რაოდენობა არაფერ შუაშია, არასაკმარისს აკეთებთ აქციაზე და მაგის ბრალია, რომ ცდა უშედეგოდ მთავრდება.
თუ რამე გინდათ მიიღოთ, უნდა გაიღოთ კიდეც.
რა ულტიმატუმს უყენებთ თსუს ადმინისტრაციას?
ეუბნებით, რომ თუ არ შეასრულებენ მოთხოვნებს, სხვა უნიში გადახვალთ?
არამგონია.
არ შეგისრულებენ მოთხოვნებს, იმიტომ რომ რომც არ შეგისრულონ, მაინც არსად არ წახვალთ.
არ ეშინიათ თქვენი, რადგან აქციას ჩაატარებთ თუ არა, ისევ აუდიტორიაში დაბრუნდებით და ლექციას დაესწრებით.
აი, ეგ რომ გააკეთოთ, მასობრივად რომ მოითხოვოთ მობილობის უფლება, კიდევ გაქვთ შანსი, რომ გაითვალისწინონ თქვენი მოთხოვნები.
რადგან, მართლა რომ იყოთ მაგის გამკეთებლები, თსუდან მასობრივი მობილობა და ადგილების დაცარიელება, შემდეგ ამ დაცარიელებული ადგილების ნაკლებპრესტიჟული უნიდან გადმოსული სტუდენტებით შევსება, გამოიწევევს თსუს პრესტიჟის დაცემას, შესაბამისად, მასზე მოთხოვნის კლებას, რაც, ხვდები, არ აწყობთ.
ესაა ერთადერთი გზა, რომ მოგისმინონ.
მაგრამ ახლა რასაც აკეთებთ, ამით არაფერი იცვლება.
შეასრულებენ მოთხოვნებს, თუ არ შეასრულებენ, მაინც თსუს სტუდენტებად რჩებით.
გამოხვალთ წელიწადში ერთხელ აქციაზე და მერე ისევ მერხებს მიუსხდებით და იმის იმედზე იქნებით, რომ შემდეგ წელს შეიცვლება ყველაფერი.
თუ მართლა ასეთი დიდი სურვილი გაქვთ, წესრიგი იყოს უნივერსიტეტში და ა.შ., მაშინ ცოტა რადიკალურად მიუდექით.
უბრალო აქციით მათი დაყოლიება, ქამ ონ რილი?

და კიდევ ერთხელ, თუ გინდა რამე მიიღო, უნდა გაიღო კიდეც რაიმე.
პ.ს. პირადად შენ არ გეუბნები, ზოგადად ვამბობ.
პ.პ.ს. მეტი commitment.

პ.პ.პ.ს. მოგცლიათ.