apoloni13ჰო, მაგის საწინააღმდეგო არაფერი დამიწერია.

მადლობა რჩევისთვის.
პოლიტოლოგებს ვურჩიე მხოლოდ ფინანსები, არა იმიტომ, რომ მაგ მიმართულებით დაეწყოთ სამუშაოს ძებნა, არამედ თავიანთ სფეროშივე აუცილებელად გამოადგებათ.
marimari11და სად გინდა დასაქმება, გადაწყვეტილი გაქვს უკვე?
როგორც თქვი, ფართო სფეროა ფსიქოლოგია და რა მიმართულებით აპირებ გაგრძელებას ხომ არ ვიცი.
მარა მაინორს, ამ შემთხევაში, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
თუ სოციალურ ფსიქოლოგიაზე გინდა კონცენტრირება, ალბათ სოციოლოგია უნდა აირჩიო.
მე, მაგალითად, შრომის ფსიქოლოგია მიმაჩნია ნორმალურ დარგად, რომელიც, როგორც ვიცი, საკმაოდ მოთხოვნადი ხდება ნელ-ნელა.
მაგრამ მაინორზე ამას ვერ აირჩევ, მხოლოდ მაგისტრატურაში.

მოკლედ, შენს შემთხვევაში, მაგისტრატურაზე რას აირჩევ ისაა მთავარი. მაინორზე, ვფიქრობ, თავისუფალი ხარ არჩევანში.
იმას გირჩევ მხოლოდ, რომ რაც არ უნდა აირჩიო, პრაქტიკულად შეხედო და რაც შეიძლება მეტი პრაქტიკული ცოდნა მიიღო, რომელიც გამოგადგება შენს პროფესიაში, ალბათ, ასეც იზამ.
გიორგი XIIჯერ major არ აგირჩევნია, აბა, რა დროს მაინორია.