ხოდა მიეყრდნობი იმ ხეს სადა ვირი ებმება, ის თავისთვის ბალახს მოძოვს და შენ აქეთ ფორუმზე იქნები,მაგრამ მაღლივში ვაიფაი არ იქნება

“Be Active!!” წარმოადგენს ახალგაზრდულ გაერთიანებას, რომელიც შეიქმნა 2012 წლის 28 აპრილს სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ.
მოცემული გაერთიანება უზრუნველყოფს:
* საქართველოს მრავალეთნიკური და მულტიკონფესიური სახელმწიფოს უნივერსიტეტების სტუდენტების ინტეგრაციას ერთ სივრცეში;
* ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას სხვადასხვა სახის აქტივობის შესახებ (ტრეინინგები, სემინარები, სასწავლო კურსები, სიმულაცია-მოდელირებები, გაცვლითი პროგრამები, კონფერენციები, სტაჟირება-ვაკანსიები, მოხალისეობრივი აქტივობები, დებატები, საჯარო ლექცია-დისკუსიები და ა.შ.);
* არასამთავრობო ორგანიზაცია-საინიციატივო ჯგუფებსა და ახალგაზრდებს შორის კომუნიკაცია-კავშირს;
* გაერთიანების მიზნებიდან გამომდინარე, სხვა საქმიანობების შესრულებას.
“Be Active!!-ის“ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს:
* კარიერული თვალსაზრისით წარმატებული: აქტიური, ინფორმირებული, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ახალგაზრდა თაობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა (მათი წახალისება, მოტივაციის ამაღლება, პროფესიული თუ პიროვნული განვითარების ხელშეწყობა).
ჯგუფის ელექტრონული ფოსტის მისამართი: Be-active@outlook.com;
This post has been edited by Neverletmego on 1 Sep 2013, 22:05