JonGLioRფიზიკაში ქეთევან ტატიშვილის და ზურაბ ბერიას სახელმძღვანელო შეიძინე.
ფიზიკა საატესტატო გამოცდებისთვის ჰქვია, ახალი გამოცემაა. მოკლედ წერია მთელი მასალა მერვე კლასიდან მეთერთმეტემდე.
ან შეიძლება ეთერ ბასიაშვილის "ფიზიკა აბიტურიენტთათვის" აიღო. აქ უკეთ არის ახსნილი და უფრო მეტი რამ წერია იმჰო.
გედენიძე, ლაზარაშვილის ავბიტური ფიზიკაში, ტესტები რომ არის ის დაგეხმარება. მნიშვნელოვანი თეორიული მასალაც არის შეტანილი და ყოველი თავის მერე ტესტები.
ქიმიაში ირმა თიკანაძე, ლელა ბუბაშვილის და თეონა ლოლაძეს სახელმძღვანელოა. ქიმია გამოსაშვები გამოცდებისთვის ჰქვია და 900 ტესტია შიგნით + თეორიული მასალა ყოველი თავის მერე. ანუ ბაზა თუ გაქვს თავში :დ შეგიძლია შენით დააკონსპექტო და ჩაუჯდე ყველაფერს.
არის სხვა წიგნიც, აი ის, ახალი გამოცემა რომ არის :დ ლელა მეტრეველია ავტორი.
ბიოლოგიაში 10-11 კლასის სახელმძღვანელოებიც გყოფნის.
გეოგრაფიის მასალა საატესტატოსთვის დეტალურად არის აღწერილი, მეშვიდ ეკლასიდან მეთერთმეტემდე ბლიაძე; ჭანტურიას წიგნში. "გეოგრაფია საატესტატო გამოცდებისთვის" ჰქვია და ახალი გამოცემაა.
სხვა აღარ ვიცი რა გითხრა.
* * *
აქ მაინც ბევრი მოსწავლე შემოდის

ხოდა შემთხვევით 11 კლასის Naturlich Deutsch ხომ არ გაქვთ, რომ მათხოვოთ?
ვერსად ვნახე