმული. მაგალითად გერმანიაში, უმაღლესი და პროფესიული განათლების სტუდენტთა პროცენტული თანაფარდობა თითქმის თანაბარია, პროფესიული განათლება მიიჩნევა კარიერის დაგეგმვის პრაქტიკულ გზად და დასაქმების უკეთეს შესაძლებლობად, ამიტომ მომავალი პროფესიონალები ხშირად ამჯობინებენ პროფესიული განათლების გზის არჩევას სწავლის საწყის ეტაპზე რომ თავიდანვე ჩაერთონ პრაქტიკულ სამუშაო ცხოვრებაში (პოპულარული მოდელია ე.წ. "apprenticeship", დუალური განათლება, როდესაც პროფესიული განათლების მიღება ხდება ერთდროულად საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ბიზნეს კომპანიაში).
რაც შეეხება პროფესიულ განათლებას საქართველოში:
სახელმწიფოს მიერ და სახელმწიფოს მონაწილეობით დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
საქართველოს მასშტაბი არსებობს 40-მდე ასეთი დაწესებულება.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ პროფესიული კოლეჯები, საზოგადოებრივი კოლეჯები და უმაღლესი დაწესებულებები.
პროგრამებზე მიღება ცხადდება წელიწადში ორჯერ და ტესტირებას ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (ნაეკი).
პროგრამებზე დაშვების წინაპირობაა საბაზო განათლება (9 კლასი) და ზოგიერთ შემთხვევაში სრული საშუალო განათლება (12 კლასი).
ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ გაუმჯობესდა კოლეჯების ინფრასტრუქტურა, ბევრ მათგანში მოეწყო უნივერსალური დიზაინი (ადაპტირდა ყველასთვის).
მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ პროფესიული განათლების საიტი
http://vet.ge და გაეცნოთ შესაძლებლობებს, რომლებსაც პროფესიული განათლება სთავაზობს ქვეყანას.
თავი და ტრაკი ხანდახან სინონიმებია და ტავტოლოგიის თავიდან ასაცილებლად იხმარება. მაგ: გატრაკების თავი, გათავების ტრაკი. (c) დავითა
One is not half of two, two are halves of one.